Green Ointment - მწვანე მალამო M 20გ
ჩვენება: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, შეხორცების პროცესების დამაჩქარებელი და ანტიმიკრობული მოქმედება.
გამოყენების ინსტრუქცია
პარასამკურნალო საშუალება
მწვანე მალამო
GREEN OINTMENT
სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელება: „მწვანე მალამო“
შემადგენლობა: რაოდენობა 20 გ მალამოში
აქტიური ინგრედიენტები
ქრისტესისხლას ბალახი (Herba Chelidonii) Ph. Eur 0,4 გ
მრავალძარღვას ფოთოლი
(Folia Plantagis majoris) Ph. Eur 0,4 გ
გვირილას ყვავილები (Flores Chamomilaes) Ph. Eur 0,4 გ
გულყვითელას ყვავილები (Flores Calendaluae) Ph. Eur 0,4 გ
ფარსმანდუკის ბალახი (Herba Milefolii) Ph. Eur 0,4 გ
კრაზანას ბალახი (Herba Hyperici) Ph. Eur 0,4 გ
ევკალიპტის ფოთოლი (Folia Eucalypti) Ph. Eur 0,4 გ
ზეთოვანი გამონაწვლილი (1:5,5)
დამხმარე ნივთიერებები:
ზეითუნის ზეთი(Oleum olivarum) Ph. Eur 15,2 გ
ყვითელი სანთელი (Cera Flava) Ph. Eur 2,0 გ
ზოგადი დახასიათება: მომწვანო-მოყვითალო ფერის მალამო, სუსტი სპეციფიური სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პარასამკურნალო საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, შეხორცების
პროცესების დამაჩქარებელი და ანტიმიკრობული მოქმედება.
ჩვენებები: ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი დაზიანებების ( ფურუნკული, აბსცესი, პანარიციუმი ), დამწვრობა I, II, III ა ხარისხის, ( მათ შორის ნამზეურის შედეგად განვითარებული), ბავშვთა ასაკში გამოყელვის, სხვადასხვა ეტიოლოგიის იარების, ნაწოლების, საშვილოსნოს ყელის ეროზიისადა კოლპიტის, მსხვილი ნაწლავის ანთების შედეგად გამოწვეული ბუასილის გარეგანი კვანძების სამკურნალოდ. ცხვირიდან სისხლდენის, დაფის აპკის ანთებითი დაზიანების დროს, კოღოს და სხვა მწერების ნაკბენის დროს.
მოქმედების მექანიზმი: მალამოს ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები. ამცირებს ჰიპოქსიის ხარისხს უჯრედში. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. მისი მოქმედების შედეგად ხდება კაპილარების განვლადობის და აქედან გამომდინარე, შეშუპების შემცირება, უჯრედუ-ლი იმუნიტეტის აქტივაცია, ფაგოციტოზის პროცესების გაძლიერება, T ლიმფოციტების რაოდენობის მომატება.
მალამოს ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება შემდეგი ჯგუფის მიკრობებისმიმართ:Staphilococcus epidermidi, Streptococcus pyogenes, Streptococcus fecalis, Psevdomonas aeroginosa, E coli.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი
გაფრთხილება: მალამოს გამოყენება არ შეიძლება თვალზე.
მიღების წესი და დოზირება: ჭრილობისა და დამწვრობის არეში, რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ კეთდება ნახვევი მალამოს 2 - 3 მმ სისქის ფენით დღეში ერთხელ, საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და კოლპიტის დროს გამოიყენება მალამოს საფენი 12 საათში ერთხელ ( გარდა ორსულებისა ) , დაფის აპკის ანთების დროს მალამო შეიზილება ყურის ნიჟარის ისეთ მიდამოში, რომელიც არ გამოიწვევს აპკის ტრამვულ დაზიანებას.
ჭარბი დოზირება: მალამოს ჭარბი დოზირება არ იწვევს გართულებებს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მალამოს გამოყენება დასაშვებია სხვა სამკურნალო საშუალებებთნ ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მოქმედება ორსულობისა და ლაქტაციის
პერიოდში არ არის შესწავლილი.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა -დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: მალამო უსაფრთხოა მძღოლებისა და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალისათვის.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 20 გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიეთილენის კონტეინერში
მეორეული შეფუთვა:1 კონტეინერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს „გეოპოლი“ შპს „სანი“-ს დაკვეთით
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account