L-კარნიტინი 500მგ 60 ტაბლეტი სოლგარი - Solgar
ჩვენება: ზრდის შეფერხება ბავშვებში, უმადობა და ასთენია.
L-კარნიტინი 500მგ 60 ტაბლეტი სოლგარი - Solgar
L-კარნიტინს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ორგანიზმის ლიპიდური ცვლის ნორმალიზებაში და ჭარბწონიანობასთან ბრძოლაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად L-კარნიტინი არ წარმოადგენს ცხიმისმწველს და ის უშუალოდ ამ პროცესში არ მონაწილეობს. ცხიმის წვა ხდება კუნთოვანი უჯრედების მიტოქონდრიებში გარკვეული ფიზიკური დატვირთვების შესრულების დროს. L-კარნიტინის საშუალებით ცხიმოვანი მჟავების მოლეკულები ტრანსპორტირდება მიტოქონდრიებამდე, სადაც ხდება მათი წვა და ენერგიის გამოთავისუფლება.
L-კარნიტინი სინთეზდება ღვიძლსა და თირკმელებში, საიდანაც ხდება მისი ტრანსპორტირება სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. L-კარნიტინის სინთეზი მიმდინარეობს С, В3, В6, В9, В12, რკინის, ლიზინის, მეთიონინის და ზოგიერთი ფერმენტების მონაწილეობით.
რატომ სოლგარის L-კარნიტინი ?
L-კარნიტინი დიპეპტიდია, რომელიც შედგება ესენციური ამინომჟავების L- მეთიონინისა და L- ლიზინისაგან. იგი წარმოადგენს L- კარნიტინის თავისუფალ ფორმას, რომელიც გამოირჩევა სრული აბსორბციით და ასიმილაციით. სოლგარის L-კარნიტინის სპეციალური ფორმულა განსაზღვრავს მის გამორჩეულ თვისებებს:
· ცხიმს გარდაქმნის ორგანიზმისთვის სასარგებლო ენერგიად;
· ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ამაღლებს ნერვული უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას;
· უნარი აქვს ადვილად და ეფექტურად გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი;
· ასტიმულირებს ნეირომედიატორის, აცეტილქოლინის გამომუშავებას, რაც განაპირობებს მეხსიერების, კონცენტრაციის, აღქმის უნარის და აზროვნების გაუმჯობესებას, აფერხებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას და განაპირობებს თავის ტვინის ფუნქციათა ოპტიმიზაციას;
· ანტიოქსიდანტური ზემოქმედებით ხელს უწყობს უჯრედული მემბრანის სტაბილიზაციას და აძლიერებს თავის ტვინის უჯრედებში ენერგიის წარმოქმნას;
· აჩქარებს აღდგენით პროცესებს;
· მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას;
· აქტიურად მონაწილეობს წონის კორექციაში;
ჩვენება:
· გაცხიმოვნება;
· გულის, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციონირების გაუმჯობესება;
· ზრდის შეფერხება ბავშვებში;
· უმადობა და ასთენია;
· ვეგეტარიანელობა;
· ათეროსკლეროზი;
· ხანდაზმული ასაკი;
· სპორტი და სამოყვარულო ფიზიკური აქტივობა;
შემადგენლობა:
L - კარნიტინი 500მგ
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული სტეარინის მჟავა, ალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა,მცენარეული ცელულოზა, სილიკოგელი, მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს
დოზირება:
1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში კვებებს შორის ან საკვების მიღებამდე.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.
გამოშვების ფორმა: 60 ტაბლეტი.
მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.
ასევე, იხილეთ: Amvilab - ამვილაბი L კარნიტინი 60 კაფსულა
Units | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account