კალციტრონი პლუსი - Calcitron Plus 90 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 32,40 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
მარაგშია
SKU
94662_3268

ჩვენება: სპეციალურად შემუშავებული მინერალებისა და ვიტამინების კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად, ასევე კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

კალციტრონი პლუსი #90 ტაბ.

საკვები დანამატი

სპეციალურად შემუშავებული მინერალებისადა ვიტამინების კომპლექსი ( Ca ,Mg, Zn და ვიტ. D3 ), რომელიც აუცილებელია ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად, ასევე კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

შემადგენლობა (3 ტაბლეტი):

კალციუმის კარბონატი 1005 მგ (50.25% DV* Ca), მაგნიუმის ოქსიდი 405 მგ (64.8% DV* Mg), თუთიის სულფატი 43.68 მგ (177% DV* Zn), ვიტამინი D3 3.6 მკგ (72% DV*) .* ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობები.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკონის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს შაქარს, სახამებელს, ლაქტოზას, გლუტენს.

ასევე, იხილეთ: კალციმერინი 30 ტაბლეტი

კალციუმის ძირითადი ფუნქცია არის ძვლოვანი სისტემის ფორმირება, რომლის შემადგენლობაში შედის კალციუმის 99%. დარჩენილი კალციუმის 1% ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას სისხლის შედედების პროცესში, ნერვული იმპულსების გენერაციასა და გადაცემაში, კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვაში, გარკვეული ფერმენტული სისტემების გააქტიურებაში, რამდენიმე ჰორმონის გამოყოფაში. კალციუმი საჭიროა მაგარი კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას, საჭიროა სისხლის შედედებისა და კიბოს პრევენციისთვის; უჯრედებს უზრუნველყოფს ენერგიით, მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება (აფერხებს ჰისტამინის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის სიმპტომების, ტკივილის სინდრომისა და ანთებითი პროცესების შემცირებას). კალციუმს ახასიათებს სტრეს საწინააღმდეგო მოქმედება.

ვიტამინი D3- ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. იგი წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში.

Mg: მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორგანიზმში არსებული მაგნიუმის ნახევარი მოთავსებულია ძვლებში და აუცილებელია მათი მდგრადობისა და ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს.

Zn: თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციონირებაში, მათ შორის ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის, კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმალური მუშაობისთვის.

გამოყენების წესი:

მიიღეთ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

შენახვის წესი:

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისობის ვადა: იხ.კოლოფზე.  არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

მეტი ინფორაცია
Units90
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy