Detrivit - დეტრივიტი დროფსი 30მლ
ჩვენება: D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და შევსება ბავშვებსა და მოზრდილებში,რაქიტის პროფილაქტიკა დღენაკლულ ახალშობილებში.
დეტრივიტი დროპსი
DETRIVIT DROPS
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
30 მლ ხსნარი
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: ვიტამინ D3-ს (ქოლეკალციფეროლი) – 10 მკგ (400 სე).
დამხმარე ნივთიერებები: წყალი; დამატენიანებლები: სორბიტოლი; საქაროზა; ყურძნის წვენი კონცენტრირებული; ფორთოხლის წვენი კონცენტრირებული; მჟავიანობის აგენტები: ვაშლის მჟავა; ატმის არომატიზატორი; კონსერვანტები: ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი; შემასქელებელი აგენტი: ქსანთანის გუმფისი; ემულგატორი: პოლისორბატი 80; დამატკბობელი: სუკრალოზა; საღებავი: ბეტა კაროტინი.
იხილეთ ბლოგი : რა არის დეტრივიტი და რა უნდა ვიცოდეთ ვიტამინ D3-ის შესახებ
მოქმედების მექანიზმი
D3 ვიტამინი წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. D ვიტამინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის და ფოსფატების მეტაბოლიზმის რეგულირებაა, რაც ხელს უწყობს ძვლების სათანადო მინერალიზაციასა და ჩონჩხის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.
D ვიტამინი აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების, თირკმლებისა და ძვლოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმის და ფოსფატების შეწოვის, ორგანიზმში მინერალური მარილების ტრანსპორტირების და ძვლების კალციფიცირების პროცესში და, ასევე, არეგულირებს თირკმლებით კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფას. სისხლში კალციუმის იონების კონცენტრაცია გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე მთელ რიგ მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, მონაწილეობს ნერვული იმპულსების გატარებაში და გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესზე. ვიტამინი D3 ავლენს მრავალ სასარგებლო ეფექტს ნეიროპროტექტორული, რეპროდუქციული, იმუნომოდულაციური ეფექტების ჩათვლით. D3 ვიტამინს დადებითი გავლენა აქვს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობს სისტემური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედება, D ვიტამინის ნაკლებობა საკვებში, მისი არასაკმარისი შეწოვა ნაწლავებში, კალციუმის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს რაქიტს ბავშვებში, ხოლო ოსტეომალაციას – მოზრდილებში. ორსულ ქალებში შესაძლებელია ტეტანიის სიმპტომების გამოვლენა, ხოლო ახალშობილებში – ძვლების კალციფიკაციის პროცესების დარღვევა.
ჩვენებები
• D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და შევსება ბავშვებსა და მოზრდილებში;
• რაქიტის პროფილაქტიკა დღენაკლულ ახალშობილებში;
• დამხმარე საშუალება ოსტეოპოროზის კომპლექსურ თერაპიაში მოზრდილებში;
• ძვალ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, ნერვული, რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემების დაავადებების პროფილაქტიკა და დამხმარე თერაპია;
• D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული სხვა მდგომარეობების პროფილაქტიკა და დამხმარე თერაპია.
უკუჩვენება
- შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
უსაფრთხოების ზომები
დეტრივიტი დროპსი არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. დეტრივიტი დროპსის ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი, ასევე თირკმლის ფუნქციის კონტროლი სისხლში კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრის გზით. დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილნი არიან კონკრემენტების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალცემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას, D ვიტამინის მის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო.
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში.
მიიღება პერორალურად,
ბავშვები: 0.5 მლ დღეში.
მოზრდილები: 1 მლ დღეში.
დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
მითითებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ ახასიათებს, იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 2 წელი.
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ფლაკონში გრილ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას (<25 °C).
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
გამოშვების ფორმა
30 მლ ხსნარი მუქი მინის ფლაკონში, დახუფული საწვეთურიანი დოზატორის მქონე ხრახნიანი
თავსახურით და საგარანტიო რგოლით. ფლაკონზე მიმაგრებულია ეტიკეტი.
თითო ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account