პროსტატ ექსპერტი 90 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

განსაკუთრებული ფასი 75,60 GEL რეგულარული ფასი 84,00 GEL
მარაგშია
SKU
94961_1477

ჩვენება: შარდის გამოყოფის ფუნქციური დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა.პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.

 პროსტატ ექსპერტი 90 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

პროსტატ ექსპერტი - მცენარეული ექსტრაქტების, ვიტამინების, მინერალების და ამინომჟავების კომბინაციაა, რომელთა ერთობლივი მოქმედება უზრუნველყოფს წინამდებარე ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. მისი მიღება რეკომენდებულია პროსტატის დაავადებების როგორც პრევენციის, ასევე კომპლექსური მკურნალობისთვის, მწვავე და ქრონიკული პროსტატიტის, პროსტატის კეთილთვისებიანი ადენომის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, ასევე საშარდე და რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.  

პროსტატ ექსპერტში შემავალი კომპონენტები მოქმედებს სინერგიულად: 

·        ანტიანდროგენული, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო ანტიპროლიფერაციული მოქმედება

·        პროსტატიტის სიმპტომების შემცირება 

·        ჰორმონალური ბალანსის რეგულირება

·        ანტიოქსიდანტური მოქმედება

·        იმუნიტეტის გაძლიერება

პროსტატ ექსპერტის ანტიანდროგენული ეფექტი განპირობებულია დიჰიდროტესტოსტერონის სინთეზის (ფერმენტ 5-α-რედუქტაზას I და II  ტიპის დათრგუნვის ხარჯზე) და მისი ციტოზოლურ რეცეპტორებზე ფიქსაციის ინჰიბირებით, რაც ხელს უშლის ჰორმონის შეღწევას უჯრედის ბირთვში და ცილის სინთეზის შემდგომ ინდუცირებას. 
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით, რაც ამცირებს სისხლძარღვების კედლის გამტარობას და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის შეშუპებას.
ანტიპროლიფერაციული მოქმედება განპირობებულია ზრდის ფაქტორების აქტივობის დაქვეითებით და პროსტატის უჯრედების აპოპტოზის პროცესების დაჩქარებით, რაც აისახება წინამდებარე ჯირკვლის ზრდის შეჩერებასა და შემდგომ მოცულობის შემცირებაში, შედეგად მცირდება მექანიკური ზეწოლა შარდის ბუშტზე. ამგვარად, პროსტატ ექსპერტი ერთი მხრივ, ხელს უშლის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის პათოლოგიური სიმპტომების (დიზურია, პოლაკიურია, ნიქტურია, ხშირი და მტკივნეული შარდვა, შარდის ბუშტის არასრული დაცლა და ა.შ.) გამოვლინებას და, მეორე მხრივ, ანელებს წინამდებარე ჯირკვლის ზომების და მოცულობის შემდგომ ზრდას. 

ჯუჯა პალმის ნაყოფის ექსტრაქტი - (Saw Palmetto Berries) - გააჩნია ანტიანდროგენული,   ანტიპროლიფერაციული  ეფექტი, რომელიც შერჩევითად   ვლინდება წინამდებარე  ჯირკვალზე. პალმეტო აფერხებს პროსტატის ჰიპერპლაზიას და ამცირებს პათოლოგიური სიმპტომების (ხშირი და მტკივნეული შარდვა, დიზურია, პოლაკიურია, შარდის ბუშტის არასრული დაცლა,  ნიქტურია და ა.შ) გამოვლინებას. იგი აგრეთვე, როგორც DHT-ის სინთეზის ინჰიბიტორი, უზრუნველყოფს ანდროგენული ალოპეციის შეჩერებას. ამას გარდა, პალმის ნაყოფი შეიცავს ჰორმონალურ კომპონენტებს, რითაც აიხსნება  მისი მატონიზირებელი მოქმედება რეპროდუქციულ სისტემაზე. ჯუჯა პალმის ექსტრაქტი აგრეთვე გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული მოქმედებით (მამაკაცის შარდ–სასქესო სისტემაზე).  

მცენარეული კომპონენტები (აფრიკული ქლიავის, მცენარეული სტეროლის, მწვანე ჩაის, ჟოლოს, გრავიოლას, ბროკოლის ექსტრაქტი) -  ამცირებენ ანთებით პროცესებს, აუმჯობესებენ რეგენერაციულ პროცესებს და შარდ - გამომყოფი სისტემის ფუნქციონირებას.

ძირყვითელას ფესვი - შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს, რომელთაც გააჩნიათ ანტიკანცეროგენული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

გოგრის თესლი - ამცირებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის პროგრესირებას, შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

დათვის  კენკრა - გააჩნია ანთების  საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და დიურეზული თვისება.  სოკოების კომპლექსი - (Shiitak, Maitak, Reishi) - აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ანთებით პროცესებს. პომინდვრის ნაყოფის ექსტრაქტი მდიდარია ლიკოპენით, რომელიც გამოირჩევა ანტიკანცეროგენული მოქმედებით, კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ ლიკოპენის ხანგრძლივად მიღება ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.

E-ვიტამინი - უზრუნველყოფს ოქსიდაციურ დაცვას და იცავს პროსტატის ჯირკვლის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. სელენთან ერთად ცნობილია მისი დადებითი გავლენა წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროცესში.

B-6- ვიტამინი არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს და ამცირებს ანთებით პროცესებს.

თუთია - წარმოადგენს შეუცვლელ მიკროელემენტს, რომელიც  შედის მრავალი ცილის შემადგენლობაში, წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. თუთია აუცილებელი მიკროელემენტია სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და მომწიფებისათვის, პროსტატის ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობს ანდროგენული ჰორმონების, ტესტოსტერონისა და პროსტაგლანდინების ბირთვული რეცეპტორების სინთეზში. თუთიის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს თუთიის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, მისი დეფიციტიკი ხელს  უწყობს პროსტატის ფუნქციის დარღვევას და მოცულობის ზრდას.

სელენი - სელენი აძლიერებს მამაკაცის სასქესო ორგანოების სისხლმომარაგებას, იცავს მათ თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. სელენი მინერალი მონაწილეობს ტესტოსტერონის სენთეზში, აუმჯობესებს სპერმის ხარისხსა და კონცენტრაციას. სელენი ამცირებს პროსტატიტისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს, აძლიერებს სხვადასხვა ინფექციური აგენტების მიმართ იმუნური სისტემის ეფექტურ მუშაობას.

ჩვენება:  

-        შარდის გამოყოფის ფუნქციური დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს (მტკივნეული და ხშირი შარდვა, მათ შორის ღამის პერიოდში, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება (ნარჩენი შარდის არსებობა) და ა.შ)

-        პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ( პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია)

-        პროსტატიტი

შემადგენლობა:

3 კაფსულა შეიცავს: ჯუჯა პალმის ნაყოფის ექსტრაქტი (Saw Palmetto Berries) – 300 მგ, ვიტამინი E - 20 მგ, ვიტამინი B6 - 5 მგ, თუთია - 15 მგ, სელენი - 210 მკგ, სპილენძი - 0.3 მგ, მცენარეული სტეროლის კომპლექსი - 450 მგ, აფრიკული ქლიავის ფესვის ფხვნილი (Pygeum)  -150 მგ, ჟოლოს ექსტრაქტი - 75 მგ, გრავიოლას ფოთლის ფხვნილი - 75 მგ, მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი - 75 მგ, კატის ბრჭყალას (უნკარიას) ექსტრაქტი - 45 მგ, ბროკოლის ექსტრაქტი - 30 მგ, პომინდვრის ნაყოფის ფხვნილი - 15 მგ, ჭინჭრის ფოთლის ფხვნილი - 30 მგ, სოკოების კომპლექსი  - Shiitak - 15 მგ, Maitak - 15 მგ, Reishi -15 მგ. დაპატენტებული ნაზავი - 213 მგ (კვერცეტინი, ღვიის კენკრა, დათვის კენკრა, აგატოსმა, L - გლუტამინის მჟავა, L - ალანინი, გლიცინი, კალციუმ D გლუკარატი, გოგრის თესლი, ორივანდის ფესვი, კაიენის წიწაკა, ძირყვითელას ფესვი, ვარდკანაფას ფესვი, ტუხტის ფესვი, ოხრახუშის ფოთლის ექსტრაქტი). დამატებითი ინგრედიენტები: ბრინჯის ფხვნილი, ჟელატინი (ცხოველური), მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი. არ შეიცავს გლუტენს, არ შეიცავს გმო-ს.

დამატებითი ინგრედიენტები - ბრინჯის ფხვნილი, ჟელატინი (ცხოველური), მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.

არ შეიცავს გლუტენს, არ შეიცავს გმო-ს.

დოზირება:

3 კაფსულა დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. 

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ანტიკოაგულანტებით მკურნალობის პარალელურად სასურველია ექიმის რეკომენდაცია.  

უკუჩვენება:

არტერიული ჰიპოტენზია, პროსტატის ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე.  პარკინსონის დაავადება. პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისათვის. მიღება რეკომენდებული არ არის ქალბატონებისა და 18 წლამდე მოზარდებისათვის. 

შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: N90 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ. 

პროსტატიტის სამკურნალოდ ასევე, იხილეთ: როვინოპროსტი - Rovinoprost 30 ტაბლეტი

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

მეტი ინფორაცია
Units90
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy