Solgar - სოლგარი მცენარეული კომპლექსი ქალბატონებისათვის 50 კაფსულა
მცენარეული კომპლექსი ქალბატონებისთვის
სოლგარის „მცენარეული კომპლექსი ქალბატონებისთვის“ შექმნილია ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად. ეს ფორმულა გამოიყენება პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზის პერიოდში განვითარებული ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევების სამკურნალოდ.
კომპლექსის შემადგენლობაში შედის ყველა ის ძირითადი სამკურნალო მცენარე, რომელიც გაჯერებულია ფიტოესტროგენებით.
ფიტოესტროგენები ქიმიური სტრუქტურით იდენტურია ქალის ორგანიზმში გამომუშავებული ესტრადიოლის, რაც შესაძლებლობას აძლევთ შერჩევითად იმოქმედონ სისხლძარღვთა კედლის, თავის ტვინის, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების, ძვლოვანი ქსოვილის ბეტა-რეცეპტორებზე, რითაც ახდენენ ესტროგენებისათვის დამახასიათებელი მექანიზმების პოტენცირებას და კლიმაქტერული სიმპტომების ინტენსივობის შემცირებასა და თავიდან აცილებას. მცენარეულ ესტროგენებს სინთეზურისგან განსხვავებით არ ახასიათებთ გვერდითი მოვლენები.
შემადგენლობა:
ვიტექსის (Chaste, Agnus Castus) ნაყოფის სტანდარტიზებული ექსტრაქტი - 75მგ
ანგელოზას (Dong Quai) ფესვების ექსტრაქტი - 75მგ
ანგელოზას (Dong Quai) ფესვების ფხვნილი - 50მგ
სოიოს ჩანასახის ექსტრაქტი (2% იზოფლავონოიდები) – 100მგ
ბაყაყურას (Milk Thistle) თესლის სტანდარტიზებული ექსტრაქტი (სილიმარინი 40მგ, [80%]) – 50მგ
შავი ციმიციფუგას (Black Cohosh) ფესვების ექსტრაქტი (4:1) – 100მგ
შავბალახას (Motherwort) ექსტრაქტი (5:1) – 75მგ
გლერძის (Astragalus) ფესვების ფხვნილი - 75მგ
შავი ციმიციფუგას ნაყოფის შემადგენელ აქტიურ ნივთიერებებს ფიტოესტროგენები წარმოადგენენ, რომლებიც ხასიათდებიან ორგანოსელექციური, ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით. ფიტოესტროგენები გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს პრე- და მენოპაუზის პერიოდში, ასევე ოვარიექტომიის შემდეგ. ექსტრაქტის აქტიური ინგრედიენტები უერთდებიან ჰიპოთალამუსის ესტროგენულ რეცეპტორებს და (მოქმედებს ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-საკვერცხეების სისტემაზე) ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. როდესაც მცირდება გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავება, აღარ წარმოიწმნება პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინიზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციის გაძლიერებით.
ვიტექსის ნაყოფის სტანდარტიზებული ექსტრაქტი ელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის (ლაქტოგენური) უჯრედების D2-რეცეპტორებს, არეგულირებს გონადოტროპინების და პროლაქტინის დონეს ორგანიზმში. პროლაქტინის მაღალი მაჩვენებელის შემთხვევაში -აინჰიბირებს მის გამოთავისუფლებას, ხოლო დაბალი კონცენტრაციისას - სეკრეციას უწყობს ხელს. ასევე არეგულირებს ესტროგენ-პროგესტერინულ დისბალანსს, აინჰიბირებს ლაქტაციას, ამცირებს მასტოდინიის სიმპტომების გამოვლინებას და ამცირებს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკს. ასევე ასტაბილურებს და/ან აღადგენს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, ასტიმულირებს ყვითელი სხეულის განვითარებას, ხსნის სომატურ და ფსიქიურ სიმპტომებს, რომლებიც ვლინდება მენსტრუაციის ლუთეინურ ფაზაში.
სოიოს იზოფლავონოიდებიც მცენარეულ ესტროგენებს წარმოადგენენ და შესაბაამისად ვიტექსის და შავი ციმიციფუგას მსგავსი მოქმედების მექანიზმი ახასიათებს.
