დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv B კომპლექსი 45 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 23,40 GEL რეგულარული ფასი 26,00 GEL
მარაგშია
SKU
95807_651

ჩვენება: B ჯგუფის ვიტამინების ჰიპო და ავიტამინოზი.

დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv B კომპლექსი 45 ტაბლეტი

B ჯგუფის ვიტამინები წყალში ხსნადი ვიტამინებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მეტაბოლურ პროცესებში. ამ ჯგუფის ვიტამინების დაბალანსებული კომბინაცია უზრუნველყოფს ფართო სპექტრის უპირატესობებს, მათ შორის: ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, უჯრედული ენერგიის გამომუშავებას, უჯრედის ფუნქციურ აქტივობას, ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლის რეგულირებას, ნუკლეინის მჟავების სინთეზს და სხვ.

B1 ვიტამინი (თიამინი) - გვხვდება ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედში, ის გარდაქმნის ცხიმებს, ცილებს და ნახშირწყლებს ენერგიად, აძლიერებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს შემეცნებით ფუნქციებს. თიამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თიამინის დეფიციტი იწვევს რძემჟავა და პიროყურძნის მჟავას დაგროვებას, რის შედეგადაც შესაძლებელია განვითარდეს პოლინევრიტი, პოლინეიროპათია, ბერი-ბერის დაავადება, ვერნიკეს ენცეპალოპათია და კასკაროვის სინდრომი.

B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) - არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის ფორმირების პროცესში და ჰემოგლობინის სინთეზში. რიბოფლავინის მეშვეობით ხორციელდება პირიდოქსინის აქტივაცია და ტრიფტოფანის გარდაქმნა ნიკოტინის მჟავად. 

B3 ვიტამინი (ნიაცინი) - B3 ვიტამინი (ნიაცინი) შეიცავს ორ ქიმიურად დაკავშირებულ ნაერთს: ნიკოტინის მჟავას და ნიკოტინამიდს. ნიაცინი წყალში ხსნადია, ამიტომ ორგანიზმში მისი ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით. B3 ვიტამინის მთავარი ფუნქცია მეტაბოლიზმია: ის მონაწილეობს ცილების მეტაბოლიზმში და ენერგიის წარმოებაში ცხიმების და ნახშირწყლებისგან. ასევე, მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 

B5 ვიტამინი (პანტოთენის მჟავა) - მონაწილეობს ჰემოგლობინის, ნეიროტრანსმიტერების წარმოებაში, ნახშირწყლების და ცილების ცვლაში, ამცირებს ცხიმოვან ქსოვილს. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების, კორტიკოსტეროიდების სინთეზს. პანტოთენის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტისხეულების  ფორმირებაში და სხვა ვიტამინების ათვისებაში. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, სმენას, მხედველობას, ამცირებს აკნეს.

B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) - აერთიანებს ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც მოიცავს პირიდოქსინს, პირიდოქსალს, პირიდოქსამინს და მათ წარმოებულებს (5’-ფოსფატ). 5’-პირიდოქსალ ფოსფატი (PLP), 100-ზე მეტი ფერმენტის კოფაქტორია, რომელიც ჩართულია ამინომჟავების, გლიკოგენის, ლიპიდების, სტეროიდების, ვიტამინების  მეტაბოლიზმში. B6 ვიტამინი მონაწილეობს ტრიფტოფანიდან ნიაცინის (ვიტამინი B3) წარმოქმნაში.

B7 ვიტამინი, ბიოტინი - მონაწილეობს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების მეტაბოლიზმში, ენერგიის გამომუშავებაში, უჯრედის დნმ-ის და ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ხელს უშლის II ტიპის დიაბეტის განვითარებას. ბიოტინი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას, უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ნაწლავის მიკროფლორის ჯანსაღ ფუნქციონირებას. 

B9 ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა - არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, ამცირებს ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, უზრუნველყოფს ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შევსებას ორსულობამდე და ორსულობის დროს (ნაყოფში ნერვული მილის დეფექტების განვითარების პრევენცია), ხელს უწყობს პლაცენტის მომწიფებას და ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან და უზრუნველყოფს მშობიარობის შემდგომი დეპრესიების პრევენციას. გარდა ამისა, აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის.

B12 ვიტამინი (მეთილკობალამინი) - უზრუნველყოფს ერითროციტების ნორმალურ ფორმირებას, ფუნქციონირებას და ანემიის პრევენციას. მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ცერებრალური ინსულტის და ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს, განაპირობებს ძვლების სიჯანსაღეს და ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას. ასევე, აუმჯობესებს ფერტილობას, უზრუნველყოფს ორსულობის დროს ნაყოფის თავის და ზურგის ტვინის ნორმალურ განვითარებას, უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის ნორმალური დონის შენარჩუნებას, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს.

ჩვენება:

·        B ჯგუფის ვიტამინების ჰიპო და ავიტამინოზი

·        არასრულფასოვანი და დაუბალანსებელი კვება (მათ შორის, პარენტერალური)

·        ნევროლოგია: პერიფერიული ნევრიტი და პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზი და დამბლა, რადიკულიტი, ლუმბაგო, პლექსიტი, ნეკნთაშუა ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის პარეზი, ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი, ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა)

·        დერმატოლოგია: ატოპიური დერმატიტი და ნეიროგენული დერმატოზი, დერმატიტი და ნეიროდერმიტი, ფსორიაზი

·        ჰემატოლოგია: ადისონ-ბირმერის ანემია, პარა-პერნიციოზული მეგალობლასტური ანემია გასტრექტომიის ან გასტრო-ენტერული დაავადების ფონზე, ანემია ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, ანემია ტოქსიკო-ინფექციის ფონზე, მედიკამენტოზური ანემია, აპლასტიური ანემია, მკურნალობისადმი (მათ შორის რკინით) რეზისტენტული ერითრობლასტური და ჰიპოქრომული ანემიები.

·        გასტრო-ენტეროლოგია: ანგულარული სტომატიტი, ჰეილოზი, გლოსიტი, ჰიპო- და ანაციდური გასტრიტი, გასტრექტომია, ნაწლავის ატონია, ენტერეტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი, გლუტენური ენტეროპათია, მალაბსორბციის სინდრომი, კრონის დაავადება, ჰეპატობილიარული ტრაქტის დაავადებები (მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ობსტრუქციული სიყვითლე, ციროზი, მათ შორის ალკოჰოლური), დისბაქტერიოზი, დიარეა

·        რევმატოლოგია: ართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, რევმატიზმი.

·        ოფთალმოლოგია: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული.

·        ენდოკრინოლოგია: თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს: ფოლიუმის მჟავა - 600 მკგ, ვიტამინი B1 - 4,2 მგ,  ვიტამინი B2 - 4,8 მგ, ვიტამინი B6 - 6 მგ, ვიტამინი B12 - 3 მკგ, პანტოთენის მჟავა - 18 მგ, ნიაცინი - 21,6 მგ, ბიოტინი - 150 მკგ.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში მოზრდილებში,  18 წლამდე, ორსულებსა და მეძუძურ დედებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: №45 ტაბლეტი. 

მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.

მეტი ინფორაცია
Units45
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy