დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv Mg+K400 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 22,50 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
მარაგშია
SKU
95805_651

 ჩვენება: ნერვ-კუნთოვანი დარღვევები, ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა.

დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv Mg+K400 30 ტაბლეტი

მაგნიუმის და კალიუმის იდეალური კომბინაცია

ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნება აუცილებელია კუნთებისა და ნერვული უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგნიუმი და კალიუმი ორი მინერალია, რომლებიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კუნთების შეკუმშვასა და ნერვული იმპულსების გადაცემაში, არამედ მონაწილეობენ ენერგიის გამომუშავებაშიც.

მაგნიუმი - მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკულ პროცესებში, მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში, ასევე ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს. მაგნიუმი ახდენს ნერვ-კუნთოვანი გამტარობის რეგულაციას, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას კუნთოვან ქსოვილში და ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას.

კალიუმი - მონაწილეობს კუნთების და ნერვული ქსოვილის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმის  ისეთ საბაზისო პროცესებში, როგორიცაა წყალმარილოვანი ცვლა, მჟავატუტოვანი წონასწორობა, სისხლის ოსმოსური და არტერიული წნევის შენარჩუნება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კალიუმის არასაკმარისი მიღება ასოცირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ძვლოვანი მასის შემცირება (ოსტეოპოროზი) და თირკმელკენჭოვანი დაავადება. მეტაანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ კვების რაციონში კალიუმის შემცველობის 1,64 გრამით გაზრდამ 21%-ით შეამცირა ინსულტის რისკი და დააქვეითა არტერიული წნევის მაჩვენებლები.

ქრომი - ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. ის უზრუნველყოფს ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტული სისტემის აქტივაციას, 20%-ით ამცირებს სისხლში გლუკოზას, არეგულირებს ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს. ასევე, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას (ასტიმულირებს ინსულინის რეცეპტორებს და უზრუნველყოფს გლუკოზის ათვისებას) და მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების დაშლის პროცესში.

თუთია - მონაწილეობს უჯრედების დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია და 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს წარმოადგენს. რადგან თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, მისი საკვები დანამატის სახით მიღება მნიშვნელოვანია.

რკინა - ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით.

ვიტამინი B6 - აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და აუმჯობესებს ცილების და გლიკოგენის მეტაბოლიზმს. ის მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 

ვიტამინი B12 - ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს და ამცირებს დაღლილობას.

ჩვენება:

·        კუნთების ტკივილი და სპაზმი

·        ნერვ-კუნთოვანი დარღვევები

·        არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის დარღვევები

·        სპორტსმენები - ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესება და დაღლილობის შემცირება

·        ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა

·        ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა

·        ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

·        პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს: Mg - 400 მგ, K - 400 მგ, ქრომი - 30 მკგ, თუთია - 5 მგ, რკინა - 3,5 მგ, ვიტამინი B6 - 4 მგ, ვიტამინი B12 - 2 მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს, არის ვეგანური.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 12 წლის ასაკიდან.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: №30 ტაბლეტი.

მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy