Herbamed - ჰერბამედი მალამო 20გ
ბუნებრივი კომპონენტებისგან დამზადებული, გარეგანი გამოყენების, პარასამკურნალო,
ფიტოთერაპიული საშუალება
შედგენილობა:
გულყვითელას ყვავილები ----- 0.8 გ
გვირილას ყავვილები ----- 1.0 გ
სალბის ფოთლები ----- 0.8 გ
ევკალიპტის ფოთლები ----- 1.0 გ
მრავალძარღვას ფოთლები ----- 0.8 გ
ცაცხვის ყვავილები ----- 1.0 გ
ორკბილას ბალახი ----- 0.8 გ
ფარსმანდუკის ბალახი ----- 1.0 გ
მუხის ქერქი ----- 0.8გ
სანთელი ყვითელი ------ 2.0 გ
ზეითუნის ზეთი ------5.0 გ
ქაცვის ზეთი ------5.0 გ
ზოგადი დახასიათება: Gმოყვითალო, მომწვანო ელფერის, ჰომოგენური მალამო, სუსტი სპეციფიკური სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთებისსაწინააღმდეგო და რეგენერაციული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: მალამო “ჰერბამედი” წარმოადგენს კომბინირებულ პარასამკურნალო
საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. რომელთაც
ახასიათებთ ანთებისსაწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი, ანტისეპტიკური, და მარეგეგენირებელი
თვისებები. მალამო ათავისუფლებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებისგან, ხელს უწყობს ეპითელური
სხეულების რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცების პროცესს.
ჩვენება:
მალამო ”ჰერბამედი” გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში:
ქირურგიაში - ღია არაჩირქოვანი ჭრილობების მკურნალობის მიზნით, გინეკოლოგიაში - საშვილოსნოს
ყელის ეროზიის შემთხვევაში, პროქტოლოგიაში - ბუასილის (სწორი ნაწლავის მიდამოში სისხლმდენი და
არასისხლმდენი ნაპრალის არსებობის შემთხვევაში) მკურნალობის მიზნით.
მიღების წესი და დოზირება: Mმალამოს თხელი ფენა ნაზად შეიზილება ანთებით უბნებზე. M”ჰერბამედით”
მკურნალობის მაღალი ეფექტიანობის მიღწევის მიზნით კურსი გრძელდება 3-4 კვირის განმავლობაში.
ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში რეკომენდებულია 2-3 თვის შემდეგ მკურნალობის 3-4
კვირიანი კურსის განმეორება. Qქირურგიული პრობლემების შემთხვევაში მალამო დაიტანება უშუალოდ
ჭრილობაზე და იფარება საფენით;Gგინეკოლოგიური პრობლემებისას გამოიყენება ტამპონის სახით, ხოლო
პროქტოლოგიური პრობლემების დროს გამწმენდი ოყნის შემდეგ მალამო შეტანილ უნდა იქნას სწორ
ნაწლავში. Gგინეკოლოგიური და პროქტოლოგიური პროფილის პაციენტებისთვის სასურველია პრეპარატის
სანთლების სახით გამოყენება.
მიღების წესი: მალამო დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ;
ჭარბი დოზირება: მალამოს ჭარბი დოზირება არ იწვევს გართულებებს.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მალამო “ჰერბამედი”-თ მკურნალობა დასაშვებია სხვა
სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატით მკურნალობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
არ არის შესწავლილი.
გვერდითი მოვლენები: მალამო არ შეიცავს ძლიერმოქმედ, სინთეზურ და ტოქსიკურ ინგრედიენტებს, არის
უსაფრთხო და არ გააჩნია უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები, არ იწვევს ურთიერთქმედებას სხვა
სამკურნალო საშუალებებთან.
გავლენა ავტომობილის მძღოლებსა და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
Mმალამო უსაფრთხოა მძღოლებისა და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე
პერსონალისათვის.
შეფუთვა: 20გ მოცულობის პოლიეთილენის ქილა, #1 ქილა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში
გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ Aადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ მალამოს გამოყენება აკრძალულია.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III- გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების
გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “გეოპოლი” (შ.პ.ს. “ჰერბამედი”-ს დაკვეთით);
ჩარგლის ქ.73, ქ. თბილისი, საქართველო
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account