იმუნო ჰერბი ფორტე ხსნარი 50მლ
ჩვენება: იმუნიტეტის გაძლიერება, მწვავე რესპირატორული დაავადებები, პროფილაქტიკური საშუალება გრიპის ეპიდემიის დროს.
იმუნო-ჰერბი
IMUNO-HERB
პერორალურად მისაღები ჰომეოპათიური საშუალება
აღწერილობა: უფერო, გამჭირვალე ხსნარი სპეციფიური სუნის გარეშე.
შემადგენლობა:
ტილჭირი (Aconitum napellus) ვ. შვაბე 1950 წ. გვ.43 D30 10 მლ
შმაგა (Atropa belladonna) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 79 D12 10 მლ
ლეშურა ( Bryonia alba) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 86 D12 10 მლ
ექინაცეა (Echinacea angustifolia ) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 131 D12 10 მლ
კორდისკბილა (Euphrasia officinalis) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 136 D30 10 მლ
შხამათუთუბო (Rhus toxicodendron) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 221 D30 10 მლ
ეთილის სპირტი 43% სფ X, გვ. 905 საჭირო რაოდენობით100 მლ-მდე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათური პრეპარატი
ფარმაკოლოგიური თვისებები: ანტივირუსული ჰომეოპათიური საშუალება
ჩვენებები: იმუნიტეტის გაძლიერება, მწვავე რესპირატორული დაავადებები, პროფილაქტიკური საშუალება გრიპის ეპიდემიის დროს
მიღების წესი და დოზირება: პერორალურად
მწვავე შემთხვევებში: 1 ჩაის კოვზ წყალში გახსნილი 5 წვეთი ყოველ 30 წთ-ში მდგომარეობის გაუჯობესებამდე.მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3 სთ-ში 1 ჯერ სიმპტომების სრულმოხსნამდე.
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზები ნახევრდება.
პროფილაქტიკისათვის: 1ჩაის კოვზ წყალში გახსნილი 4-5 წვეთი 2 ჯერ დღეში.
მიღების წინ პრეპარატი შეანჯღრიეთ
უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი
პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება
რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შეზღუდვები არ გააჩნია.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს ზეგავლენას
ყურადღება: ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, შენახვის
პროცესში შეიძლება წარმოიქმნას უმნიოშვნელო სიმღვრივე სუნისა და გემოს შესუსტებით,
რომელიც არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე.
შეფუთვა: 50 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში. 1 ფლაკონი
გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III –გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account