Pileje Phytostandard - პილეჟე ფიტოსტანდარტი როდიოლა 30 ტაბლეტი
ჩვენება: ემოციური დაძაბულობა, მოუსვენრობა, შიში და შფოთვა, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
პილეჟე ფიტოსტანდარტი როდიოლა 30 ტაბლეტი
მცენარეული ანტიდეპრესანტი - ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, არ იწვევს დღის განმავლობაში ძილიანობას, ამაღლებს გუნება განწყობას
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: როდიოლას ექსტრაქტი - 308 მგ; ზაფრანის ექსტრაქტი - 30 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფიტოსტანდარტი როდიოლა მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.
როდიოლა ბუნებრივი მცენარეული ანტიდეპრესანტია, მას აქვს MAO A და MAO B-ს ინჰიბიტორული მოქმედება, 400 მგ დოზით ავლენს ქიმიური ანტიდეპრესანტების მსგავს, შფოთვის მომხსნელ და ანტიდეპრესანტულ მოქმედებას გვერდითი მოვლენების, მოხსნის სინდრომის და მიჩვევის გარეშე. როდიოლა ადაპტოგენია, აადვილებს სტრესთან ბრძოლის უნარს, ამსუბუქებს ქრონიკული დაღლილობის სიმპტომს, აუმჯობესებს კოგნიტურ - მეხსიერება/დასწავლის უნარებს
მრავალი კვლევების თანახმად დღეში 30 მგ ზაფრანის ექსტაქტის მიღებას აქვს ქიმიური ანტიდეპრესანტების მსგავსი მოქმედება, გვერდითი მოვლენების გარეშე, არ იწვევს მიჩვევას და არ აქვს მოხსნის სინდრომი, წარმოადგენს ბუნებრივ ანტიდეპრესანტს, აქვს ნეიროპროტექტორული, ანტიოქსიდანტური ეფექტი, აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს.
ჩვენება:
· ემოციური დაძაბულობა, მოუსვენრობა, შიში და შფოთვა
· მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
· საშუალო სიძლიერის დეპრესია
· გუნება-განწყობის ცვლილებები
· სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
· ენერგიისა და/ან მოტივაციის არარსებობა,
· აპათია, გუნება - განწყობის დაქვეითება
მიღება და დოზირება:
2 ტაბლეტი დღეში, უმჯობესია დილით მიღება. არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის პირებში, ორსულებში, მეძუძურ დედებში.
გამოშვების ფორმა:
N30 ტაბლეტი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.
ასევე, იხილეთ : Pileje Phytostandard - პილეჟე ფიტოსტანდარტი ეშოლცია 30 ტაბლეტი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account