DHEA 25მგ 60 კაფსულა ფიური - Pure

განსაკუთრებული ფასი 81,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
მარაგშია
SKU
95810_3326
ჩვენება: ჰორმონალური დისბალანსი (ტესტოსტერონის და/ან ესტროგენის დეფიციტი).

DHEA 25მგ 60 კაფსულა ფიური - Pure

არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს!

Pure encapsulation® №1 გლობალური ბრენდია ამერიკასა და ევროპაში, რეკომენდებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვებ დანამატებს სამეცნიერო კვლევების საფუძველზე.

Pure encapsulation®-ის ყველა ინოვაციური პროდუქტი ვეგეტარიანულ კაფსულებთან ერთად ჰიპოალერგიულია. თითოეული პროდუქტი მუშავდება (SOP)-ის სტანდარტით, რათა თავიდან იქნას აცილებული შემადგენელი ინგრედიენტების ჯვარედინი დაბინძურება. კომპანია არ იყენებს დამატებით საფარებს, უნივერსალურ შემკვრელებს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, ფერებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს, რაც ხელს უშლის ან ამცირებს პროდუქტის კომპონენტების ბიოშეღწევადობას. 

დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA) სტეროიდული ჰორმონია, რომელიც  წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლებში, თუმცა მცირე რაოდენობით სინთეზირდება სასქესო ჯირკვლებისა და ტვინის მიერ. DHEA ძალიან დიდ გავლენას ახდენს  ორგანიზმის დაბერების პროცესის შენელებაზე და ზოგად ჯანმრთელობაზე.

ფიური®/DHEA 25 მგ: 

·        აქვს ანტიასაკობრივი ეფექტი (აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ამცირებს ნაოჭებს, ზრდის ძვლის სიმკვრივეს)

·        ინარჩუნებს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს

·        აუმჯობესებს ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას

·        ამცირებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ პრობლემებს, რაც დაკავშირებულია მენოპაუზასთან ქალბატონებში და ანდროპაუზასთან მამაკაცებში

·        ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ

·        აუმჯობესებს გუნება-განწყობას და მენტალურ ჯანმრთელობას

·        ფიური®/DHEA შეიცავს მიკრონიზებულ DHEA-ს, რაც უზრუნველყოფს მის კარგ ათვისებას

·        დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან

დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონია ადამიანის ორგანიზმში, რომლის  წარმოება რეგულირდება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) და პროლაქტინის მიერ, სისხლში მოხვედრისას DHEA გარდაიქმნება დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატად (DHEA-S). DHEA წარმოადგენს ესტროგენების და ანდროგენების წინამორბედს, მისი დონე ყველაზე მაღალია ადრეულ ზრდასრულ ასაკში, პიკს აღწევს დაახლოებით 25 წლის ასაკში, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად მისი რაოდენობა თანდათან მცირდება. DHEA-ს შემცირება აისახება დაბერების პროცესებზე და ისეთ მდგომარეობებზე, როგორიცაა: დიაბეტი, ოსტეოპოროზი, დემენცია, ერექციული დისფუნქცია, ვაგინალური ატროფია და ლიბიდოს დაქვეითება.

ჩვენება:

·        თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

·        ჰორმონალური დისბალანსი (ტესტოსტერონის და/ან ესტროგენის დეფიციტი)

·        საკვერცხის სარეზერვო ფუნქციის დაქვეითება

·        უშვილობა

·        მენსტრუალური ციკლის დარღვევა

·        ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები დაკავშირებული მენოპაუზასთან ქალბატონებში და ანდროპაუზასთან მამაკაცებში

·        სექსუალური აქტივობისა და ლიბიდოს დაქვეითება

·        მეხსიერების, ინტელექტუალური აზროვნების, კონცენტრაციის დაქვეითება

·        გუნება-განწყობის გაუარესება, დეპრესია, ძილის დარღვევა

·        სტრესის მიმართ რეზისტენტობის შემცირება

·        კუნთების სისუსტე, დაღლილობა 

·        ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

·        იმუნიტეტის დაქვეითება

·        მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე

·        ოსტეოპოროზი

·        დიაბეტი

·        ათეროსკლეროზი

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: DHEA (დეჰიდროეპიანდროსტერონი) - 25 მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ბრინჯის ქერქი, ასკორბილ პალმიტატი.

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან. 

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გაფრთხილება: არ მიიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში. ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს პროდუქტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შესაძლო გვერდითი ეფექტები: აკნე, თმის ცვენა, სახის გათმიანება (ქალებში), გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ესტროგენის დონის მომატება. შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება და დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნევთ გულის ცემის გახშირებას, თავბრუსხვევას, მხედველობის გაუარესებას ან სხვა მსგავსი სიმპტომების გაჩენას.

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა. 

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ. 

დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული ვეგანური ინგრედიენტებისგან. 

კომპანია PURE ENCAPSULATION® თანამშრომლობს ისეთ სამეცნიერო ჯგუფებთან როგორიცაა:

·        სტენფორდის სამეცნიერო საუნივერსიტეტო ჯგუფი

·        მაკლეინის ჰოსპიტალის სამეცნიერო ჯგუფი (ჰარვარდის სამეცნიერო ჯგუფის აფელიანტი)

·        ორეგონის ჯანმრთელობის სამეცნიერო ინსტიტუტი

·        მიჩიგანის საუნივერსიტეტო გჯუფი

·        კლივლენდის კლინიკის სამეცნიერო ჯგუფი

·        ლევილის უნივერსიტეტი

·        ფუნქციონალური მედიცინის ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფი

ფიურის კვებითი დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

პროდუქტი სერტიფიცირებულია:

USA National Science Foundation (ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდი) - ის სერტიფიკატი

GMP - Good Manufacturing Practice  (უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება) - ის სერტიფიკატი

USP - U.S. Pharmacopeial Convention (ამერიკის ფარმაკოპეა) - სერტიფიკატი

FDA - U.S. Food and Drug Administration (აშშ-ს სურსათის და წამლების ადმინისტრაცია) - სერტიფიკატი

მეტი ინფორაცია
Units60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy