Orthomol - ორთომოლი მაგნიუმი პლიუსი
ჩვენება:მომატებული ნერვული აგზნებადობა,სტრესი,ძილის დარღვევა,დეპრესია.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლ® მაგნიუმ პლიუსი
ნერვ-კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის!
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლ® მაგნიუმ პლიუსი შეიცავს მაღალი ბიოშეღწევადობის მაგნიუმის ციტრატს და ოქსიდს, რომელსაც ადვილად და სრულად ითვისებს ორგანიზმი, შექმნილია ნერვ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ორთომოლ® მაგნიუმ პლიუსის რეგულარული მიღება:
· აუმჯობესებს ნერვ-კუნთოვანი იმპულსის გადაცემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, ამცირებს შფოთვას და გაღიზიანებას
· ხსნის კუნთების სპაზმს და დაჭიმულობას
· აძლიერებს იმუნურ სისტემას
· უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლძარღვებიდან ძვლოვან ქსოვილში
· არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, მონაწილეობს ინსულინის სინთეზში
ორთომოლ® მაგნიუმ პლიუსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
მაგნიუმი წარმოადგენს ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს, რომელიც აუცილებელია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ის მონაწილეობს 200 - მდე ბიოქიმიურ რეაქციაში, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში.
მაგნიუმი ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, ხსნის კუნთოვან სპაზმს, გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, უზრუნველყოფს მშვიდ ჯანსაღ ძილს და ინსომნიური ( უძილობა) მდგომარეობის შემსუბუქებას. ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს, გაღიზიანებას.
მაგნიუმი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე, იცავს სისხლძარღვების კედელს, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას, ახდენს გულის რითმის ნორმალიზებას და აუმჯობესებს გულის მუშაობას, არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს.
მაგნიუმი მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს მის ჩალაგებას სიხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას.
მაგნიუმი მონაწილეობს ინსულინის სინთეზში, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
შეუძლია, ნაწილობრივ გაანეიტრალოს კუჭის ჰიპერაციდული მდგომარეობა, რადგან დადებითად მოქმედებს ტურბო ინჰიბიტორებზე, ამცირებს გულძმარვას.
მაგნიუმი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ.
სუპეროქსიდის დისმუტაზა ფერმენტული ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.
მაგნიუმის დეფიციტის რისკ ჯგუფები:
· შაქრიანი დიაბეტი
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
· საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
· მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
· აქტიური სპორტსმენები
· ხანდაზმული ასაკი
· ორსულების და ლაქტაციის პერიოდი
· სტრესი
· სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (საფაღარათო, დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, შარდმდენები, მაო - ინჰიბიტორები)
შაქრიანი დიაბეტის დროს შარდში მაგნიუმის გამოყოფა ძლიერდება, რის გამოც მისი დეფიციტი მკვეთრად გამოხატულია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა მაგნიუმის დეფიციტის მიმართ - პალპიტაცია (არათანაბარი ან აჩქარებული გულისცემა) გამაფრთხილებელი სიგნალია. ხანგრძლივი დეფიციტის შემთხვევაში შესაძლოა გულის უკმარისობა, გულის კორონარული დაავადება ან პარკუჭოვანი არითმია განვითარდეს.
როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ სპორტსმენებს მაგნიუმის დეფიციტი ორმაგად ემუქრებათ: კუნთები დატვირთვის დროს მეტ მაგნიუმს მოიხმარს, ძლიერი ოფლიანობა მაგნიუმის დანაკარგს კიდევ უფრო ზრდის. გამაფრთხილებელი ნიშნებია ფეხის კუნთის კრამპი, დაღლა და სწრაფი რეაგირების უნარის დაქვეითება.
ხანდაზმულ ასაკში ორგანიზმში მაგნიუმის მეტაბოლიზმზე გავლენას ახდენს თანმხლები დაავადებები და მედიკამენტები, ამიტომ 65 წლიდან დეფიციტი ძალიან ხშირია.
განსაკუთრებით მაღალია მაგნიუმის დეფიციტის რისკი ორსულობის მე-4 თვიდან.
სტრესი და მაგნიუმის დეფიციტი ურთიერთკავშირშია: მაგნიუმის დეფიციტი ზრდის სტრესისადმი მგრძნობელობას, სტრესი კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს მაგნიუმის დეფიციტის განვითარებას. სტრესის ჰორმონები ასტიმულირებს ცხიმის დაშლას, გამოთავისუფლებული ცხიმოვანი მჟავები კი იკავშირებს მაგნიუმს, რომელსაც ორგანიზმი ვერ იყენებს. ამასთან, ორგანიზმში მეტი მაგნიუმის მოხმარება ხდება კუნთებიდან და ძვლებიდან სტრესის შედეგად შევიწროებული სისხლძარღვების გასაფართოებლად.
რთულდება მაგნიუმის შეწოვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს (კრონის დაავადება, წყლულოვანი გასტრიტი ან ცელიაკია).
მაგნიუმის დეფიციტის ნიშნები:
· მომატებული მგრძნობელობა გარე ფაქტორების მიმართ
· კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა (კრამპი)
· თავის ტკივილი, თავბრუხვევა
· სტრესის მიმართ რეზისტენტობის შემცირება
· შფოთვა და მოუსვენრობა, ძილის დარღვევა
· გულის რითმის დარღვევა, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის მატება, პალპიტაცია (არათანაბარი ან აჩქარებული გულისცემა)
• გულმავიწყობა, კონცენტრაციის გაძნელება
ჩვენება:
ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა:
· მომატებული ნერვული აგზნებადობა, სტრესი, ძილის დარღვევა, დეპრესია
· ფიზიკური და გონებრივი დატვირთვით გამოწვეული მდგომარეობა
· ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
· კუნთების ტკივილი და სპაზმი (კრამპი)
· პრემენსტრუალური სიდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
· არითმია, არტერიული ჰიპერტენზია
· შაქრიანი დიაბეტი
· შაკიკი, ასთენია
· ორსულთა ტოქსიკოზი
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა: დღიური დოზა 1 კაფსულა (0,7 გ) შეიცავს:
შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV* |
მაგნიუმი ( ციტრატი, ოქსიდი) | 150 მგ | 40 |
სუპეროქსიდის დისმუტაზა (მიღებული ნესვის წვენის კონცენტრატიდან) | 140 მკგ** |
· *NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
· ** IU = საერთაშორისო ერთეულები
დამატებითი ინგრედიენტები: ნესვის წვენის კონცენტრატი (1,3%), მაგნიუმის ციტრატი, მაგნიუმის ოქსიდი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, პალმის ზეთი.
ორთომოლ® მაგნიუმ პლიუსის მიღების წესი:
მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად დილით და საღამოს. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
გაფრთხილება:
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· პროფილაქტიკის დროს მაგნიუმის დანამატის მაქსიმალური დღიური ოდენობა 250 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს
· მაგნიუმის დანამატების მიღება არ შეიძლება ფოსფატებთან, რკინის ნაერთებთან, კალციუმის დიდ დოზებთან, ფთორქინოლონების და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account