გულის ელექსირი ფორტე ხსნარი 50მლ

განსაკუთრებული ფასი 15,71 GEL რეგულარული ფასი 22,03 GEL
ამოიწურა
SKU
84620_3303

ჩვენება:გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმია.

გულის ელექსირი ფორტე

ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება

შემადგენლობა: მლ/100მლ

აქტიური სუბსტანცია:

არნიკას (Arnica montana) ნაყენი  D12 10 მლ

ბაყაყურას (Carduus marianus) ნაყენი D6  20 მლ

კატაბალახას (Valeriana officianalis) ნაყენი D6 10 მლ

კუნელის (Crataegus oxyacantha) ნაყენი D3 20 მლ

არააქტიური სუბსტანცია:

ეთილის სპირტი 43%  საჭირო რაოდენობით 100მლ-მდე.

აღწერილობა: დამახასიათებელი სუნის მქონე, უფერო ან მოყვითალო ფერის სითხე.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  კომპლექსური ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიარითმიული, კარდიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და სედაციური მოქმედება. არეგულირებს არტერიულ წნევას.

ჩვენებები

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.

- გულის იშემიური დაავადება;

- დაძაბვის სტენოკარდია;

- ინფარქტის შემდგომი კარდიოსკლეროზი;

- გულის ქრონიკული უკმარისობა;

- არითმია;

- ქოშინი მცირედი დაძაბვისას;

- გულის კუნთის მოდუნება, ე.წ.“დაღლილი გული“;

- არტერიული ჰიპერტენზია;

- გამოიყენება მოზარდებში გარდატეხის ასაკში.

მიღების წესი და დოზირება

გულის ელიქსირი ფორტე მიიღება პერორარულად.

ქრონიკული პროცესის დროს: 5-7 წვეთი 3-ჯერ დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

მწვავე შემთხვევებში: 5 წვეთი ყოველ 15-20 წთ-ში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3 სთ-ში.

საპროფილაქტიკო მიზნით: 5 წვეთი 2-ჯერ დღეში. წვეთები უნდა  გაიხსნას 1 ჩაის კოვზ წყალში. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე 20-30წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1-სთ-ის შემდეგ.

მიღების წინ  შეანჯღრიეთ.

უკუჩვენება:არ არის გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენები

არ არის გამოვლენილი. გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებსა და მეძუძურებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:შეზღუდვები არ გააჩნია.

ჭარბი დოზირება:ჰიპერდოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე გავლენა:არ ახდენს გავლენას.

განსაკუთრებული მითითება

ვინაიდან გულის ელექსირი ფორტე შეიცავს მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, შენახვის პროცესში შეიძლება წარმოიქმნას უმნიშვნელო სიმღვრივე სუნისა და გემოს შესუსტებით, რომელიც მის  ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა

50 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:3 წელი

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy