ბერბერინი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ჩვენება: პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი II, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
ბერბერინი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
მეცნიერულად დადასტურებული ფორმულა მეტაბოლური პროცესების მხარდასაჭერად
კვლევებით დადასტურებულია, რომ ბერბერინი:
· აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას
· არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს
· ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (VLDL) დონეს
ამვილაბის ბერბერინი წარმოადგენს კომპლექსური შემადგენლობის საკვებ დანამატს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების გასაუმჯობესებლად. ბერბერინი მცენარეული ალკალოიდია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, უჯრედულ დონეზე აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს. ბერბერინს, მწარე ნესვის და ბანაბას ფოთლის ექსტრაქტთან კომბინაციაში გააჩნია სინერგიული მოქმედება, მონაწილეობას იღებს ლიპიდურ და ნახშირწლოვან ცვლაში, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს. ბერბერინი ააქტიურებს ფერმენტ ადენოზინ მონოფოსფატის აქტივირებულ პროტეინკინაზას (AMPK), რომელიც აუმჯობესებს ენერგეტიკულ ცვლას და გლუკოზის უტილიზაციას უჯრედულ დონეზე. ბერბერინს აქვს შარდმდენი მოქმედება, წმენდს ორგანიზმს ტოქსინების და შლაკებისგან, ხელს უწყობს ცხიმების წვას და ეფექტურია წონის კლების პროგრამაში. ბერბერინი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. მწარე ნესვის ექსტრაქტი აუმჯობესებს გლუკოზის ათვისებას და კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედების ფუნქციას, ბანაბას ფოთლის ექსტრაქტი შეიცავს კოროზოლის მჟავას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას.
ჩვენება
· პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი II
· მეტაბოლური სინდრომი: ინსულინრეზისტენტობა, ჰიპერლიპიდემია
· ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერინემია
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
· ჭარბი წონა
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის და მეტაბოლური ჯანმრთელობის შენარჩუნება
შემადგენლობა
ბერბერინი - 500 მგ, მწარე ნესვის ექსტრაქტი -100 მგ, ბანაბას ფოთლის ექსტრაქტი - 25მგ.
დამატებითი ინგრედიენტები
ჰიდროქსილპროპილ მეთილცელულოლაზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი. არ შეიცავს გლუტეინს, არ შეიცავს გმო-ს.
დოზირება
1-2 კაფსულა დღეში კვების დროს.
უკუჩვენება
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი 18 წლამდე ასაკის პირები, არ გამოიყენება დიარეის დროს.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account