პერმანეო დუალი - Permaneo Dual 60 კაფსულა
ჩვენება: მეხსიერებისა და ყურადღების გაუმჯობესება, დღის რითმის დარღვევის დროს (ძილისა და სიფხიზლის ფაზების დარღვევისას), დეპრესიის სიმპტომების გამოვლინების შემცირება.
პერმანეო DUAL
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის გამოყენების ინსტრუქცია :
სავაჭრო დასახელება: პერმანეო DUAL
გამოშვების ფორმა:კაფსულები (თეთრი და ლურჯი) შიგნით მისაღებად
1თეთრი კაფსულა შეიცავს:
5-HPT--- 100 მგ.
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) --- 56,5 მგ
გინკგო ბილობას ექსტრაქტი --- 54 მგ.
თუთია (თუთიის ციტრატი) --- 2,5 მგ.
პანტოთენის მჟავა --- 1.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: შემავსებელი - მიკროკრისტალური ცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, თუთიის ოქსიდი.
1ლურჯი კაფსულა შეიცავს:
5-HTP --- 100 მგ.
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) --- 56,5 მგ.
თუთია (თუთიის ციტრატი) --- 2,5 მგ.
მელატონინი --- 1,9 მგ.
პანტოთენის მჟავა --- 1,5 მგ.
ვიტამინიB6 --- 0,7 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: შემავსებელი - მიკროკრისტალური ცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, თუთიის ოქსიდი.
5-ჰიდროქსიტრიპტოფანიაძლიერებს გუნება-განწყობის მდგომარეობას ნერვული სისტემის დარღვევების და მათი შედეგების დროს.
სხეულში5- ჰიდროქსიტრიპტოფანისგან წარმოიქმნება სეროტონინი - აქტიური ნივთიერება, რომელზეც დამოკიდებულია განწყობა, მუშაობის უნარი, დადებითი ემოციები, ძილის რითმი.
5- ჰიდროქსიტრიპტოფანი ეფექტურად აუმჯობესებს განწყობას და ძილს, ამცირებს თავის და კუნთების ტკივილს, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ხელს უწყობს წონის დაკლებას, რადგანაც მადას თრგუნავს.
5-HTP აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს შაკიკის და ფიბრომიალგიის შედეგად გამოწვეულ ტკივილს.
მაგნიუმი:სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტი, რომელიც იღებს მონაწილეობას ორგანიზმის თითქმის ყველა ბიოლოგიურ პროცესში - განაპირობებს კუნთოვანი,იმუნური და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას,ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.ორგანიზმი იღებს მაგნიუმს საკვებთან ერთად.მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს არასაკმარისი კვების ან დიეტის დროს. აგრეთვე მაგნიუმის დეფიციტი ვითარდება მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს ,სტრესის, ფეხმძიმობის, შარდმდენების მოხმარებას დროს.
გინკგო ბილობას ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში და პერიფერიაზე. ექსტრაქტის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენული ლაქტონები) ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის ელასტიურობის მომატებას, აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. პრეპარატის გამოყენება განაპირობებს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას, ზრდის ჟანგბადითა და გლუკოზით ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების მომარაგებას. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას უჯრედებში, ხელს უშლის ერითროციტების აგრეგაციას, აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას. აფართოებს წვრილ არტერიებს, ზრდის ვენების ტონუსს, არეგულირებს სისხლძარღვთა სისხლსავსეობას. ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნასა და უჯრედული მემბრანის ლიპიდების პეროქსიდულ ჟანგვას. გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო გამოხატული ეფექტი როგორც თავის ტვინის დონეზე, ასევე პერიფერიაზე.
წყარო: ნაციონალური ძილის ასოციაცია (National Sleep Foundation)
მელატონინს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძილს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მელატონინი– არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმის ამ პროცესს. მელატონინი ზრდის ძილის ხანგრძლივობას, ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას და უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას. მელატონინი ბუნებრივად აწესრიგებს ძილის პრობლემებს.
თუთია არის მიკროელემენტი, რომელიც ნაჩვენებია: მონაწილეობს ბუნებრივ დამცავ მექანიზმებში და აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომელბიც მონაწილეობენ დაბერების პროცესში; თუთია აუცილებელია ორგანიზმში შემავალი ყველა უჯრედის სწორი ფუნქციონირებისათვის; აქტიურად მონაწილეობს სქესობრივი მომწიფების პროცესში; ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ვირუსისა და ინეფექციისაგან დაცვაში; აუმჯობესებს კანის ფერს, ამკვირებს ფრჩხილებს, ბზინვარებას ჰმატებს თმებს, ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას; წარმოადგენს მამაკაცის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან ელემენტს, რადგან წინამდებარე ჯირკვალზე და სხვა სასქესო ორგანოებზე დადებითად მოქმედებს, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების აქტივობას და მამაკაცის ჰორმონების რეგულირებას; ხელს უწყობს და აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს, აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში, გამოიყენება ახლომხედველობის პროფილაქტიკის მიზნით; B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად კომბინაციაში აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ყურადღებას და მეხსიერებას, ხსნის გაღიზიანებადობას, აუმჯობესებს განწყობას; ხელს უწყობს საკვების მონელებასა და შეწყოვას, ამსუბუქებს კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას; გარდა ყველა ზემოთთქმულისა, თუთიას ნორმაში მოჰყავს შაქრის დონე სისხლში, უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვას.
Bჯგუფის ვიტამინები აუცილებელია ცენტალური ნერვული სისტემის კარგი მუშაობისათვის, ეფექტურად მოქმედებენ ნახშირწყლოვან, ცხიმოვან და ცილოვან ცვლაზე. ისინი ხალს უწყობენ 5-HTP ის გარდაქმნას ორგანიზმში სეროტონინად.
გამოყენების ჩვენებები
- სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათია რომელსაც თან ახლავს ყურადღების და/ან მეხსიერების დაქვეითება - ინტელექტუალური შესაძლებლობების დარღვევა, შფოთვა, შიში, ძილის დარღვევა;
- მეხსიერებისა და ყურადღების გაუმჯობესება ;
- ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);
- დღის რითმის დარღვევის დროს (ძილისა და სიფხიზლის ფაზების დარღვევისას)
- დეპრესიის სიმპტომების გამოვლინების შემცირება.
- მომატებული გონებრივი და ფსიქოემოციური დატვირთვის დროს.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
- ორსულობა, ძუძუთი კვების დროს.
- 12 წლამდე ასაკი.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ შიგნით მისაღებად:
თეთრი კაფსულა --- დილით საკვებთან ერთად.
ლურჯი კაფსულა --- ძილის წინ 30 წთ-ით ადრე.
კურსის ხანგრძლივობა -- 1 თვე.
საჭიროების შემთხვევაში მიღების კურსი მეორდება!
გასაკუთრებული მითითება:
ლურჯი კაფსულა შეიცავს მელატონინს რომელიც იწვევს ძილიანობას!
გამოშვების ფორმა :
თეთრი კაფსულებიN30( 3 ბლისტერი თითოზე 10 კაფს.)
ლურჯი კაფსულებიN30( 3 ბლისტერი თითოზე 10 კაფს.)
ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები :
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა :
მითითებულია მუყაოს ყუთზე.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
Units | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account