ანგელოზას “ქალების ჟენშენს“ უწოდებენ, რადგან მას ხშირად იყენებენ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ქალთა რეპროდუქციული დაავადებების დროს. ამ მცენარის თერაპიული აქტივობა განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ფიტოესტროგენებით, კუმარინებით და ეთერზეთებით.
ეთერზეთები (პინენი, სიმენი, კამფენი, მირცენი, ლიგუსტილიდი და სხვ.) - ფარმაკოლოგიურად აქტიური ნაერთებია, რომლებიც განაპირობებენ ანთების საწინააღმდეგო და ვაზოდილატაციურ მოქმედებას.
კუმარინები - ამცირებენ სისხლის სიბლანტეს, აუმჯობესებენს სისხლის მიმოქცევას და მიკროცირკულაციას ქსოვილებში, ახასიათებს სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება მენსტრუაციის დროს.
მცენარის შემადგენლობაში შემავალ ფერულის მჟავას ახასიათებს ანტიმიკრობული და ანტითრომბული მოქმედება. პოლისაქარიდები აძლიერებენ კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავ ბარიერულ ფუნქციას, აფერხებენ წყლულოვანი დაავადებების განვითარებას და იცავენ ღვიძლს სიმსივნური პროცესებისგან.
ბაყაყურას ექსტრაქტის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტიური ინგრედიენტი სილიმარინი ხასიათდება დეტოკსიკაციური, რეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო და ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით. სილიმარინს გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს ღვიძლის უჯრედების მემბრანებს თავისუფალი რადიკალების და ზეჟანგური ნაერთების მავნე ზემოქმედებისგან. მათ გარდაქმის ნაკლებ ტოქსიურ ნაერთებად.
ბაყაყურას ექსტრაქტი აძლიერებს ნაღვლის წარმოქმნის და გამოყოფის პროცესს და არეგულირებს საჭმლის მონელებასა და ლიპიდურ-ქოლესტერინულ ცვლასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც ხშირ შემთხვევაში აღინიშნება კლიმაქტერულ პერიოდში.
გლერძის უნიკალური სამკურნალო თვისებები განპირობებულია სელენის ბიოლოგიურად აქტიური ფორმების მაღალი შემცველობით. გლერძს ახასიათებს ადაპტოგენური მოქმედება. ეხხმარება ორგანიზმს როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი და ემოციური სტრესის დაძლევაში. ასევე ახასიათებს ვაზოდილატაციური, იმუნომოდულატორული, მატონიზირებელი და მსუბუქი შარდმდენი მოქმედება.
შავბალახას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, მინერალურ მარილებს და ა.შ. მას ახასიათებს სედატიური მოქმედება და ხსნის კლიმაქსის დროს გამოხატულ ფსიქიურ სიმპტომებს. ასევე გამოირჩევა ჰიპოტენზიური მოქმედებით და ახდენს გულის რითმის ნორმალიზებას.
ჩვენება:
- ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზის პერიოდში:
- სიმხურველის შეგრძნება (წამოხურება)
- გაძლიერებული ოფლიანობა
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი
- დეპრესია
- მომატებული გაღიზიანებადობა
- ხასიათის ლაბილობა
- ძილის დარღვევა
- გულის რითმის დარღვევა
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები
- ყვითელი სხეულის უკმარისობა
- უნაყოფობა
- სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები (მასტოდინია, მასტოპათია)
- ცისტიტი და სხვა უროგენიტალური ინფექციები
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მოშლილობები (მეტეორიზმი, გასტრიტი, დუოდენიტი, კოლიტი)
- ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატურალური ბეტა-კაროტინი და L-ასკორბინის მჟავა.
არ შეიცევს: წებოვანა, სახამებელი, საფუარი, შაქარი, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებს და საღებავს.
დოზირება: მიიღება 1 მცენარეული კაფსულა 3-ჯერ დღეში სასურველია საკვების მიღების დროს.
ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე არ არის რეკომენდებული გამოყენება. ასევე არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია რომელიმე მცენარეულ კომპონენტზე. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენოთ თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 50 მცენარეული კაფსულა
მწარმოებელი: სოლგარი აშშ
რაოდენობა | 50 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account