Pure - ფიური ქრომის პიკოლინატი 500მკგ 60 კაფსულა
ჩვენება: ორგანიზმში ქრომის დეფიციტი,შაქრიანი დიაბეტი,სიმსუქნე.
ფიური® ქრომი (პიკოლინატი) 500 მკგ
მაღალი ბიოშეღწევადობის ქრომი გლუკოზის და ლიპიდური მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად, უზრუნველყოფს ნახშირწყლების და ცხიმების ჯანსაღ ათვისებას
ფიურის® ქრომი ბიოლოგიურად აქტიური ხელატური ფორმაა პიკოლინატის სახით, რომელიც გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობით.
ქრომი ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც:
· უზრუნველყოფს ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტული სისტემის აქტივაციას (1-3)
· ახორციელებს სისხლში გლუკოზის, ტრიგლიცერიდების, ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას (ასტიმულირებს ინსულინის რეცეპტორებს და უზრუნველყოფს გლუკოზის ათვისებას) (1-3)
· უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, წონის კორექციას
· მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების დაშლის პროცესში
· აქვეითებს მადას, განსაკუთრებით ამცირებს მოთხოვნილებას ტკბილ საკვებზე
· უზრუნველყოფს ათეროსკლეროზული ფოლაქების გაწოვას, აორტის კედლებზე ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას
· იცავს მიოკარდიოციტებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან
ქრომის დეფიციტის გამომწვევი ფაქტორებია:
· მძიმე ტრავმები (განსაკუთრებით ღრმა დამწვრობა)
· არაბალანსირებული კვება, ქრომის შემცველი პროდუქტების სიმცირე კვების რაციონში
· დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობა საკვებში
· რაფინირებული პროდუქტების სიჭარბე (მაგ. ფქვილი)
· რკინის დეფიციტი
· გასტრო-ენტეროლოგიური დაავადებები (ენტერიტი, ცელიაკია)
· ცილების დეფიციტი ორგანიზმში
· კალციუმის მაღალი დოზით მიღება
· ხანგრძლივი სტრესი
· ორსულობა
ქრომის დეფიციტის ნიშნებია:
· ინსულინრეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი
· ლიპიდური ცვლის მოშლა
· სისხლძარღვების კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქების დალექვა
· ინსულტის და ინფარქტის განვითარების რისკის ზრდა
· პერიფერიული ნეიროპათია
ჩვენება:
· მეტაბოლური სინდრომი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში)
· შაქრიანი დიაბეტი, განსაკუთრებით ტიპი II
· ინსულინ რეზისტენტობა
· სიმსუქნე
· ორგანიზმში ქრომის დეფიციტი
· ჰიპერგლიკემია
· წონაში კლების პერიოდი (ტკბილის სურვილის შესამცირებლად)
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
· ჰიპერლიპიდემია
· ათეროსკლეროზი
· არტერიული ჰიპერტენზია
· ნერვული სისტემის დაავადებები
· ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა (ბოდიბილდინგი)
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა:
1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: მაღალი აბსორბციის ქრომი (პიკოლინატი) - 500 მკგ.
დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი).
დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან.
არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.
მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.
დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან.
ფიურის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Pure - ფიური
References:
1. Grant KE, et al. Med Sci Sports Exerc. 1997 Aug;29(8):992-8.
2. Rabinovitz H, et al. Int J Vitam Nutr Res. 2004 May;74(3):178-82.
3. Balk EM, et al. Diabetes Care. 2007. 30(8); 2154-2163.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account