Amvilab - ამვილაბი L კარნიტინი 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 35,20 GEL რეგულარული ფასი 70,40 GEL
მარაგშია
SKU
83204_1477

ამდიდრებს ორგანიზმს ენერგიით, წვავს ცხიმებს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ამაღლებს შრომისუნარიანობას და საერთო ტონუსს, აჩქარებს აღდგენით პროცესებს, ზრდის სტრესის მიმართ გამძლეობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის ინფარქტის, ინსულტის, ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, აქვს დეტოქსიკაციური, ანტიოქსიდანტური მოქმედება, ხელს უწყობს წონის კორექციას, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას

L კარნიტინი 500 მგ

L კარნიტინი ბუნებრივი ამინომჟავაა, რომელიც ფიზიოლოგიურად გამომუშავდება ორგანიზმში და გვხვდება ყველა ქსოვილში, განსაკუთრებით გულისა და ჩონჩხის კუნთებში, ღვიძლსა და თავის ტვინში. ორგანიზმში გამომუშავდება კარნიტინის დღიური მოთხოვნილების მხოლოდ 10%, დანარჩენი უნდა შეივსოს საკვები პროდუქტებით ან საკვები დანამატებით. კარნიტინზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ძლიერი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესული სიტუაციების დროს და სპორტსმენებში.

L კარნიტინის ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმის გამდიდრება ენერგიით - ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიებში, სადაც მათი დაშლის (β - დაჟანგვა) შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ). L კარნიტინი არეგულირებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში, აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას და ენერგომომარაგებას, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს, რაც განაპირობებს მეხსიერების, კონცენტრაციის, აზროვნების გაუმჯობესებას.

ამვილაბის L კარნიტინი ბიოლოგიურად აქტიური, მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე ფორმაა, რომელსაც ადვილად და სრულად ითვისებს ორგანიზმი

  • ამდიდრებს ორგანიზმს ენერგიით
  • წვავს ცხიმებს
  • ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი
  • ამაღლებს შრომისუნარიანობას და საერთო ტონუსს
  • აჩქარებს აღდგენით პროცესებს
  • ზრდის სტრესის მიმართ გამძლეობას
  • ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის ინფარქტის, ინსულტის, ათეროსკლეროზის განვითარების რისკს
  • აქვს დეტოქსიკაციური, ანტიოქსიდანტური მოქმედება
  • ხელს უწყობს წონის კორექციას
  • ასტიმულირებს ტვინის მუშაობას

ამვილაბის L კარნიტინი როდის გამოიყენება:

  • მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, სპორტსმენები
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • ჭარბი წონა, სიმსუქნე
  • ხანდაზმული ასაკი
  • გადატანილი დაავადების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი
  • გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია (კომპლექსურ თერაპიაში)
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა
  • მიოპათია, მიასთენია
  • ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • თირეოტოქსიკოზი, ინსულინრეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი
  • გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება ბავშვებში

შემადგენლობა:  L კარნიტინი - 500 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ბრინჯის ფხვნილი. არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს და კონსერვანტებს.

დოზირება: მიიღება 6 წლის ასაკიდან 1 კაფსულა 1-3 ჯერ დღეში კვებებს შორის შუალედში.

გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy