დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv ლეციტინი 40 კაფსულა
ჩვენება: ღვიძლის სხვადასხვა გენეზის ცხიმოვანი დისტროფია, მეხსიერების დაქვეითება, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დარღვევა.
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv ლეციტინი 40 კაფსულა
ჯანსაღი გონება, ჯანმრთელი სხეული!
ლეციტინი ესენციური ფოსფოლიპიდების (ქოლინი, ინოზიტოლი, ფოსფატიდილქოლინი) ბუნებრივი წყაროა. ის უჯრედული მემბრანის ძირითადი საშენი მასალაა და მონაწილეობს უჯრედების დაცვასა და აღდგენაში, ამიტომ ლეციტინი აუცილებელია ორგანიზმის თითოეული უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის, გულის კუნთის, თავის ტვინის და ნერვული უჯრედებისთვის.
ლეციტინი მონაწილეობს მიელინის გარსის ფორმირებაში, იცავს ნერვულ უჯრედებს იშემიური დაზიანებისგან. ხელს უწყობს ნერვული ბოჭკოების აღდგენას, აუმჯობესებს ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას, თავის ტვინში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს, ახასიათებს ანტიჰიპოქსიური მოქმედება. ლეციტინი აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს სწავლის პროცესს, აძლიერებს გულის კუნთს, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. ასევე ამცირებს ცხიმის დაგროვებას ღვიძლში და ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის განვითარებას, დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, ხელს უწყობს ცხიმების სწორად გადანაწილებას ორგანიზმში.
ლეციტინის მიღება ამცირებს გაფანტული სკლეროზის განვითარებას, პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადების დროს აუმჯობესებს თავის ტვინის აქტივობას.
ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. ის ლეციტინთან ერთად ქმნის ნეირონული აქტივობისთვის საჭირო თხევად გარემოს. ამდენად დოპელჰერცი აქტივი ლეციტინის რეგულარულ მიღებას დადებითი გავლენა აქვს შემეცნებით უნარებზე.
B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. B1, B2 და ნიაცინი აუცილებელია ტვინისთვის ენერგიის წარმოებისთვის. ვიტამინი B6 ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 კოგნიტური ფუნქციების განვითარებისთვის.
ჩვენება:
· მეხსიერების დაქვეითება, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დარღვევა
· ნევროლოგიური დაავადებების კომპლექსური თერაპია: იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება ალცჰაიმერის დაავადება
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების კომპლექსური თერაპია: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა
· ღვიძლის სხვადასხვა გენეზის ცხიმოვანი დისტროფია
· მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი
· ღვიძლის ტოქსიური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლური, წამლისმიერი)
· სიმსუქნე
· ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
· სანაღვლე გზების დისკინეზია
· ფსორიაზი
· არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ქიმიური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება
· ანტიბიოტიკოთერაპია
· სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს: ლეციტინი - 500 მგ, ვიტამინი B1 - 1,1 მგ, ვიტამინი B2 - 1,4 მგ, ვიტამინი B6 - 1,4 მგ, ვიტამინი B12 - 2,5 მკგ, პანტოთენის მჟავა - 6 მგ, ნიაცინი - 16 მგ, ფოლიუმის მჟავა - 200 მკგ, ვიტამინი E - 12 მგ.
დოზირება:
მიიღება 18 წლიდან 1-3 კაფსულა დღეში ჭამის დროს, ან შემდეგ, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენს!
გამოშვების ფორმა: №40 კაფსულა.
მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ: Amvilab - ამვილაბი ლეციტინი 90 კაფსულა
Units | 40 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account