Solgar - სოლგარი ვიტამინი D3 5000სე 60კაფსულა
ჩვენება: D ვიტამინის დეფიციტის და ოსტეომალაციის მკურნალობა-პროფილაქტიკა.
D3 ვიტამინი
(ქოლეკალციფეროლი) 5 000 სე
ბოლო დრომდე D3 ვიტამინის დეფიციტი ასოცირდებოდა მხოლოდ რაქიტისა და ოსტეოპოროზის განვითარებასთან. თუმცა, თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ სისხლში D3 ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია ქმნის ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა:
• კიბო
• დიაბეტი
• აუტოიმუნური დაავადებები
• მეტაბოლური დარღვევები
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
• ჰიპერტენზია
• იმუნიტეტის დაქვეითებით განპირობებული ინფექციები
• ზოგიერთი ნეიროფსიქიური მდგომარეობა
რატომ სოლგარის D3 ვიტამინი?
·სოლგარის მიერ სპეციალური ტექნოლოგიით მიღებული D3 ვიტამინი, შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური მინერალიზაციისთვის
·მიღებულია ღრმა, ყინულოვანი წყლების თევზის ღვიძლის ქონიდან, რაც განაპირობებს მის უმაღლეს ხარისხს და ეფექტურობას
·სოლგარის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ D3 ვიტამინის მაქსიმალურ ათვისებას
·ორგანიზმისთვის საზიანო მინარევებისაგან გასუფთავებისთვის სოლგარი იყენებს მოლეკულური დისტილიზაციის მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რაც განაპირობებს პროდუქტის უსაფრთხოებას
სოლგარის ცხიმში ხსნადი D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად. D3 ვიტამინი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეს. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის დემინერალიზაციასა და (ოსტეოპოროზი) მოტეხილობას. იგი უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. სოლგარის D3 ვიტამინის ეფექტურობა უტოლდება ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული D ვიტამინისას. ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D ვიტამინად გარდაქმნის უნარს, ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება.
ჩვენება:
· D ვიტამინის დეფიციტის და ოსტეომალაციის მკურნალობა-პროფილაქტიკა
· ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში
· ჰიპოკალცემიური ტეტანია
· ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი)
· მენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა)
· ხანდაზმული ასაკი
· ათლეტები და სპორტსმენები
შემადგენლობა: D3 ვიტამინი 5000 სე (ქოლეკალციფეროლი)(დღიური დოზის 625%)
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, მარილს, საფუარს, დამატკბობლებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს.
დოზირება: მიიღება 1 მცენარეული კაფსულა დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 60 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account