GABA 60 კაფსულა ფიური - Pure
GABA 60 კაფსულა ფიური - Pure
ხელს უწყობს რელაქსაციას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას!
Pure encapsulation® №1 გლობალური ბრენდია ამერიკასა და ევროპაში, რეკომენდებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვებ დანამატებს სამეცნიერო კვლევების საფუძველზე.
Pure encapsulation® -ის ყველა ინოვაციური პროდუქტი ვეგეტარიანულ კაფსულებთან ერთად ჰიპოალერგიულია. თითოეული პროდუქტი მუშავდება (SOP)-ის სტანდარტით, რათა თავიდან იქნას აცილებული შემადგენელი ინგრედიენტების ჯვარედინი დაბინძურება. კომპანია არ იყენებს დამატებით საფარებს, უნივერსალურ შემკვრელებს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, ფერებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს, რაც ხელს უშლის ან ამცირებს პროდუქტის კომპონენტების ბიოშეღწევადობას.
გამა-ამინო-ერბო მჟავა (GABA) წარმოადგენს ამინომჟავას, თავის ტვინის ნეიროტრანსმიტერს, რომელიც ახდენს თავის ტვინის ნერვულ უჯრედებში მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ამცირებს ნერვული უჯრედების აგზნებადობას, ახდენს ტვინის ენერგეტიკული პროცესების აქტივაციას, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას, აუმჯობესებს თავის ტვინის მიერ გლუკოზის უტილიზაციას და სისხლის მიმოქცევას, თრგუნავს აგზნების პროცესებს თავის ტვინში და ამცირებს გაღიზიანებადობას, გააჩნია ნოოტროპული აქტივობა. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ GABA ზრდის თავის ტვინში ალფა ტალღების გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს რელაქსაციას და ყოველდღიური სტრესის შემცირებას, ზრდის რა IgA-ს დონეს, აძლიერებს იმუნურ სისტემას სტრესის დროს.
ფიური®/ GABA:
· ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ყოველდღიური სტრესის მიმართ
· ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, ამაღლებს გუნება-განწყობას
· აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნებას და ყურადღების კონცენტრაციის უნარს
· ამცირებს ასაკის მატებით გამოწვეულ კოგნიტური დარღვევების განვითარების რისკს
· ხელს უშლის ტვინის დაბერების პროცესს
· აწესრიგებს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს
· ამცირებს ასთენიისა და ვაზოვეგეტატიური სიმპტომების გამოვლინებებს, მათ შორის თავის ტკივილს, თავში სიმძიმის შეგრძნებას, ძილის დარღვევებს, გაღიზიანებადობას, ემოციურ ლაბილობას, მისი მიღების შედეგად უმჯობესდება ფსიქოლოგიური მაჩვენებლები (ყურადღება, მეხსიერება, სენსორულ-მოტორული რეაქციების სისწრაფე და სიზუსტე)
· ასთენიის მქონე და ემოციურად მგრძნობიარე პაციენტებში თერაპიის პირველივე დღეებიდან უმჯობესდება სუბიექტური თვითშეგრძნება, იზრდება ინტერესი და ინიციატივა, აქტიური მოქმედების მოტივაცია
· ამცირებს PMS-ის (პრემენსტრუალური სინდრომი) სიმპტომებს
· არ ახასიათებს მიჩვევა და დამოკიდებულება, არ აქვს მოხსნის სინდრომი
· დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან
ჩვენება:
· გუნება-განწყობის გაუარესება, დეპრესია
· ძილის დარღვევა
· სტრესის მიმართ რეზისტენტობის შემცირება
· ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
· იმუნიტეტის დაქვეითება
· სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
· ზოგადი სისუსტე, ასთენია, შრომისუნარიანობის დაქვეითება
· ენერგიისა და/ან მოტივაციის არარსებობა, აპათია, გუნება - განწყობის დაქვეითება
· ემოციური დაძაბულობა, მოუსვენრობა, შიში და შფოთვა, ძილის დარღვევები, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
· აზროვნების კონცენტრაციის დაქვეითება
· კლიმაქტერული სინდრომი
· პრემენსტრუალური სინდრომი
· ანგიონევროზი, ვეგეტონევროზი
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა:
1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: GABA (გამა-ამინო-ერბოს მჟავა) - 700 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილ პალმიტატი.
დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან.
არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.
მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.
დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული ვეგანური ინგრედიენტებისგან.
კომპანია PURE ENCAPSULATION® თანამშრომლობს ისეთ სამეცნიერო ჯგუფებთან როგორიცაა:
· სტენფორდის სამეცნიერო საუნივერსიტეტო ჯგუფი
· მაკლეინის ჰოსპიტალის სამეცნიერო ჯგუფი (ჰარვარდის სამეცნიერო ჯგუფის აფელიანტი)
· ორეგონის ჯანმრთელობის სამეცნიერო ინსტიტუტი
· მიჩიგანის საუნივერსიტეტო გჯუფი
· კლივლენდის კლინიკის სამეცნიერო ჯგუფი
· ლევილის უნივერსიტეტი
· ფუნქციონალური მედიცინის ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფი
ფიურის კვებითი დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.
პროდუქტი სერტიფიცირებულია:
USA National Science Foundation (ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდი) - ის სერტიფიკატი
GMP - Good Manufacturing Practice (უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება) - ის სერტიფიკატი
USP - U.S. Pharmacopeial Convention (ამერიკის ფარმაკოპეა) - სერტიფიკატი
FDA - U.S. Food and Drug Administration (აშშ-ს სურსათის და წამლების ადმინისტრაცია) - სერტიფიკატი
Units | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account