ტოტალაქსი სიროფი 100მლ
ტოტალაქსი
პერორალური ხსნარი / 100 მლ
ჩვენებები
ლაქტულოზას, ინულინის და ფრუქტო-ოლიგოსაქარიდების შემცველი კვებითი დანამატი. ფრუქტოლიგოსაქარიდები და ინულინი ხელს უწყობს ნაწლავების ბაქტერიული ფლორის ბალანსს.
შემადგენლობა
15 მლ ხსნარი შეიცავს
ლაქტულოზა - 8,00 გ
ფრუქტო-ოლიგოსაქარიდები - 3,00 გ
ინულინი - 0,50 გ
თვისებები
ლაქტულოზა არის დისაქარიდი რომელიც ხელს უშლის ჰიდროლიზს ადამიანის საჭმლის მომნელებელი ფერმეტებით და ამიტომ არ შეიწოვება წვრილ ნაწლავში.
ლაქტულოზა ეფექტურია ქრონიკული შეკრულობის სამკურნალოდ, ის ხელს უწყობს ფიზიოლოგიურ პერისტალტიკას, ფეკალიების დარბილებას და ტკივილის შემცირებას.
მისი ეფექტურობა განპირობებულია მისი ფერმენტაციით კოლინჯში კონკრეტული ბაქტერიული შტამებით. ამგვარი ფერმენტაციის პროდუქტებს გააჩნია ადგილობრივი ოსმოტური ეფექტები, რომელიც ზრდის ფეკალიების მოცულობას და ახდენს პერისტალტიკის სტიმულირებას. გარდა ამისა ის იწვევს თეძოს ნაწლავის შეკუმშვას და აჩქარებს მის დაცლას.
ფრუქტო-ოლიგოსაქარიდები წარმოადგენს მოკლე ჯაჭვის რიგის ოლიგოსაქარიდებს, რომელიც ხელს უშლის საჭმლის მონელებას ჯუჭში და წვრილ ნაწლავში. ამ თვისებების წყალობით, ფრუქტო-ოლიგოსაქარიდები მიჩნეულია საკვების ბოჭკოდ. ის ხელს უწყობს დეფეკაციის გახშირებას და ამცირებს შეკრულობას.
გარდა ამისა, ფრუქტო-ოლიგოსაქარიდებს აქვს მეცნიერულად დამტკიცებული ბიფიდოგენური თვისებები. ფეკალიების გამოყოფის ეფექტი განპირობებულია პერისტალტიკური მოძრაობის სტიმულირებით და ფეკალიების გაზრდილი ჰიდრატაციით.
ინულინი არის ოლიგოსაქარიდი რომლის მხოლოდ მინიმალური ნაწილი გადამუშავდება ნაწლავში. ის აჩქარებს ფეკალიების გამოყოფას წვრილი ნაწლავიდან, არბილებს ფეკალიებს და აადვილებს გამოყოფას, ზრდის დეფეკაციის სიხშირეს.
გამოყენება
მოზრდილები: 15 მლ დღეში
ბავშვები 6 თვიდან 1 წლამდე: 2.5 მლ დღეში
ბავშვები 1-დან 3 წლამდე: 5 მლ დღეში
ბავშვები 3-დან 6 წლამდე: 7.5 მლ დღეში
ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 10 მლ დღეში.
უკუჩვენებები:
აღნიშნული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გვერდითი ეფექტები ცნობილი არ არის. არ გამოიყენოთ პრეპარატი მისი ერთი ან მეტი კომპონენტის მიმართ მომეტებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გაფრთხილება
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი. შეინახეთ 3 წლის ასაკამდე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ რეკომედებულ დღიურდოზაზე მეტი. დანამატები არ წარმოადგენს მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის ან ცხოვრების ჯანსაღი წესის შემცვლელს.
არ შეიცავს გლუტენს
შენახვა
შეინახეთ გრილ ადგილას პირდაპირი სიცხის ზემოქმედებისაგან შორს.
შეფუთვა
100 მლ ბოთლში.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | 1 |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account