Pileje Phytostandard - პილეჟე ფიტოსტანდარტი ეშოლცია 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 65,06 GEL რეგულარული ფასი 69,21 GEL
მარაგშია
SKU
65194_2863

ჩვენება: შფოთვით, სტრესით ან ტკივილით გამოწვეული ძილის პრობლემები (ჩაძინების და ღამით ხშირად გამოღვიძების ჩივილები).

პილეჟე ფიტოსტანდარტი ეშოლცია  30 ტაბლეტი

საძილე, დამაშვიდებელი მცენარეული საშუალება

შემადგენლობა:

4 ტაბლეტი შეიცავს: კალიფორნიული ყაყაჩო Eschscholtzia  - 320 მგ; კატაბალახას ექსტრაქტი valeriana officinalis – 320 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფიტოსტანდარტი ეშოლცია მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე:

ეშოლცია, იგივე კალიფორნიული ყაყაჩო, შეიცავს ალკალოიდებს, რომლებსაც აქვს გამა-ამინო-ერბოს მჟავას - GABAA და μ-ოპოიდური რეცეპტორების მოდულაციური მოქმედება, აქვს სწრაფი და ეფექტური დამამშვიდებელ მოქმედება, საძილე ეფექტი, შფოთვის მომხსნელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ვალერიანი, იგივე კატაბალახა ასტიმულირებს ნერვული უჯრედების მიერ გამა-ამინო-ერბოს მჟავას (GABA) სინთეზს და მონაწილეობს იმ ფერმენტების ბლოკირებაში, რომლებიც ამ ნივთიერებას შლიან, აქვს შფოთვის მომხსნელი, რელაქსაციური, დამამშვიდებელი მოქმედება, არ იწვევს დილას „ბახუსის“ ეფექტს,

აუმჯობესებს ძილის ხარისხს და აქვს სწრაფი ჩაძინების ეფექტი, შეიცავს ლინარინს, რომელსაც სედაციური (საძილე) მოქმედება აქვს. 

კომბინაცია ბუნებრივი შემადგენლობისაა და სრულიად უსაფრთხოა. ქიმიური მედიკამენტებისგან განსხვავებით არ იწვევს მიჩვევას, არ აქვს მოხსნის სინდრომი, არ ავლენს არანაირ გვერდით მოვლენას (ძილიანობა, მოთენთილობა).

ჩვენება:

შფოთვით, სტრესით ან ტკივილით გამოწვეული ძილის პრობლემები (ჩაძინების და ღამით ხშირად გამოღვიძების ჩივილები).

დოზირება:

დოზირება: 2-4 ტაბლეტი ძილის წინ. არ არის რეკომენდებული: 12 წლამდე ასაკის პირებში, ორსულებში, მეძუძურ დედებში. 

გამოშვების ფორმა:

N30 ტაბლეტი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

ასევე, იხილეთ : Pileje Phytostandard - პილეჟე ფიტოსტანდარტი როდიოლა 30 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy