ენტეროკინდი წვეთები 20მლ
ჩვენება: ნაწლავური კოლიკა და მეტეორიზმი ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში.
ენტეროკინდი / ENTEROKIND
შემადგენლობა
ხსნარის 100 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
Chamomilla D6 10 გ
Cina D6 10 გ
Colocynthis D6 10 გ
Lac Defloratum D6 10 გ
Magnesium chloratum D6 10 გ
სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): ქსილიტოლი, გლიცერინი 85%, გამოხდილი წყალი.
ჩვენებები
ნაწლავური კოლიკა და მეტეორიზმი ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში.
მიღების წესები და დოზები
6 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე სიმპტომების დროს მიიღება 3 წვეთი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არაუმეტეს 6 –ჯერ დღეში; სიმპტომების გამომხატველობის შემცირების მერე მიიღება 3 წვეთი 3–ჯერ დღეში. პროფილაქტიკის მიზნით მიიღება 3 წვეთი 3–ჯერ დღეში 2–3 კვირის განმავლობაში.
ენტეროკინდი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ (სასურველია წვეთები გადაყლაპვამდე ცოტა ხანი გააჩეროთ პირის ღრუში). ძუძუთა ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია ხსნარის მცირე რაოდენობის წყალში გასხნა.
არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის მიღების დავიწყების შემთხვევაში. გვერდითი მოვლენები
არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.
შენიშვნა:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს მცირე დოზით ალკოჰოლს (100 მგ–ზე ნაკლები დოზა).
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს. შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account