იოდიფი - Iodif 60 ტაბლეტი
ჩვენება: იოდის და ფოლის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა და შევსება ქალებში ორსულობის დაგეგმარების პერიოდში, ასევე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
იოდიფი
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის გამოყენების ინტრუქცია
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს
კალიუმის იოდიდი --- 150 მკგ. ( შეესაბამება 114.76 მკგ იოდს)
ფოლის მჟავა --- 400 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
გამოყენების ჩვენებები:
- იოდის და ფოლის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა და შევსება ქალებში ორსულობის დაგეგმარების პერიოდში, ასევე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;
- ნაყოფის ნერვული სისტემის, კიდურების, გულის ანომალიების განვითარების პროფილაქტიკა;
- ზრდის და სქესობრივი მომწიფების დარღვევების პროფილაქტიკა მოზარდებში;
- ქრონიკული დაღლილობის მდგომარეობა, მეხსიერების დარღვევა;
- პერიფერიული ნევროპათიები;
- რეციდივების პროფილაქტიკა იოდდეფიციტური ჩიყვის თერაპიული მკურნალობის შემდეგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იოდი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას, შედის მისი ჰორმონების (თიროქსინი, ტრიიოდთირონინი) შემადგენლობაში. ხელს უშლის ენდემური ჩიყვის, კრეტინიზმის განვითარებას.
ფოლის მჟავას უკმარისობა იწვევს დნმ-ის სინთეზის დარღვევას უჯრედში, რომელიც ქრომოსომების რეპლიკაციისა და დაყოფისათვის ემზადება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ტეტრაჰიდროფოლატის ფორმით ფოლის მჟავას ნუკლეინის მჟავების სინთეზში და უჯრედების დაყოფაში მონაწილეობით, ასევე კოენზიმის სახით პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში მონაწილეობით, რაც მას გადამწყვეტ ფაქტორად ხდის ცენტრალური ნერვული სისტემის ფორმირებაში, რომელიც უვითარდება ადამიანს განაყოფიერებიდან მე-15-28-ე დღეს. ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისათვის და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. მისი უკმარისობა იწვევს სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის დაგროვებას, რომელიც არის ათეროსკლეროზული ცვლილებების მარკერი.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ჰიპერთირეოზი.
მიღების წესი და დოზირება:
იოდიფი მიიღება შიგნით 1 ტაბლეტის ოდენობით ერთჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
განსაკუთრებული მითითებები:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას ან იოდის სხვა პრეპარატების გამოყენებისას პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები N 60. (30 ტაბლეტი 1 ბლისტერზე.) 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა:
48 თვე წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account