ომეგა 3 90 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები, იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია.
ომეგა 3 90 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ეკოლოგიურად სუფთა, მაღალკონცეტრირებული ომეგა 3 - შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები
- ამვილაბის ომეგა 3 შეიცავს 100 %-ით ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ტექნოლოგიით (მოლეკულური დისტილაციის მეთოდი) მიღებულ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც მოლეკულურ დონეზეა გაწმენდილი მძიმე მეტალებისა და ტოქსინებისგან, არ აღიზიანებს კუჭს და არ ტოვებს თევზის გემოს
- შეიცავს მაღალკონცენტრირებულ ომეგა 3-ს - 2000მგ თევზის ქონში შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა შეადგენს 1400 მგ-ს (EPA-800 მგ, DHA-600 მგ)
- შეიცავს სპეციალური ტექნოლოგიით მიღებულ თევზის ქონს (ომეგა 3) ცხიმიანი ჯიშის თევზებისგან (ზუთხი, ქაშაყი, სკუმბრია, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით)
- ენტეროსოლუბილური გარსით დაფარული ნელი გამოთავისუფლების კაფსულა უზრუნველყოფს ომეგა 3 - ის უფრო ნელ და სრულ აბსორბირებას
ომეგა-3 წარმოადგენს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების (ეიკოზაპენტაენის მჟავა, დოკოზაჰექსაენის მჟავა) კომბინაციას, რომლებიც ,,სასიცოცხლოდ“ მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. ისინი ზემოქმედებას ახდენენ უშუალოდ უჯრედების სტრუქტურასა და აქტივობაზე, სწორედ ამითაა განპირობებული ომეგა 3 - ის თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი:
- აძლიერებს ორგანიზმის იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და მხედველობის ორგანოს ფუნქციებს
- ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას
- არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადებების განვითარების რისკს
- აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას
- აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას
- ამცირებს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს
- ზრდის სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას
- აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს
- უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, წონის კორექციას
- აუბჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურას
იხილეთ ბლოგი: ომეგა 3 — ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ცხიმოვანი მჟავა
ჩვენება
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევა, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება
- იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა
- კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე და სხ.
- რევმატოლოგიური დაავადებები: ართრიტი, ართროზი
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი
- მეან - გინეკოლოგია: ნაყოფის მცირე წონა, ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკი, პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
- ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხ.
- თვალის დაავადებები
- ავთვისებიანი დაავადებების პროფილაქტიკა
შემადგენლობა
2 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი - 2000 მგ, ომეგა 3 - 1400მგ (EPA-800 მგ, DHA-600მგ).
დამატებითი ინგრედიენტები: ვიტამინი E, ჟელატინი, გლიცერინი, არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს და კონსერვანტებს.
დოზირება
1-2 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად.
გამოშვების ფორმა: N30, N90 ჟელატინისებრი კაფსულა.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
Units | 90 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account