დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv რკინა ქალისთვის 20 პაკეტი
ჩვენება: რკინისა და ვიტამინების იდეალური კომბინაცია, რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv რკინა ქალისთვის 20 პაკეტი
რკინისა და ვიტამინების იდეალური კომბინაცია
პირში ხსნადი გრანულები ტყის კენკრის არომატით
დოპელჰერცი აქტივი რკინა შექმნილია სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალური ფორმირების მხარდასაჭერად.
რატომ დოპელჰერცი აქტივი რკინა?
· დოპელჰერცი აქტივი რკინა შემადგენლობიდან გამომდინარე (რკინის პიროფოსფატი, C და B ჯგუფის ვიტამინები) უნიკალური ფორმულაა რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და საპრევენციოდ
· სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი დოპელჰერცი აქტივი რკინა არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს, არ იწვევს ყაბზობას და უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის
· რკინის პიროფოსფატი ხასიათდება მაქსიმალური ბიოშეღწევადობით
· არ ბლოკავს სხვა ვიტამინების და მინერალების აბსორბციას (ვიტ. E, ვიტ C, Ca)
· C და B ჯგუფის ვიტამინები რკინასთან კომპლექსში აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას
რკინის პიროფოსფატი ეს არის რკინის ლიპოსომური™ ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს რკინის სრულყოფილ და უცვლელი ფორმით ტრანსპორტირებას კუჭიდან და მის მაქსიმალურ ათვისებას, არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს, არ ახასიათებს სხვა რკინის დანამატებისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები: გასტრალგია, გულისრევა, პირში მეტალის გემოს შეგრძნება, ექსკრემენტების შეფერილობა, არ იწვევს ყაბზობას, უსაფრთხოა ხანდაზმულ პაციენტებში და ხანგრძლივი გამოყენებისთვის. რკინის პიროფოსფატი წარმოადგენს ძლიერ და სტაბილურ ნაერთს, ცნობილია როგორც ტრიგერი, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან და ხელს უწყობს მის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში, სწორედ ამიტომ, ანემიის მკურნალობა რკინის პიროფოსფატის მიღებისას ბევრად სწრაფად და უსაფრთხოდ ხდება.
რკინის პიროფოსფატი ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესი.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არეგულირებს სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს, მონაწილეობს რკინის მეტაბოლიზმში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას, მონაწილეობს ერითროციტებში არსებული სულფჰიდრილური ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ, ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს ჰემოგლობინის, ნეირომედიატორების სინთეზში, ამინომჟავების, ცილების, ლიპიდების მეტაბოლიზმში, აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას.
ჩვენება:
· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემია
· პოსტოპერაციული ანემია
· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი
· ჭარბი მენსტრუაცია
· სისხლის დონორობა
გაძლიერებული მოთხოვნა რკინაზე:
· ორსულობა
· ინტენსიური ზრდის პერიოდი
· ვეგანები და ვეგეტარიანელები
· დიეტა, არაბალანსირებული კვების რაციონი
· ხანდაზმული ასაკი
· ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
· ონკოპაციენტები
შემადგენლობა:
დღიური დოზა 1 მიკროპალეტი შეიცავს: რკინის პიროფოსფატი - 14 მგ, ფოლის მჟავა - 300 მკგ, ვიტამინი B6 - 1,4 მგ, ვიტამინი B12 - 2,5 მკგ, ვიტამინი С - 80 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს, ვეგანურია.
დოზირება:
მიიღება 14 წლიდან 1 მიკროპალეტი დღეში წყლის მიყოლების გარეშე. ორსულებში და 12 წლის ასაკიდან გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: №20 მიკროპალეტი ტყის კენკრის არომატით
მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.
რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის ასევე, იხილეთ: Pure - ფიური რკინა და ვიტამინი C 60 კაფსულა
Units | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account