Solgar - სოლგარი გინკგო ბილობა 120 კაფსულა
სუპერ გინკგო
შემადგენლობა:
სტანდარტიზებული გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი
(გინკგოს ფლავონური გლიკოზიდები 14.4მგ [24%]) – 60მგ
გინკგო ბილობას ფოთლის ფხვნილი - 30მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სამკურნალო მცენარე გინკგო ბილობას ფოთლებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია: ფლავონური გლიკოზიდები და ტერპენ ლაქტონები.
ფლავონური გლიკოზიდები და ტერპენ ლაქტონები უზრუნველყოფენ სისხლძარღვთა კედლის გამტარობის შემცირებასა და ელასტიურობის ზრდას. ისინი აგრეთვე, აინჰიბირებენ თრომბოციტებისა და ერითროციტების აგრეგაციას. შედეგად, აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ მაჩვენებლებსა და მიკროცირკულაციას, უზრუნველყოფენ მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას.
გინკგო ბილობას შემადგენელი აქტიური ინგრედიენტები, აგრეთვე უზრუნველყოფენ თავის ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადითა და გლუკოზით მომარაგებას. შესაბამისად, ეს ნივთიერებები ხასიათდებიან ანტიჰიპოქსიური მოქმედებით.
პროდუქტი აგრეთვე გამოირჩევა ცერებროპროტექტორული მოქმედებით. ვინაიდან, იგი ახდენს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე.
ანტიოსიდანტური თვისებებიდან გამომდინარე კი, იცავს უჯრედული მემბრანის ლიპიდებს ოქსიდაციური სტრესისგან.
ჩვენება:
- სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობა), რომელსაც თან ახლავს მენტალური და კოგნიტური დარღვევები: ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და ძილის დარღვევა, შფოთვისა და შიშის შეგრძნებების გამძაფრება.
- დემენცია (მათ შორის, ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოხატულიც).
- მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა ახალგაზრდა ასაკში.
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის, არტერიოპათია), რომელსაც თან ახლავს: ტკივილი მოძრაობის დროს, სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები.
- შარკოს სინდრომის სიმპტომური მკურნალობა, ქრონიკული მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის დროს.
- რეინოს სინდრომი.
- ნეიროსენსორული დარღვევები (სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის თავბრუსხვევა და შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია).
- ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია.
- დიაბეტური რეტინოპათია, ანგიოპათია, ნეიროპათია.
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.
არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
მისაღებია ვეგანებისთვის.
დოზირება : მიიღება თითო მცენარეული კაფსულა მინიმუმ 2-ჯერ დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.
არ მიიღება 18 წლამდე. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 120 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
რაოდენობა | 120 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account