იმუნიტასი ფორტე სიროფი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 19,03 GEL რეგულარული ფასი 23,56 GEL
მარაგშია
SKU
88879_3303

ჩვენება:პოლივიტამინები, მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით,იმუნიმოდულატორული საშუალება 

იმუნიტასი ფორტე 
IMUNITASI FORTE 
შიგნით მისაღები საშუალება

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი 

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები

მუმიოს სქელი ექსტრაქტი 0.03გ
სამფერა იას სქელი ექსტრაქტი 0.03გ
სპირულინას სქელი ექსტრაქტი 0.03გ
ბაბუაწვერას ყვავილის სქელი ექსტრაქტი 0.03გ
ანწლის ნაყოფის სქელი ექსტრაქტი 0.03გ 
ჭინჭრის სქელი ექსტრაქტი 0.03გ
ქაცვის ნაყოფის სქელი ექსტრაქტი 0.03გ

დამხმარე ნივთიერებები:
64 გ შაქარი, გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100მლ სიროფის მისაღებად .

ჩვენება:

(გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს) 
პოლივიტამინები, მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით,იმუნიმოდულატორული საშუალება .იმუნიტასი ფორტე -ს მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებების თვისებებით .
ალტაის მუმიო -ალტაის მუმიოს აქვს მრავალი სამკურნალო თვისება,რაც უზრუნველყოფილია მუმიოს უნიკალური შემადგენლობით ,ალტაის მუმიო არის ბუნებრივი -ორგანული კომპლექსი რომელის შემადგენლობაში შედის 30 -მდე მაკრო და მიკრო ელემენტებს (მაგნიუმი,ალუმინი ,ნატრიუმი,სპილენძი,თუთია,სელენი კალციუმი,კალიუმი) და ქიმიურ ელემენტთა პერიუდულის სისტემის ცხრილიდან შეიცავს იშვიათ ელემენტებს კალა,სტრონციუმი,ცეზიუმი,რუბიდიუმი,ქრომი,ბარიუმი,ანტიმონი,რამოდენიმე სახის ამინომჟავას ,დიდი რაოდენობით ვიტამინებს (K,E,C) ეთერზეთებს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს.მუმიოს პრევენციული მიზნებისთვის გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმის გაძლიერებას და აღადგენს ნორმალურ სასიცოცხლო აქტივობას.     

სამფერა ია -მდიდარია გლიკოზიდებით , ეთერზეთებით , კაროტინოიდებით , საპონინებით და C ვიტამინით , ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ხველის სააწინააღმდეგო ეფექტი .
სპირულინა- მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით (B1,B2,B6,B8, B9, B12) A და E ვიტამინით მინერალებით კალციუმი , კალიუმი , მაგნიუმი, თუთია , ფოსფორი, სელენი , სპილენძი, ბეტა-კაროტინით ,რომელიც წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, სპირულინა მოქმდებს როგორც ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება,აძლიერებს იმუნურ სისტემას ,ორგანიზმს ეხმარება სეზონური ინფექციების დამარცხებაში .
ბაბუაწვერა-შეიცავს A ,B,C,E ვიტამინებს ,მინერალები თუთია , რკინა , ფოსფორი , კალციუმი , კალიუმი , ახასიათებს ტკვილგამაყუჩებელი , ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისება და ეფექტურია სეზონური გაცივების და ვირუსების დროს.

ანწლის ნაყოფი - შეიცავს C ვიტამინს, გლუკოზას, ფრუქტოზას, ამინომჟავებს, მინერალებს კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს სპილენძს, თუთიას.გააჩნია ანთების საწინააღმდეგო , ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება , ეფექტურია გაციების , გრიპის ,ანგინის და სასუნთქი გზების დაავადების დროს .
ჯინჭარი- შეიცავს A,B1,B2,B3,B5,B6,B7,E,C, K ვიტამინს ფოლიუმის მჟავას , მინერალებს ნატრუიმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, თუთიას, მანგანუმს , ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო , ანტიბაქტერიული ,ტკვილგამაყუჩებელი თვისება , ამაღლებს იმუნიტეტს ,აძლიერებს ანტისხეულების წარმოქმნას და ფაგოციტების მოქმედებას .
ქაცვის ნაყოფი -შეიცავს A, B2 , B12 ,B6 C , E და K ვიტამინებს , ომეგა 3,5,7 -ს ცხიმოვანი და ორგანული მჟავებით ანტიოქსიდანტებს და ნუტრიენტებს , გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ,ანტიმიკრობული და ტკვილგამაყუჩებელი თვისება , ზრდის სიცოცხლის უნარიანობას და იმუნიტეტს.
იმუნიტასი ფორტე -ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზების ნორმალურ ფუნქციონირებას,მას აქვს ანტიმიკრობული და ანტივირუსული ეფექტები, ასტიმულირებს ორგანიზმის არასპეციფიკურ დაცვით მექანიზმებს.ხელს უწყობს იმუნიტეტის გაზრდას სეზონური გაცივების დროს, მათ შორის ბავშვებში, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ. მას აქვს ზოგადი გამაჯანსაღებელი თვისებები. იმუნიტასი ფორტე განსაკუთრებით რეკომენდებულია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ორგანიზმის ბუნებრივი რეზისტენტობის ,შესანარჩუნებლადასევე სეზონური ვირუსების და გრიპის დროს სწრაფი გამოჯანმრთელების მიზნით , ჰიპო- და ავიტამინოზები.ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი – რეკონვალესცენციის დაჩქარების მიზნით.გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება,სიმაღლეში ზრდის შეფერხება.არარაციონალური კვება, კვების რეჟიმის შეცვლა, თმის ცვენა,მადის დაქვეითება,სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება.

უკუჩვენება:

არ გააჩნია.
უსაფრთხოების ზომები: გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
ორსულობა ლაქტაცია: გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
უპირატესობები: არ შეიცავს საღებავს და გლუტენს .

გამოყენების მეთოდები და დოზები:

პატარებში: 1- წლიდან 6 -წლამდე დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზი , 6-წლიდან -16 წლამდე დღეში 3-ჯერ 1 დესერტის კოვზი , მოზრდილებში და დიდებში დღეში 3-ჯერ 1 სუფრის კოვზი .

მიღების ხანგრძლივობა 3 კვრიდან - 6 კვირამდე .

შენახვის პირობები:

ოთახის ტემპერატურა.
ვარგისიანობა: 3წელი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

100მლ პოლიეთილენის ბოთლში , მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy