ბიუთიგენი სუპერი - Beautygen Super ფხვნილი 450გ

განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
მარაგშია
SKU
95932_3268
ჩვენება: ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლება–აღდგენას, ხელს უწყობს სახსრების, ძვლების, ხრტილების და მყესების ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებას.

ბიუთიგენი სუპერი (BEAUTYGEN SUPER) 450 გ

საკვები დანამატი

შემადგენლობა დღიურ დოზაში: 15 გ–ში:

ფერმენტულად ჰიდროლიზებული კოლაგენი 10 000 მგ,

ჰიალურონის მჟავა 10 მგ,

მაგნიუმი 187,5 მგ (50% VRN*),

ვიტამინი C 80 მგ (100% VRN*),

 ვიტამინი D3- 5 მკგ (100% VRN*).

* ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობები.

კოლაგენი არის ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ცილა, რომელიც კანის 70%-ს, სახსრების ხრტილის 53%-ს, ძვლების 27%-ს, ღრძილების 60% და სისხლძარღვების უმეტეს ნაწილს შეადგენს. მკვლევარები აცხადებენ, რომ 25 წლის ასაკიდან, კოლაგენის დონე ორგანიზმში იწყებს შემცირებას. სხეული თანდათან კარგავს ახალგაზრდულ სიჯანსაღეს, ამის გამომხატველი ნიშნებია კანის სიმშრალე, ნაოჭები, მოშვებული არაელასტიური კანი, თხელი მტვრევადი ფრჩხილები, თმის სტრუქტურის გაურესება, სახსრების და კუნთების ტკივილი და სხვა.

კოლაგენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ძვალ- სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ძვალი შედგება კოლაგენური მატრიქსისაგან,  კოლაგენს აქვს შემაკავშირებელი ფუნქცია მყესებსა და ძვალ-სახსროვან სისტემაში. ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება კოლაგენის სინთეზი,  სუსტდება კოლაგენური მატრიქსი,  შესაბამისად სუსტდება  ძვლებიც. ჰიდროლიზებული კოლაგენი ხელს უწყობს სახსარში ქონდროციტებისა და პროტეოგლიკანების სინთეზს,რომლებიც  წარმოქმნიან ხრტილის უჯრედშორის მატრიქსს და იცავენ სახსარს დაზიანებისგან. 

ყოველივე აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია მისი დამატებით  გამოყენება

ჰიალურონის მჟავა არეგულირებს წყლის ბალანსს, ახდენს კანის ღრმა დატენიანებას, ხელს უწყობს კოლაგენის, ელასტინის გამომუშავებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ტონუსს. კანი ხდება უფრო ელასტიური, მკვრივი, გლუვი, ახალგაზრდული. იგი  ამცირებს ნაოჭებს და ახდენს მათი წარმოქმნის პრევენციას, იცავს კანს დაბერებისაგან, აქვს კანის სწრაფად რეგენერაციის უნარი ამიტომ, ეფექტურია აკნეს, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ. ჰიალურონის მჟავა ზრდის გარეგანი კოსმეტიკური საშუალებების ეფექტურობას.

ჰიალურონის მჟავა შედის სინოვიალური სითხის, ხრტილის შემადგენლობაში, იგი მოქმედებს როგორც საპოხი ნივთიერება სახსროვანი ზედაპირებისათვის, აღადგენს სინოვიალური სითხის მოცულობას და სიბლანტეს,  უზრუნველყოფს ხრტილის რეგენერაციას, ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას და შესაბამისად ამცირებს ტკივილს და დისკომფორტს სახსრებში, აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას და მობილობას.

ვიტამინი C – დიდ როლს ასრულებს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარე ცვლის რეგულაციაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებასა და ქსოვილთა რეგენერაციაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, ამცირებს კაპილართა კედლის გამავლობას. ვიტამინი C – ზრდის ორგანიზმის ინფექციის წინააღმდეგ მდგრადობას, ამცირებს ანთებით პროცესებს.

კომპლექსში არსებული C ვიტამინი  ააქტივებს  ფერმენტულ სისტემას, რომელიც მონაწილეობს  კანის კოლაგენის მატრიქსის სინთეზში და უზრუნველყოფს მის სიმტკიცეს. С  ვიტამინი მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციაში. ააქტივებს  ფერმენტულ სისტემას, რომელიც მონაწილეობს სახსრის კოლაგენის მატრიქსის სინთეზსა და სტაბილიზაციაში.

მაგნიუმი ორგანიზმის  ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ის მონაწილეობს სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესებში: გლუკოზის მეტაბოლიზმი, ატფ-ის ბიოსინთეზი,  ნუკლეინის მჟავებისა და ცილების ბიოსინთეზი. ასევე,  მონაწილეობს უჯრედის ელექტრული პოტენციალის წარმოქმნა-შენარჩუნებაში  და  უზრუნველყოფს უჯრედის მემბრანის ნეირონულ  გამტარობას. მაგნიუმი წარმოადგენს კალციუმის ფიზიოლოგიურ ანტაგონისტს. მას მკვეთრად განსაზღვრული როლი უკავია კალციუმის მეტაბოლიზმში. მაგნიუმი მონაწილეობს ამ მინერალის იონების (ასევე კალიუმის იონების) ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, აფერხებს სისხლძარღვოვან ქსელში მის ჩალაგებას და ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში აბსორბციას. ამგვარად, მაგნიუმი მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და მინერალიზაციაზე. მაგნიუმი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ.

ვიტამინი D3 –  განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეს.  D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის დემინერალიზაციასა და  (ოსტეოპოროზი) მოტეხილობას. იგი უზრუნველყოფს  ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D  ვიტამინად გარდაქმნის უნარს, ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება.  

შემადგენელი კომპონენტების სინერგიული მოქმედება  უზრუნველყოფს:

დერმატოლოგიაში

·        ახალგაზრდობის შენარჩუნებას

·        ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლება–აღდგენას

·        კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიური

·        მცირდება ნაოჭების წარმოქმნა

·        კოლაგენი ასევე ეხმარება გამომშრალ კანს გაწყლოვანებისა და ტენიანობის აღდგენაში

·        კოლაგენი უზრუნველყოფს ჯანმრთელი თმის და ფრჩხილის ფორმირებას

ძვალ –სახსროვანი სისტემის მხრივ

·        ხელს უწყობს სახსარში ქონდროციტებისა და პროტეოგლიკანების სინთეზს რომლებიც წარმოქმნიან ხრტილის უჯრედშორის მატრიქსს

·        ხრტილოვან ქსოვილში აღადგენს დარღვეულ მეტაბოლურ პროცესებს

·        უზრუნველყოფს ხრტილის სტრუქტურის რეგენერაციას, ჰიდრატაციას და ელასტიურობას

·        ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავას წარმოქმნას

·        აღადგენს სინოვიალური სითხის მოცულობას და სიბლანტეს

·        აუმჯობესებს სახსრების სტრუქტურას და ფუნქციებს, ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას

·        ხელს უწყობს სახსრების, ძვლების, ხრტილების და მყესების ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებას

·        40 წლის შემდგომ ასაკში სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების პროფილაქტიკას

გარდა ამისა კოლაგენი მონაწილეობს ცხიმების წვაში და ზრდის კუნთოვან მასას , აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აჩქარებს  ჭრილობების შეხორცებას. 

გამოყენების წესი:

რეკომენდებულია დღეში 15 გ–ს მიღება (1 საზომი კოვზი), სასურველია საუზმის შემდეგ, წყალში ან ხილის წვენში გახსნილი.

გამოყენება ბავშვებში: არ გამოიყენება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: შეიძლება გამოიწვიოს სისავსის შეგრძნება.

არ შეიცავს გლუტენს მისაღებია დიაბეტიანებისათვის

შენახვის წესი:

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისობის ვადა: იხ.კოლოფზე.  არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy