ასტაზანდრა 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 63,14 GEL რეგულარული ფასი 87,69 GEL
მარაგშია
SKU
53531_2427

ჩვენება:ანტიოქსიდანტი, პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტები.  

ასტაზანდრა კაფსულა N30

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიოქსიდანტი, პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტები.  

საკვები დანამატი. არ არის მედიკამენტი.

მიღებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანოთ ინსტრუქციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შემადგენლობა:

ასტაქსანტინი-4 მგ, 

ვიტამინი C-66 მკგ, 

ვიტამინი E-15 მკგ

ასტაზანდრა ანტიოქსიდანტების კომპლექსია, რომლის შემადგენლობაში შედის ასტაქსანტინი, ვიტამინი E და ვიტამინი C.

ასტაქსანტინი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, ზრდის პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მოქმედების მიმართ; აქვს სასარგებლო გავლენა პანკრეასის ინსულინის გამომუშავების უნარზე, ამცირებს დიაბეტის გართულებების რისკს - ნეფროპათია, კატარაქტა, რეტინოპათია და გულის დაავადებების განვითარება;

ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებას.

ჩვენებები: 

ოფთალმოლოგია: ასაკობრივი მაკულოპათია, კომპიუტერული ხედვის სინდრომი, დაღლილი თვალი, ცილიარული კუნთის ანთება.

მეტაბოლური სინდრომი: სიმსუქნე, ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობა.

დერმატოლოგია: ატოპიური და კონტაქტური დერმატიტი, აკნე.

ფერტილობა: მამაკაცის უშვილობა, სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაცია, ოქსიდაციური სტრესი, ოლიგო-ასთენოტერატოზოოსპერმია, იდიოპათიური უშვილობა, სპერმის ხარისხის გაუმჯობესება ინსემინაციისა და ხელოვნური განაყოფიერებებისათვის მზადების პერიოდში.

კარდიოლოგია: კარდიოპროტექტორი

ნევროლოგია: ნეიროპროტექტორი

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს. 

მიღების ხანგრძლივობა 1-2 თვე,

ხანგრძლივი მოხმარების პერიოდი და განმეორებითი მიღება ექიმთან შეთანხმებით.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.

სიფრთხილის ზომები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები: 

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა:  646 მგ კაფსულა N 30.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy