დენეფრინი ხსნარი 500მლ

განსაკუთრებული ფასი 46,66 GEL რეგულარული ფასი 64,80 GEL
მარაგშია
SKU
88936_3315

ჩვენება: საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ინფექცია.

დენეფრინი

ორალური სითხე 500 მლ

სურსათის დანამატი

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები                            10 მლ შეიცავს:

მინდვრის შვიტას ექსტრაქტი                      11.4 მგ
წითელი სპერგულარიას ექსტრაქტი           6.6 მგ
ინდური ოპუნციას ექსტრაქტი                     3.4 მგ
საყვითლოს ექსტრაქტი                                 3.4 მგ
როზმარინის ექსტრაქტი                               3.4 მგ
ქაფუნას ექსტრაქტი                                       3.4 მგ
ბარამბოს ექსტრაქტი                                     3.4 მგ
სხვა ინგრედიენტები: დეიონიზებული წყალი, გლიცერინი, ქსანთანის ფისი, არომატი, ასპარტამი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

დენეფრინი შეიცავს შვიდი სამკურნალო მცენარის ექსტრაქტიდან მიღებული აქტიური ინგრედიენტების გამორჩეულ ნაზავს. რომელთა სინერგიული მოქმედება ავლენს დიურეზულ, ანტიოქსიდაციურ, სპაზმოლიზურ, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ, ლითოლიზურ მოქმედებას.

ასტიმულირებს შარდმჟავა მარილების გამოყოფას, თრგუნავს კრისტალების წარმოქმნას, კონკრემენტების ფორმირებას და ზრდას. ახდენს შარდის PH-ის ნორმალიზებას.

დენეფრინი ეფექტურია საშარდე სისტემასთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა დიზურია, პოლიურია, ნოქტურია, შარდვის გაძნელება, შარდის შეუკავებლობა.

ჩვენებები

•საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ინფექცია (დამხმარე საშუალება)
•უროლითიაზის მკურნალობა და პროფილაქტიკა (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები), მათ შორის კონკრემენტების ელიმინაციის შემდეგ
•საშარდე და სანაღვლე გზების სპაზმი

მიღების წესი და დოზირება

გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. დოზირებისთვის გამოიყენეთ საზომი ჭიქა. 

სასურველია მიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე.

სკოლამდელი ასაკი: 5-10 მლ დღეში 3-ჯერ

სასკოლო ასაკი: 15 მლ დღეში 3-ჯერ

მოზრდილები: 45 მლ დღეში 3-ჯერ

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

სურსათის დანამატების მიღება არ ანაცვლებს მრავალფეროვან დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურის პირობებში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy