Heliolax - ჰელიოლაქსი სიროფი 150მლ
ჩვენებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის ყაბზობის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ნაწლავის დისბაქტერიოზი, ბუასილი,სწორი ნაწლავის ნახეთქები.
ჰელიოლაქსი
გამოშვების ფორმა: სიროფი შავი მოცხარის არომატით 150 მლ.
შემადგენლობა:
5 მლ სიროფი შეიცავს:
ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS*)-400.5 მგ
ქლიავის წვენი-272.5მგ
ჰიბისკუსის ყვავილები (Hibiscussabდარიფფა)- 82მგ
მაგნიუმის ციტრატი -47 მგ
რევანდის ფესვი (Rheumpalmatum)-16.5მგ
ტყის ბალბას ყვავილები (Malvasilvestris)-11 მგ
დამხმარე ნივთიერებები: წყალი,გლიცერინი,შავი მოცხარის არომატიზატორი,კალიუმის სორბატი,ნატრიუმის ბენზოატი,ლიმონმჟავა.
*FOS - პრებიოტიკები რომლებიც უზრუნველყოფენ ნორმალურინაწლავური მიკროფლორის აღდგენას.
ფიზიოლოგიური მოქმედება:
საფაღარათო საშუალება, არეგულირებს ნაწლავის ნორმალურ დაცლას.
შემადგენელი მცენარეული კომპონენტების მეშვეობით ჰელიოლაქსი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას, აუმჯობესებს დეფეკაციის პროცესს.
FOS - ფრუქტოოლიგოსაქარიდები წარმოადგენს ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის საკვებ ნიადაგს, ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების სწრაფ კოლონიზაციას. ბიფიდობაქტერიები ავიწროებენ პათოლოგიურ ბაქტერიებს,რის შედეგადაც აღმოიფხვრება დისბაქტერიოზის სიმპტომები.
ქლიავის წვენი შეიცავს ფრუქტოზას, გლუკოზას, ვიტამინებს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, სპილენძს, თუთიას, პექტინებს, აზოტოვან და მთრთვილავ ნივთიერებებს, ვაშლის, ლიმონის ორგანულ მჟავებს. ქლიავის წვენი აძლიერებს მადას, ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას, ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ-სეკრეტორული ფუნქციის ნორმალიზებას, გააჩნია მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.
ჰიბისკუსის ყვავილები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, ჰიბისკუსის), პოლისაქარიდებს, ანთოციანებს, ფლავონოიდებს, მაკრო- და მიკროელემენტებს. აუმჯობესებს მადას, გააჩნია რბილი საფაღარათო, სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი, ანტიმიკრობული და ანტიჰელმინთური მოქმედება. ჰიბისკუსის ყვავილებში არსებული ფლავონოიდები ასუფთავებენ ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი დაშლის პროდუქტებისგან, ტოქსინებისაგან. ანთოციანები ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და არეგულირებს სისხლის წნევას. ასკორბინის მჟავას მაღალი შემცველობის გამო აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას ვირუსული და ინფექციური დაავადებებისადმი.
მაგნიუმის ციტრატი ორგანიზმისთვის აუცილებელი უჯრედშიდა ელემენტის - მაგნიუმის - მნიშვნელოვანი წყაროა. მაგნიუმის ციტრატი, როგორც საფაღარათო საშუალება ეფექტურად გამოიყენება ნაწლავების დასაცლელად. შიგნით მიღებისას მაგნიუმის ციტრატი ნაწლავის სანათურში აკავებს დიდი რაოდენობით წყალს, ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას, რითაც ასტიმულირებს ნაწლავის ფუნქციას: ზრდის ნაწლავის მოტორულ აქტივობას, აჩქარებს ევაკუაციას. ასევე მაგნიუმის ციტრატს გაჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი: ნაღვლმდენი, ანალგეზიური, დამამშვიდებელი, საძილე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანტიარითმიული, ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო და სხვ. მაგნიუმზე დამოკიდებულია 300-მდე ფერმენტი. შესაბამისად მაგნიუმის დეფიციტი მნიშვნელოვანი ფაქტორია გარკვეული დაავადებების პათოგენეზისთვის.
რევანდის ფესვი შეიცავს გლიკოზიდებს: ტანოგლიკოზიდებს და ანტრაგლიკოზიდებს, ქრიზოფანის მჟავას, პექტინებს, ასკორუტინის მჟავას და სხვ. ავლენს საფაღარათო მოქმედებას ნაწლავის ატონიის, სპასტიური ყაბზობის, ბავშვთა და ორსულთა ყაბზობის, ბუასილის, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროსაუმჯობესებს დეფეკაციას.
მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ანტრაქინონებით, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე გავრცელებულ საფაღარათო საშუალებას. ანტრაქინონები აღიზიანებენ მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, პირდაპირ ასტიმულირებენ ლორწქვეშა (მეზენტერიალურ) ნერვულ წნულს და გლუვ მუსკულატურას, აძლიერებენ პერისტალტიკას და ზრდიან სითხის მოცულობას ნაწლავში, გააჩნიათ ანტიაბსორბციული მოქმედება, შედეგად აფერხებენ ფეკალური მასების გამაგრებას.
ტყის ბალბას ყვავილები დიდი რაოდენობით შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს, შაქარს, კაროტინს, C ვიტამინს და სხვ. გააჩნია საფაღარათო, შემომგარსველი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები:
სხვადასხვა ეტიოლოგიის ყაბზობის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ნაწლავის დისბაქტერიოზი
ბუასილი,სწორი ნაწლავის ნახეთქები
დოზირება და მიღების წესი:
შეანჯღრიეთ ფლაკონი გამოყენების წინ.ჰელიოლაქსი მიიღება კვების შემდეგ:
ბავშვებში 0-დან 2-წლამდე: ½ ჩაის კოვზი (2,5 მლ) 1-3-ჯერ დღეში
3-დან 12-წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 1-3-ჯერ დღეში
ბავშვებში 12 წლიდან და მოზრდილებში: 1 ჩაის კოვზი(5 მლ) 1-4-ჯერ დღეში
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტებისადმი.
შენახვის ვადა და პირობები:
ინახებამშრალ,გრილ,ბნელ,ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.ვარგისია დამზადების თარიღიდან 36 თვის განმავლობაში.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account