Viburcol - ვიბურკოლი 12 სანთელი
ჩვენება: ჩვილებისათვის და აგზნებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისათვის ცხელებით და მის გარეშე; სხვადასხვა უბრალო ინფექციების სიმპტომატური მკურნალობა.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა:
# 12 სუპოზიტორია.
შემადგენლობა:
1 სანთელი (1,1 გ) შეიცავს: Chamomilla D1 – 1,1 მგ, Belladonna D2 – 1,1 მგ, Dulcamara D4 – 1,1 მგ, Plantago major D3 – 1,1 მგ, Pulsatilla D2 – 2,2 მგ, Calcium carbonicum Hahnemanni D8 – 4,4 მგ; ასევე მყარი ცხიმი – ნატურალური წარმოშობის ტრი-, დი- და მონოგლიცერიდების ნარევი.
ჩვენება:
ბავშვები: აგზნებული მდგომარეობა ცხელებით, ან მის გარეშე; ინტოქსიკაციის სინდრომი (ცხელება, თავის ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები, უძილობა, შფოთვა); კრუნჩხვის მზაობა; მრვი, ზემო სასუნთქი გზების დაავადებები; შინაგანი ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიკური მდგომარეობით გამოწვეული ლოკალური ტკივილი (კოლიკა), მეტეორიზმი; ანთებითი პროცესის დროს ლოკალური ტკივილი (კბილების ამოჭრა, ცისტიტი, ოტიტი და ა.შ.); ბავშვთა ინფექციური დაავადებები – წითელა, ინფექციური პაროტიტი და ა.შ.
ორსული ქალები: ადრეულ ვადაზე ორსულობის მოშლის საშიშროება, მშობიარობის გაუტკივარება.
ტკივილის სინდრომი: პმს.
შერწყმული და კომბინირებული მძიმე პათოლოგიები, როდესაც სასურველია „დამზოგავი“ დეტოქსიკაცია და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა (გერონტოლოგია, ონკოლოგია, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევა და სხვ.).
მიღების წესი და დოზირება:
სანთელი გამოიყენება რექტალურად; მოზრდილებში და ბავშვები 12 წლიდან 2 სანთელი 3-ჯერ დღეში; 0-დან 2 წლამდე 1 სანთელი 2-ჯერ დღეში; 2-დან 5 წლამდე 1 სანთელი 3-ჯერ დღეში; 6-დან 11 წლამდე 1 სანთელი 4-ჯერ დღეში; მწვავე მდგომარეობისას: მოზრდილებში – 2 სანთელი ყოველ 2 საათში დღეში 6 მიღებამდე; 0-2 წლამდე – 1 სანთელი ყოველ 2 საათში, დღეში 4 მიღებამდე; 2-დან 5 წლამდე 1 სანთელი ყოველ 2 საათში, 6 მიღებამდე; 6-დან 11 წლამდე 1 სანთელი ყოველ 2 საათში, დღეში 8 მიღებამდე;
უკუჩვენება:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ – სააფთიაქო გვირილა, ან რთულყვავილოვანთა ოჯახის სხვა მცენარე.
ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით, მაგ. დიარეა, ან გამონაყარი კანზე.
განსაკუთრებული მითითება:
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
რაოდენობა | 12 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account