Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი A-Z 40 ტაბლეტი
ჩვენება: ვიტამინების და მინერალების კომპლექსი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
დოპელჰერცი აქტივი A-Z
დეპო ტაბლეტები
ვიტამინების და მინერალების კომპლექსი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად
• უზრუნველყოფს ორგანიზმში ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების ნელ და თანდათანობით გამოთავისუფლებას, რაც ხელს უწყობს უჯრედების მიერ მათ მაქსიმალურ ათვისებას
• ავსებს ვიტამინების და მინერალების დეფიციტს არასრულფასოვანი კვების, სტრესის, მომატებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს
• ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, ზრდის მაკროფაგების აქტივობას და მობილობას, იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან, ხელს უწყობს რკინის უკეთ ათვისებას.
თუთია - ხელს უშლის რინოვირუსების - მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელებას. მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
B ჯგუფის ვიტამინები - ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი D + K + რკინა - აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს აუტოიმუნური დაავადებების და ქრონიკული ანთების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
ვიტამინი A + E + სელენი - იცავს კანს და ლორწოვან გარსს გამოშრობის და მაცერაციისგან, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ გაჯანსაღებას ავადმყოფობის შემდეგ.
იოდი - მნიშვნელოვანი მინერალია, მისი დეფიციტი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, შესაბამისად მეტაბოლურ დარღვევებს, ზოგად სისუსტეს, სწრაფ დაღლას, კონცენტრაციის დაქვეითებას, იმპოტენციას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებმა ყოველდღიურად 150-300 მკგ იოდი უნდა მიიღონ, კაცებმა 150 მკგ.
ჩვენება:
• ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის, მინერალების და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• მწვავე რესპირატორული ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
• გრიპი და გაციება
• იმუნიტეტის დაქვეითება
• ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომი პერიოდი
• არაბალანსირებული კვება
• ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი
• ხანდაზმული ასაკი
• ფსიქო-ემოციური სტრესი
შემადგენლობა:
23 სხვადასხვა ვიტამინის და მინერალის კომპლექსი + ლუთეინი, ერთი დეპო ტაბლეტი შეიცავს: ბიოტინი - 300 მკგ, კალციუმი - 140 მგ, ქრომი - 25 მკგ, სპილენძი - 0,9 მგ, ფოლიუმის მჟავა - 450 მკგ, იოდი - 100 მკგ, რკინა - 2.1 მგ, ლუთეინი - 1500 მკგ, მაგნიუმი - 56,3 მგ, მოლიბდენი - 20 მკგ, ნიაცინი - 18 მგ, პანტოთენის მჟავა - 12 მგ, ფოსფორი - 105 მგ, სელენი - 10 მკგ, ვიტამინი A - 400 მკგ, ვიტამინი B1 - 3,5 მგ, ვიტამინი B12 - 2,5 მკგ, ვიტამინი B2 - 4 მგ, ვიტამინი B6 - 5 მგ, ვიტამინი C - 150 მგ, ვიტამინი D - 5 მკგ, ვიტამინი E - 10 მგ, ვიტამინი K - 20 მკგ, თუთია - 5 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ 18 წლის ასაკიდან, საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. არ დაღეჭოთ.
გამოშვების ფორმა:
№40 დეპო ტაბლეტი.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი A-Z შუშხუნა 15 ტაბლეტი
Units | 40 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account