Pure - ფიური თუთია 30 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 65,87 GEL რეგულარული ფასი 72,38 GEL
მარაგშია
SKU
89009_3326

ჩვენება: ორგანიზმში თუთიის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

ფიური®თუთია (პიკოლინატი) 30 მგ

თუთია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. ის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედშია. მისი უმეტესი ნაწილი (60%) გვხვდება ძვლოვან ქსოვილსა და კუნთებში, ხოლო მცირე ნაწილი (დაახლოებით 40%)  კანის, ღვიძლის, ბადურას და წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში.

თუთიის პიკოლინატი არის თუთიის ხელატური ფორმა, რაც ნიშნავს, რომ იგი უკავშირდება ლიპოფილური ბუნების პიკოლინის მჟავას, რითაც აუმჯობესებს თუთიის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გვერდითი ეფექტების გარეშე. მას ადვილად და სრულად ითვისებს ორგანიზმი, თუთიის სხვა ფორმებისგან განსხვავებით ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით.

ფიური®თუთიის პიკოლინატი:

·        აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას. თუთიის რეგულარული მიღება ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში

·        თუთიის პიკოლინატი ასტიმულირებს ტვინის აქტივობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, გონებრივ შესაძლებლობებს

·        აუმჯობესებს მხედველობას, ახდენს მაკულარული დეგენერაციის განვითარების პრევენციას, თუთია აჩქარებს A ვიტამინის შეწოვას და ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხედველობის ფუნქციის განვითარებაში

·        არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, მონაწილეობს ინსულინის სინთეზში, რითაც ხელს უწყობს პანკრეასის ნორმალურ ფუნქციონირებას  

·        არეგულირებს ცხიმოვან ჯირკვლებში ცხიმის სეკრეციას და ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ

·        კოლაგენის სინთეზის გზით ამცირებს ნაადრევ წვრილ ნაოჭებს და ზრდის კანის ელასტიურობას 

·        უზრუნველყოფს თმა, კანი, ფრჩხილის და ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის უჯრედების ჰიდრატაციასა და რეგენერაციაში, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. თუთიის დეფიციტის დროს ვლინდება თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სტრუქტურის მოშლა და ჭრილობის შეხორცების გართულება (1-2)

·        ხელს უწყობს ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას (4)

·        ახდენს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას (პროსტატი, ძუძუს კიბო) 

·        აძლიერებს იმუნურ სისტემას - ნეიტროფილების და T- ლიმფოციტების ნორმალური ფუნქციონირებით

·        ძლიერი ანტიოქსიდანტია, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (3)

·        გავლენას ახდენს სტეროიდული და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, ნუკლეინის მჟავების, სისხლის წითელი უჯრედების სინთეზსა და ფუნქციონირებაზე

·        მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში

·        არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს

·        ასტიმულირებს ნერვული იმპულსების გადაცემას და გავლენას ახდენს სწავლისა და მეხსიერების პროცესებზე

·        ამცირებს მძიმე მეტალების ტოქსიურ ეფექტს

·        მონაწილეობს სისხლის შედედებაში

·        აუცილებელი მინერალია კუნთების და ძვლებისთვის

·        ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ ზრდა-განვითარებას (5)

 კვლევის მიხედვით გამოყოფენ თუთიის კიდევ 3 უმნიშვნელოვანესს ეფექტს:

 ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია

· კვლევის მიხედვით თუთიის იონები ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. დადგენილია, რომ ამ მინერალის დონე მნიშვნელოვნად მცირდება პროსტატის, საკვერცხის და სხვა ონკოლოგიური პათოლოგიების დროს.

·  თუთია არის სუპეროქსიდ დისმუტაზის ნაწილი, მონაწილეობს ლიპიდური პეროქსიდაციის რეგულირებაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ეფექტურობას ძუძუს კიბოს დროს. კვლევებმა აჩვენა, რომ 10 წლის განმავლობაში პრემენოპაუზის პერიოდში თუთიის დანამატების პრევენციული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

 ჰორმონალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნება ქალებში:

·        ხელს უშლის მენსტრუალური დისფუნქციის განვითარებას

·        ახდენს ადრეული მენოპაუზის პრევენციას

·        ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების სინთეზს

·        ზრდის ლიბიდოს

·        არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს

·        ამცირებს პრემენსტრუალური სინდრომის გამოვლინებას (თავის ტკივილი, დეპრესია, გაღიზიანებადობა)

 ჰორმონალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნება კაცებში:

·        არეგულირებს ტესტოსტერონის და დიჰიდროტესტოსტერონის კონცენტრაციას მალუთეინიზირებელი ჰორმონის მომატებით

·        ხელს უშლის ტესტოსტერონის გარდაქმნას ესტროგენად

·        პასუხისმგებელია სპერმატოგენეზის დროს გენების შენარჩუნებაზე

·        ძლიერი ანტიოქსიდანტია რომელიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს

·        ხელს უწყობს სპერმის მომწიფებას და აუმჯობესებს მის ხარისხს

·        ამცირებს პროსტატიტის განვითარების რისკს

·        ამცირებს სისხლში ანდროგენების დონეს, რაც განაპირობებს სიმსივნური უჯრედების განადგურებას

·        აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას

თუთიის დეფიციტი:

ბავშვებში ვლინდება ზრდაში ჩამორჩენით და სქესობრივი მომწიფების შეფერხებით,

ახალგაზრდა ქალებში თუთიის ქრონიკულმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ტკივილის გაძლიერება PMS-ის დროს და პრობლემები დაკავშირებული ჩასახვასთან და ორსულობასთან, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, გამონაყარი კანზე და ა.შ

მამაკაცებში თუთიის დეფიციტი იწვევს ნაადრევ სექსუალურ დისფუნქციას, სპერმის ხარისხის გაუარესებას, ტესტოსტერონის გამომუშავების დაქვეითებას.

ხანდაზმულებში თავბრუსხვევა,  სმენის პროგრესირებადი დაქვეითება და ტინიტუსი (მუდმივი შუილი ყურებში), ასევე თუთიის დეფიციტმა შეიძლება ხელი შეუწყოს ათეროსკლეროზის პროგრესირებას. 

ჩვენება:

ორგანიზმში თუთიის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

·        დერმატოლოგია: თმის ცვენა (დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია), ატოპიური დერმატიტი, ეკროდერმატიტი, ფსორიაზი, გამონაყარი კანზე, აკნე, ფსორიაზი, ჰერპესი, სებორეა, ფრჩხილების დისტროფია, ლეიკონიქია, თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება

·        რეპროდუქციული სისტემის დაავადებები: ქალსა და მამაკაცებში ფერტილობის დარღვევა (პროსტატის ადენომა, პროსტატიტი, იმპოტენცია, უნაყოფობა, სპერმატოგენეზის დარღვევა)

·        საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დაავადებები: (ოსტეოპოროზი, ართრიტი, ოასტეართროზი, მოტეხილობები)

·        ოფთალმოლოგია: მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე, კატარაქტა

·        ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობა, ჭრილობის შეხორცების დაჩქარება, ზრდაში ჩამორჩენა ბავშვებში, ოსტეოპოროზი.

·        გასტრო-ენტეროლოგია: მალაბსორბციის სინდრომი, მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი, უილსონის დაავადება.

·        იმუნოლოგია: იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, მორეციდივე ვირუსული ინფექციები, ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით

·        რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი

·        სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა

·        აქტიური სპორტული და ფიზიკური დატვირთვა

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: თუთიის პიკოლინატი - 30 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილის პალმიტატი.

არ შეიცავს: ალერგენებს, გლუტენს, სოიოს, საფუარს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რძის პროდუქტებს, კვერცხს, ხორბალს, თხილეულს,ხელოვნურ საღებავებს, დამატკბობლებს, შემკვრელებს, შემავსებლებს, ტრანს ცხიმებს, ჰიდროგენიზებულ ზეთებს, Mg-ის სტეარატს, კონსერვანტებს.

ფიური®თუთიის პიკოლინატის მიღების წესი:

მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან. 

გაფრთხილება:

·        არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

·        ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.

დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან.

ფიურის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Pure - ფიური

 

References:

1.       Kim J, et al. Biol Trace Elem Res. 2014 Feb;157(2):101-6.

2.       Huskisson E, et al. J Int Med Res. 2007 MayJun;35(3):277-89. Review

3.       Meksawan K, et al. . Anticancer Res. 2014 Jan;34(1):295-9.

4.       Sadighi A, et al . Saudi Med J. 2008 Sep;29(9):1276-9.

5.       Sur D, et. al. Pediatrics. 2003 Dec;112(6 Pt 1):1327-32.

 

მეტი ინფორაცია
Units1
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy