Pileje Phytostandard - პილეჟე ფიტოსტანდარტი არტიშოკ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 69,64 GEL რეგულარული ფასი 74,09 GEL
მარაგშია
SKU
65197_2863

ჩვენება: სანაღვლე გზების დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა .

პილეჟე ფიტოსტანდარტი არტიშოკ  30 ტაბლეტი  

ჰეპატოპროტექტორი, დეტოქსიკანტი

შემადგენლობა:

3 ტაბ. შეიცავს: არტიშოკის ექსტრაქტი - 216 მგ; შავი ბოლოკის ექსტრაქტი - 204 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფიტოსტანდარტი არტიშოკი მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე: 

არტიშოკი აძლიერებს ნაღვლდენას, დიურეზს, ანტიბიოტიკოთერაპიისას თირკმელებისა და ღვიძლის პარენქიმაზე მოქმედებს როგორც დეზინტოქსიკაციური საშუალება.იცავს ღვიძლის უჯრედებს დაზიანებისგან და ხელს უწყობს მათ რეგენერაციას, ანეიტრალებს ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას ორგანიზმში წარმოქმნილი მავნე ნივთიერებების მოქმედებას, არეგულირებს ლიპიდურ სპექტრს. არტიშოკი დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მონელებელი სისტემის და ღვიძლის ფუნქციაზე, აფერხებს ნაწლავებში აირწარმოქმნის პროცესს, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა  (ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზს). არტიშოკში შემავალი კომპონენტები - ინულინი და B ჯგუფის ვიტამინები(B1,B2), არეგულირებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, მათ შორის აზოტოვანი ნაერთების, მძიმე მეტალების მარილებისა და ალკალოიდებისგან; ეფექტურია გულისრევა-ღებინების, ყაბზობისა და შებერილობის დროსაც (მათ შორის, ორსულებშიც). არტიშოკი ორგანიზმს ამარაგებს ისეთი მნიშვნელოვანი ვიტამინებითა და ელემენტებით, როგორიცაა მაგნიუმი, ნიაცინი, ფოლიუმის მჟავა, ქოლინი, რიბოფლავინი, ასკორბინის მჟავა, კალციუმი და სხვა.

შავი ბოლოკი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმს ანთავისუფლებს ტოქსინებისგან, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას ყაბზობის დროს; ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, აქვს ნაღვლმდენი და შარდმდენი მოქმედება, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს შაქრის დონეს, წმენდს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. შავი ბოლოკი მდიდარია კალციუმისა და მაგნიუმის მარილებით; შეიცავს ფიტონციდებს (ნივთიერებებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს ინფექციისგან) და დიდი ოდენობით C ვიტამინს. 

ჩვენება: 

·        სანაღვლე გზების დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა 

·        მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი

·        ღვიძლის ტოქსიური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლური, წამლისმიერი)

·        სიმსუქნე

·        ყაბზობა

·        არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ქიმიური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება

·        ანტიბიოტიკოთერაპია

·        სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი

დოზირება:

1-3 ტაბლეტი დღეში. არ არის რეკომენდებული ორსულებში, ჰიპოთირეოზით დაავადებულ პირებში.

გამოშვების ფორმა:

N30 ტაბლეტი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy