Pure - ფიური ვიტამინი B12 ფოლატი 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 74,49 GEL რეგულარული ფასი 81,86 GEL
მარაგშია
SKU
83716_3326

ჩვენება: ორგანიზმის ძირითადი ფიზიოლოგიური პროცესების შენარჩუნება, ძვლოვანი სისტემის დაცვა,საჭმლის მომნელებელი და მეტაბოლური პროცესების სიჯანსაღე, ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობის შენარჩუნება.

ფიური®B12 ფოლატი

დამზადებულია უმაღლესი ხარისხის და მაღალი ბიოათვისების მქონე ინგრედიენტებისგან

თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: მეტაფოლინი® L-5-MTHF - ფოლატის ბუნებრივი ფორმა - 1,333 მკგ DFE (800 მკგ L-5-MTHF); ვიტ. B12 ის აქტიური ფორმა - მეთილკობალამინი - 800 მკგ

დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილ პალმიტატი

მეტაფოლინი® რეგისტრირებულია Merck KGaA სავაჭრო ნიშნით Darmstadt Germany

უზრუნველყოფს ერითროციტების ნორმალურ ფორმაციას და ფუნქციობას; მონაწილეობს ენერგიის, პროტეინების, ცხიმების მეტაბოლიზმში, დნმ, რნმ, პროტეინები და ლიპიდების სინთეზში; ესენციურია ნაყოფის ტვინის განვითარებისთვის და უზრუნველყოფს თანდაყოლილი სიმახინჯეების პრევენციას; უზრუნველყოფს ამაღლებული გუნება - განწყობისა და კოგნიტური (მეხსიერება) ფუნქციების შენარჩუნებას;  ამცირებს გულის დაავადებების, ცერებრალური ინსულტისა და ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკს; განაპირობებს ძვლების სიჯანსაღეს და ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას, აუმჯობესებს ფერტილობას - მამაკაცებში სპერმის რაოდენობას და ხარისხს, ქალბატონებში ოოციტების ხარისხს, ამცირებს მეტოტრექსატის გვერდით მოვლენებს ონკოპაციენტებში (ღვიძლის დაზიანება, ტოქსიკოზი);

ჩვენებები: ორგანიზმის ძირითადი ფიზიოლოგიური პროცესების შენარჩუნება: ერითროპოეზის დარღვევები; ძვლოვანი სისტემის დაცვა; საჭმლის მომნელებელი და მეტაბოლური პროცესების სიჯანსაღე; ემოციური და გონებრივი სიჯანსაღე; ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობის შენარჩუნება;

დოზირება და მიღების წესი: 18 წლიდან მიიღეთ 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში კვების დროს.

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებსა და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებსა და კონსერვანტებს.

შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას

გაფრთხილება: თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა დანამატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია   მკურნალ ექიმთან.

გამოშვების ფორმა: 60 კაფსულა

მწარმოებელი: PureEncapsulations აშშ

 

მეტი ინფორაცია
Units60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy