ომესამი - Omesam ჯუნიორი 868 მგ 20 საღეჭი კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 36,61 GEL რეგულარული ფასი 43,07 GEL
მარაგშია
SKU
94435_2182

ჩვენება: ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა მოზარდებში.

ომესამი ჯუნიორი

(Omega-3)

 ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)

შემადგენლობა

ომესამი ჯუნიორის ერთი საღეჭი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის 868 მგ-ს - DHA - 250 მგ, EPA - 82 მგ.

მოქმედების მექანიზმი

ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.

იხილეთ ბლოგი: ომესამი - როგორია ნუტრიციული დანამატის მრავალმხრივი გამოყენება

ომესამი ჯუნიორის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაციით (ეიკოზაპენტაენის მჟავა - EPA და დოკოზაჰექსაენის მჟავა -DHA). ისინი გავლენას ახდენს ბავშვის ტვინის, მხედველობისა და იმუნიტეტის უკეთეს, ჯანსაღ განვითარებასა და ფუნქციონირებაზე.

ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე  გადაინაცვლებს პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენს მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. 

DHA - პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება თავის ტვინში და დადებითი გავლენა აქვს ნევროლოგიურ ფუნქციებზე. დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) წარმოადგენს ტვინის უჯრედების მემბრანების და თვალის ბადურის მთავარ საშენ მასალას, რაც განაპირობებს ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორ განვითარებასა და ფუნქციონირებას, კოგნიტიური უნარებისა და დასწავლის შესაძლებლობების, მეხსიერებისა და მხედველობის გაუმჯობესებას.

ომესამ ჯუნიორს აგრეთვე ახასიათებს იმუნომოდულაციური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.

ზოგადად, ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ანეიტრალებს საკვებთან ერთად მიღებულ ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე უარყოფითი გავლენის მქონე მავნე ცხიმებს. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებს და აღადგენს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, ზრდის ორგანიზმის მედეგობას ინფექციებისა და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ, არეგულირებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს, ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებს იმუნიტეტს. ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებს მეხსიერებას, მონაწილეობს მხედველობის აპარატის ნორმალურ განვითარებაში, იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან, ამცირებს გლაუკომის განვითარების რისკს, დამხმარე თერაპიის სახით ამცირებს მშრალი თვალის სინდრომისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.  

კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების დროს. ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზება.

ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ის მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია  დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.

ჩვენებები

-    ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა მოზარდებში;

-    კოგნიტიური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება;

-    მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;

-    ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;

-    თვალის დაავადებების პრევენცია;

-    ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნება და იმუნიტეტის ამაღლება;

-    ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;

-    დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;

-    აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;

-    ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;

-    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

-    ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;

-    შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;

-    კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;

უკუჩვენება

-    შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

უსაფრთხოების ზომები

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

ომესამი ჯუნიორი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები:  ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).

მკურნალობა: სიმპტომური.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამი ჯუნიორის მოქმედებას.

არ არის რეკომენდებული ომესამი ჯუნიორის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.

მიღების წესი და დოზირება

ომესამი ჯუნიორი ინიშნება 6 წლიდან, 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

კაფსულები უნდა დაიღეჭოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე 

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

20 საღეჭი კაფსულა.

ომესამის ხაზის პროდუქტები შეიცავს ოკეანის ცივი წყლების თევზისგან მიღებულ მაღალი ხარისხის, ბალანსირებულ, კონცენტრირებულ ომეგა-3-ს (EPA/DHA), რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების, მხედველობის აპარატის, ზოგადად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ომესამის ხაზის პროდუქტებია: ომესამი, ომესამი D3, ომესამი კარდიო, ომესამი ჯუნიორი, ომესამი ჟელი, ომესამი სიროფი. 

მეტი ინფორაცია
Units20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy