დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მენოპაუზა 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 40,10 GEL რეგულარული ფასი 44,55 GEL
მარაგშია
SKU
93647_1146

ჩვენება: ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე, მენო და პოსტმენოპაუზის პერიოდში.

დოპელჰერცი აქტივი  მენოპაუზა 

სპეციალური ხაზი

დოპელჰერცი აქტივი აქტივ-მენო ბუნებრივად არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს პრე, მენო, და პოსტმენოპაუზის პერიოდში განვითარებულ ფსიქოემოციურ და ვეგეტოსისხლძარღვოვან სიმპტომებს.

·        არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს

·        ამცირებს მენოპაუზის მიერ გამოწვეულ სიმპტომებს

·        ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ

·        უნარჩუნებს კანს, თმას, ფრჩხილებს სიჯანსაღეს

·        აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს მენოპაუზის ყველა ფაზაში

სოიოს იზოფლავონოიდები გამოირჩევა ფიტოესტროგენების მაღალი შემცველობით, რომლებიც განსხვავებით ენდოგენური ესტროგენებისგან და ჩანაცვლებითი ჰორმონალური  პრეპარატებისგან, არჩევითად ზემოქმედებენ მხოლოდ β რეცეპტორებზე და ესტროგენების მოქმედების პოტენცირებით ამცირებენ ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებულ სიმპტომებს, როგორიცაა  წამოხურება (ალები), ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, დეპრესიული განწყობა. 

B ჯგუფის ვიტამინები - არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობას, მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, აწესრიგებს ძილს, სასარგებლოა სტრესის, დეპრესიის და კარდიოვასკულარული დაავადებების დროს.

ვიტამინი B6 - მენოპაუზის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მონაწილეობს ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში. ეს ვიტამინი ხელს უწყობს სტრესის ჰორმონების (კორტიზოლის) რეგულაციას და აუმჯობესებს ესტროგენისა და პროგესტერონის ბალანსს.

ფოლიუმის მჟავა და B12 ვიტამინი - ამცირებს დეპრესიის და გაღიზიანების სიმპტომებს.

ბიოტინი - ხელს უწყობს თმის, კანის და ფრჩხილების ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებას.

ვიტამინი D - უზრუნველყოფს ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის შენარჩუნებას.

კალციუმი -  პრე, მენო, და პოსტმენოპაუზის პერიოდში ესტროგენის დონის შემცირება ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. კალციუმი არის აუცილებელი მინერალი, რომელიც ხელს უწყობს ძვლის სიმკვრივის შენარჩუნებას და ართრიტის, ოსტეოპოროზის და ძვლის მოტეხილობების პრევენციას. 

ჩვენება:

ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე, მენო და პოსტმენოპაუზის პერიოდში:

·        წამოხურება (ალები)

·        გაძლიერებული ოფლიანობა

·        გულის ფრიალი, გულის რითმის დარღვევა

·        თავბრუხვევა, თავის ტკივილი

·        დეპრესია, მომატებული გაღიზიანებადობა, გუნება-განწყობის ცვალებადობა

·        ძილის დარღვევა

·        კონცენტრაციის და შრომისუნარიანობის დაქვეითება

·        სახსრების ტკივილი

·        სასქესო ორგანოების სიმშრალე, ქავილი

უკუჩვენება:

შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება.

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს: სოიოს იზოფლავონიდები - 50 მგ (125 მგ სოიოს კონცენტრატიდან), კალციუმი - 500 მგ, ვიტამინი D3 -5 მკგ, ვიტამინი B1 - 1,4 მგ, ვიტამინი B2 - 1,6 მგ, ვიტამინი B6 - 2,0 მგ, ვიტამინი B12 - 3,0 მკგ, ბიოტინი - 150 მკგ, ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გამოშვების ფორმა:

№30 ტაბლეტი. 

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ: Solgar - სოლგარი მცენარეული კომპლექსი ქალბატონებისათვის 50 კაფსულა

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy