Venolast - ვენოლასტი გელი 100მლ
ჩვენება: ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ვენური უკმარისობა, თრომბოფლებიტი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანგიოპროტექტორული, ფლებოტროპული, ანტიოქსიდანიტური საშუალება.
შემადგენლობა:
მიმოზა - 6%
გინკო ბილობა - 5%
წითელი ყურძენი - 5%
მენთოლი - 4,3%
ნესვის ხის ნაყოფი (პაპაია) – 4%
აზიური ცენტელა - 4%
კიპარისი - 3%
წითელი მოცვი - 0.3%
რუტინი - 2%
დიოსმინი - 0,1%
ჰესპერიდინი 0,1%
დიოსმინი: დიოსმინს ახასიათებს ვენების მატონიზირებელი ეფექტი, აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს, მიკროცირკულაციას, აღადგენს ქსოვილების ტროფიკას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჰესპერიდინი: წარმოადგენს ციტრუსებისაგან მიღებულ ფლავანოიდს, რომელიც ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო დაანტიკანცეროგენული აფექტით. ჰესპერიდინი ხელს უწყობს ვენური სტაზის შემცირებას, ამცირებს ვენების დაჭიმულობასა და სპაზმს, აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს.
მიმოზა: გააჩნია ანტისეპტიური, რეგენერაციის მასტიმულირებელი, სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ ჭრილობების, წყლულებისა და ნახეთქების შეხორცებას, ხელს უწყობენ კანის ნორმალურ ფუნქციონირებას და აფერხებენ კანის დაბერების პროცესს.
გინკო ბილობა: ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებით. მატებს ელასტიურობას სისხლძარღვის კედლებს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს ანთებით გამოწვეულ სიწითლესა და შეშუპებას.
წითელი ყურძენი: მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ასევე შეიცავს ტანინსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებსაც გააჩნიათ ანგიოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი და ანტიკანცეროგენული ეფექტი. აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.
მენთოლი: მოქმედებს კანის უჯრედებზე როგორც მატონიზირებელი, ქავილისა და გამონაყრის საწინააღმდეგო საშუალება. აქვს ანტიმიკრობული მოქმედება.
ნესვის ხის ნაყოფი (პაპაია): შეიცავს ნივთიერება პაპაინს, რომელიც წარმოადგენს ანტიკოაგულანტს და გამოიყენება თრომბოზების სამკურნალოდ. ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.
აზიური ცენტელა: მასში შემავალი ფლავანოიდები და ეთერზეთები ხასიათდებიან ვენოპროტექტორული ეფექტით. ცენტელას შემადგენლობაში შემავალი ნაერთები ამცირებენ შეშუპებას, არეგულირებენ სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობენ რეგენერაციას და აუმჯობესებენ ქსოვილების ტროფიკას.
კიპარისი: ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური და მატონიზირებელი თვისებებით. კიპარისის ზეთი გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ჰემოროის, პოდაგრის, ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.
წითელი მოცვი: წარმოადგენს ანტიმიკრობულ და იმუნომასტიმულირებელ საშუალებას. მდიდარია მიკროელემენტებითა და ვიტამინებით.
რუტინი: რუტინი (ვიტამინი P) ასკორბინის მჟავასთან ერთად ამცირებს კაპილარების მტვრევადობას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები. რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომების შემცირებას.
ჩვენებები: ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ვენური უკმარისობა, თრომბოფლებიტი, ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, ღამის კრამპები, ოპერაციის შემდგომი ვენური უკმარისობა, დიაბეტური მიკროანგიოპათია, რბილი ქსოვილების პოსტრავმატული დაზიანება ( ღრძობა, დაჭიმულობა, დაჟეჟილობა).
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად; ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები: არ დაიტანოთ პრეპარატი ღია ჭრილობაზე, სიმსივნურ წარმონაქმნებზე (ხალი, პოლიპი, პაპილომა)
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გარეგანი გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
გამოყენების წესი და დოზირება: დიტანეთ დაზიანებულ მიდამოზე დღეში 2-3 ჯერ, კარგად შეიზილეთ ისე, რომ არ მოხვდეს ლორწოვან გარსებსა და ღია ჭრილობებზე.
გამოშვების ფორმა: ვენოლასტი 100 მლ. გელი გარეგანი გამოყენებისათვის.
შენახვის პირობები:შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account