Pure - ფიური ფოლატი 400მკგ 90 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 75,99 GEL რეგულარული ფასი 83,51 GEL
მარაგშია
SKU
89019_3326

 ჩვენება: ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა,ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ფიური®ფოლატი 400 მკგ

ფიური®ფოლატი 400 მკგ - არის ფოლიუმის მჟავას ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური ფორმა მაღალი ბიოშეღწევადობით, რომლის აქტიურ ფორმად (5 MTHF) გარდაქმნა არ საჭიროებს დამატებით ფერმენტულ რეაქციებს, წვრილი ნაწლავის ლორწოვანზე მოხვედრის შემდეგ სრულად შეიწოვება, განსხვავებით სინთეზურად მიღებული ფოლიუმის მჟავასგან, რომლის აქტიურ ფორმად გარდაქმნა ხდება ფერმენტული რეაქციით ღვიძლში, ფერმენტ დეჰიდროფოლატრედუქტაზას ზემოქმედებით. 

ფოლატი წარმოადგენს წყალშიხსნად B ჯგუფის ვიტამინს (B9),  რომელიც მონაწილეობს ძირითად მეტაბოლურ პროცესებში, უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა უჯრედის ფიზიოლოგიურ დაყოფას და ნორმალურ ზრდას.

ფიური®ფოლატი:

·        არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, ამცირებს ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს

·        უზრუნველყოფს ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შევსებას ორსულობამდე და ორსულობის დროს (ნაყოფში ნერვული მილის დეფექტების განვითარების პრევენცია) (1)

·        ხელს უწყობს პლაცენტის მომწიფებას და ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან (1-4)

·        უზრუნველყოფს მშობიარობის შემდგომი დეპრესიების პრევენციას

·        აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის

·        ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს (ანემიის პრევენცია)

·        მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის და ჰისტიდინის მეტაბოლიზმში

·        ხელს უწყობს ესენციური ამინომჟავების სეროტონინის და დოფამინის სინთეზს, რომელიც უზრუნველყოფს გუნება-განწყობის ამაღლებას, აწესრიგებს ძილს და აუმჯობესებს მეხსიერებას

ჩვენება:

•        ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა  (ფოლიუმდეფიციტური ანემია, მაკროციტული, ჰიპერქრომული ანემია, წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია, ლეიკოპენია, მეგალობლასტური, სიდერობლასტური  ანემია, წვრილი ნაწლავის დაავადებებთან, სპრუს და მალაბსორბციის სინდრომთან დაკავშირებული  ანემიები)

•        ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

•        ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პრევენცია

•        პრეეკლამფსია და ეკლამფსია

•        მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პროფილაქტიკა

•        არაბალანსირებული, არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პრევენცია

•        გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირება ( არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, თრომბოზი)

•        ოსტეოპოროზი

•        ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

•        მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება

•        დეპრესია 

•        შაკიკი

•        სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე

•        ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, ტრიმეტოპრიმი/სულფამეტაქსაზოლის კომბინაცია) და ანტიკონვულსანტებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: ფოლატი (მეტაფოლინი® L-5-MTHF) - 667 მკგ DFE (L-5-MTHF - 400 მკგ). 

დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი).

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან. 

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს. 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. 

გამოშვების ფორმა: №90 კაფსულა. 

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.  

დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან.  

ფიურის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Pure - ფიური

 

References:

1.       Gropper SS, Smith JL, Groff JL. Advanced Nutrition and Human Metabolism. 5th ed. Belmont, CA: Wadsworth; 2009.

2.       Prinz-Langenohl R, et al. Br J Pharmacol. 2009 Dec; 158(8): 2014-21.

3.       Seremak-Mrozikiewicz A. Ginekol Pol.2013 Jul;84(7):641-6.

4.       Patanwala I, et al. Am J Clin Nutr. 2014 Aug;100(2):593-9.

მეტი ინფორაცია
Units90
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy