Tussirol - ტუსიროლი სიროფი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 22,56 GEL რეგულარული ფასი 31,33 GEL
მარაგშია
SKU
84330_2060

ჩვენება:ხველა, ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება

შემადგენლობა

ისლანდიური ხავსის (Cetraria islandica (L.) Ach.) თალუსის  ტიტრირებული მშრალი ექსტრაქტი 30% პოლისაქარიდებზე.

ბეგქონდარას  (Thymus vulgaris L.) წვეროების ტიტრირებული მშრალი ექსტრაქტი 0.5% ეთერზეთებზე.

სუროს (Hedera  helix L.) ფოთლების ტიტრირებული მშრალი ექსტრაქტი 10% ჰედერაკოზიდ C-ზე.

პროპოლისის (Propolis) ტიტრირებული მშრალი ექსტრაქტი 12% გალანდინზე.

ლანცეტისებური მრავალძარღვას (Plantago lanceolata L.) ფოთლების ტიტრირებული მშრალი ექსტრაქტი 1% ვერბასკოზიდსა და 5% საერთო ფენოლებზე.

იაპონური მატიტელას (Polygonum cuspidatum Siebold & Zucc.) ფესვების ტიტრირებული მშრალი ექსტრაქტი 98% რესვერატროლზე.

მოქმედება

ტუსიროლის ორალური ხსნარი წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც შეიცავს პროპოლისს და მცენარეულ ექსტრაქტებს. მის შემადგენლობაში არსებული ისლანდიური ხავსის, ბეგქონდარას, სუროს და მრავალძარღვას ექსტრაქტები ათხიერებს ბრონქულ სეკრეტს. მრავალძარღვას და ისლანდიური ხავსის ექსტრაქტები ავლენს შემომგარსველ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ხახის ლორწოვან გარსზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ისლანდიური ხავსი – უზრუნველყოფს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დატენიანებას, იცავს მას გაღიზიანებისგან,  ამცირებს ანთებას, ახდენს ხველის კუპირებას.

ბეგქონდარა  –  მის შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდები და ტრიტერპენები ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას ბრონქების გლუვ მუსკულატურაზე. ბეგქონდარა მდიდარია ანტიმიკრობული მოქმედების ეთერზეთებით.

სურო – სხვადასხვა კვლევების მიხედვით ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების სიმპტომებს;  German Commission E-ს მიერ დამოწმებულია ლორწოს ჰიპერსეკრეციით მიმდინარე სასუნთქი გზების ანთებისა და ბრონქების ქრონიკული ანთების სიმპტომური მკურნალობისთვის.

პროპოლისი – ბუნებრივი წარმოშობის ანტიბაქტერიული და ანტივირუსული აგენტია ყველა ტიპის რესპირაციული ინფექციისთვის.

მრავალძარღვა – მის  ექტრაქტს  ახასიათებს მუკოაქტიური მოქმედება. ევროპაში ტრადიციულად გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, მათ შორის ყივანახველას, ბრონქიტის და ბრონქული ასთმის დროს. ასევე აღწერილია მისი ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური თვისებები.

რესვერატროლი – კარგად ნაცნობ ანტიოქსიდაციურ მოქმედებასთან ერთად ავლენს ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციურ ეფექტებს; აინჰიბირებს ლიმფოციტების პროლიფერაციას, ციტოკინების პროდუქციას და ციკლოოქსიგენაზურ აქტივობას. შედეგად ახდენს პროსტაგლანდინების სინთეზის დაქვეითებას.

გამოყენება

1-დან 3 წლამდე: 2,5მლ დღეში 2-ჯერ.

3-დან 6 წლამდე: 5მლ დღეში 2-ჯერ.

6-დან 12 წლამდე: 7,5მლ დღეში 2-ჯერ.

მოზრდილები: 10მლ დღეში 2-ჯერ.

გამოყენების წინ საჭიროა შენჯღრევა.

უკუჩვენება

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. პროდუქტი არ გამოიყენება მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება. საკვები დანამატები არ წარმოადგენს მრავალფეროვანი, დაბალანსებული კვების რაციონის  და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლების საშუალებას.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს პირდაპირი წყაროსგან მოშორებით, უმჯობესია შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვამდე.

შეფუთვა

ბოთლი 100 მლ.

არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას.

მწარმოებელი

ერბოზეტა, სან-მარინო

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy