ლაქტიბიენ ტოლერანსი 30 კაფსულა პილეჟე - Pileje
ლაქტიბიენ ტოლერანსი ყაბზობით ან დიარეით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენა.
ლაქტიბიენ ტოლერანსი 30 კაფსულა პილეჟე - Pileje
ყაბზობით ან დიარეით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენა
· ლაქტიბიენ ტოლერანსი წარმოადგენს კარგად ბალანსირებულ უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედ პრობიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის 10 მილიარდი ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 5 შტამი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენასა და შენარჩუნებას.
· აღადგენს ნაწლავის ლორწოვან გარსს
· ხელს უშლის დუღილის პროცესების განვითარებას
· აფერხებს და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას
· უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციობას
· ამაღლებს იმუნიტეტს
ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის. ორგანიზმში აფერხებენ ტოქსინების, ალერგენებისა და პათოგენების შეწოვას, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და მრავალი ვიტამინის, ჰორმონისა და ნეიროტრანმიტერის სინთეზში (B, C, K, PP, სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი, გაემ (GABA), აცეტილქოლინი, ჰისტამინი...), ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას. არეგულირებენ ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას. აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენს ტოქსიური ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას. ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები, ასევე, მონაწილეობენ ადგილობრივი და სისტემური იმუნიტეტის ფორმირებაში, ქოლესტერინის, ოქსალატებისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში
ჩვენება
· დიარეის და ყაბზობის მონაცვლეობა
· შებერილობა, დისკომფორტი, ტკივილი მუცლის არეში
· გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
· დაქვეითებული იმუნიტეტი
· ნაწლავური დისბაქტერიოზი
· კანის დაავადებები (ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი)
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 10 მილიარდი 5 მიკრობიოტული შტამი (რძემჟავა ფერმენტები) - Bifidobacterium lactis LA 303; Lactobacillus acidophilus LA 201; Lactobacillus plantarum LA 301; Lactobacillus salivarius LA 302; Bifidobacterium lactis LA 304;
დოზირება
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში -1 კაფსულა დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.
PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.
PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.
ასევე, იხილეთ : Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ რეფერენსი 10 კაფსულა
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account