ცაინფარმა - Zein Pharma B12 500 მკგ 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 30,48 GEL რეგულარული ფასი 38,10 GEL
მარაგშია
SKU
95595_2846

ჩვენება: ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და ახდენს მეგალობლასტური ანემიის განვითარების პრევენციას.

ცაინფარმა - მეთილ B12 500 მკგ, #60 ტაბლეტი, საკვები დანამატი

სწრაფი აბსორბციის მქონე ბიოაქტიური მეთილკობალამინი პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტის ფორმით. სუფთა სუბსტანციები.

მეთილ B12-ის სასარგებლო ეფექტები:

• ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და ახდენს მეგალობლასტური ანემიის განვითარების პრევენციას.
• უზრუნველყოფს ორსულობისას ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის ნორმალურ განვითარებას.
• ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას.
• ამცირებს ჰომოცისტეინის დონეს სისხლში და  ახდენს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის განვითარების პრევენციას.
• იღებს მონაწილეობას სეროტონინის წარმოქმნაში და აქვს ანტიდეპრესიული მოქმედება.
• ხელს უშლის თავის ტვინში ატროფიული ცვლილებების განვითარებას და მეხსიერების დაკარგვას.
• აქვს მნიშვნელოვანი როლი თმის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაში.

შემადგენლობა:

მეთილკობალამინი 500 მკგ (ვიტამინი B12),  ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილი და ტრიკალციუმის ფოსფატი, კარტოფილის სახამებელი, არომატიზატორი ლიმონი, სორბიტოლი, ქსილიტოლი, ლიმონმჟავა.

მიღების წესი:

რეკომენდებულია 1 პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი დღეში. ინიშნება 4 წლიდან. ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აქვს მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

წარმოადგენს 100%-ით ბუნებრივ პროდუქტს.

არ შეიცავს

• მაგნიუმის სტეარატს
• კონსერვანტებს
• გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

შენახვის პირობები:

ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.

ასევე, იხილეთ: Pure - ფიური მეთილკობალამინი 1000მკგ 60 კაფსულა

მეტი ინფორაცია
Units60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy