Solgar - სოლგარი L-კარნიტინი 500მგ 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 67,33 GEL რეგულარული ფასი 78,75 GEL
მარაგშია
SKU
47690_2153
L-კარნიტინის გამოყენება: გაცხიმოვნება; გულის, ღვიძლის და თირკმელების მუშაობაში გადახრა ნორმიდან; ზრდის შეფერხება ბავშვებში; უმადობა....

                                                   სოლგარი

 

                                                       L -კარნიტინი

 

 L-კარნიტინს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ორგანიზმის ლიპიდური ცვლის ნორმალიზებაში და ჭარბწონიანობასთან ბრძოლაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად L-კარნიტინი არ წარმოადგენს ცხიმისმწველს და ის უშუალოდ ამ პროცესში არ მონაწილეობს. ცხიმის წვა ხდება კუნთოვანი უჯრედების მიტოქონდრიებში გარკვეული ფიზიკური დატვირთვების შესრულების დროს. L-კარნიტინის საშუალებით კი ხდება ცხიმოვანი მჟავების მოლეკულების ტრანსპორტირება მიტოქონდრიებამდე, სადაც  ხდება  მათი წვა და ენერგიის გამოთავისუფლება.

L-კარნიტინი სინთეზირდება ღვიძლში და თირკმელებში, საიდანაც ხდება მისი ტრანსპორტირება სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. L-კარნიტინის სინთეზი მიმდინარეობს С, В3, В6, В9, В12, რკინის, ლიზინის, მეთიონინის და ზოგიერთი ენზიმების მონაწილეობით.

რატომ  სოლგარის L-კარნიტინი ?

სოლგარის L-კარნიტინი -500მგ,  დიპეპტიდია, რომელიც შედგება  ესენციური ამინომჟავების  L- მეთიონინისა  და  L- ლიზინისაგან. იგი წარმოადგენს  L- კარნიტინის თავისუფალ ფორმას, რომელიც გამოირჩევა  სრული აბსორბციით და ასიმილაციით. სოლგარის L-კარნიტინის სპეციალური ფორმულა განსაზღვრავს მის გამორჩეულ თვისებებს:

  • ცხიმს გარდაქმნის ორგანიზმისთვის სასარგებლო ენერგიად
  • წვავს ცხიმებს ფიზიკური აქტივობის გარეშეც;
  • ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ამაღლებს ნერვული უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას;
  • უნარი აქვს ადვილად და ეფექტურად გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი;
  • ასტიმულირებს ნეირომედიატორის, აცეტილქოლინის გამომუშავებას, რაც განაპირობებს მეხსიერების, კონცენტრაციის, აღქმის უნარის და აზროვნების გაუმჯობესებას, აფერხებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას და განაპირობებს თავის ტვინის ფუნქციათა ოპტიმიზირებას;
  • ანტიოქსიდანტური ზემოქმედებით ხელს უწყობს უჯრედული მემბრანის სტაბილიზაციას და აძლიერებს თავის ტვინის უჯრედებში ენერგიის წარმოქმნას;
  • აჩქარებს აღდგენით პროცესებს;
  • მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • აქტიურად მონაწილეობს წონის კორექციაში;

 L-კარნიტინის   გამოყენება:

  • გაცხიმოვნება;
  • გულის, ღვიძლის და თირკმელების მუშაობაში გადახრა ნორმიდან;
  • ზრდის შეფერხება ბავშვებში;
  • უმადობა;
  • ვეგეტარიანელობა;
  • ათეროსკლეროზი;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • სპორტი და სამოყვარულო ფიზიკური აქტივობა;

 

შემადგენლობა: L-კარნიტინი 500მგ

დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული სტეარინის მჟავა, კალციუმის  ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, სილიკოგელი, მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.

არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს

დოზირება:  1 ტაბლეტი  2-ჯერ დღეში კვებებს შორის.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.

გამოშვების ფორმა: 60 ტაბლეტი

მწარმოებელი: სოლგარი აშშ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy