სარჩევი:
შეიძლება თუ არა მონონუკლეოზის პრევენცია?
რა არის მონონუკლეოზი
მონონუკლეოზი არის ძალიან გადამდები ვირუსული ინფექცია, რომელსაც ყველაზე ხშირად იწვევს ეპშტეინ-ბარის ვირუსი. ის უფრო გავრცელებულია მოზრდილებსა და ახალგაზრდებში, თუმცა ბავშვებსაც შეიძლება დაემართოთ. მონონუკლეოზს ზოგჯერ "კოცნის დაავადებასაც" უწოდებენ, ვინაიდან ის ადვილად გადადის ნერწყვით.
მონონუკლეოზის სიმპტომები
მონონუკლეოზის სიმპტომები და ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
- დაღლილობა
- ყელის ტკივილი, რომელიც შეცდომით შეიძლება აგვერიოს სტრეპტოკოკულ ანთებაში. ყელის ტკივილი ამ შემთხვევაში არ უმჯობესდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ.
- ცხელება
- ლიმფური კვანძების გადიდება კისრისა და იღლიის არეში
- ნუშურების გადიდება
- თავის ტკივილი
- კანის გამონაყარი
- რბილი, გადიდებული ელენთა
ვირუსის ინკუბაციის პერიოდი არის დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებში ეს პერიოდი შეიძლება უფრო ხანმოკლე იყოს. ინკუბაციის პერიოდი გულისხმობს დროს, რამდენი ხნის შემდეგაც სიმპტომები გამოვლინდება ვირუსთან კონტაქტის შემდეგ. ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ცხელება და ყელის ტკივილი, ჩვეულებრივ რამდენიმე კვირის შემდეგ ქრება. თუმცა დაღლილობა, ლიმფური კვანძების გადიდება და ელენთის გადიდება შეიძლება რამდენიმე კვირით უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
რა იწვევს მონონუკლეოზს
90%-ზე მეტ შემთხვევაში მონონუკლეოზს იწვევს ეპშტეინ-ბარის ვირუსი. ეს ვირუსი ვრცელდება ნერწყვის მეშვეობით და შეიძლება გადაედოს კოცნით, საკვების ან სასმელების გაზიარებით.
მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები ძალიან უსიამოვნოა, ინფექცია თავისით გადის ხოლმე. ვისაც ეპშტეინ-ბარის ვირუსის უკვე ჰქონია, მას ანტისხეულები აქვს გამომუშავებული. ეს ნიშნავს, რომ ისინი იმუნურები არიან და მონონუკლეოზი აღარ დაემართებათ.
სხვა ვირუსებსა და ინფექციებსაც შეუძლიათ იგივე სიმპტომები გამოიწვიონ. მაგალითად ადენოვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ჰეპატიტები, ჰერპეს სიმპლექს ვირუსი და სხვა.
როგორ ვრცელდება მონონუკლეოზი
მონონუკლეოზის გამომწვევი ვირუსები ძალიან გადამდებია და ვრცელდება ინფიცირებული პირის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით, მათ შორის ნერწყვით. ეს ვირუსები გადადის:
- სისხლის გადასხმით
- ხველით ან ცემინებით
- კოცნით
- საკვების, სასმელის ან ჭურჭლის გაზიარებით
- ორგანოების გადანერგვით
- სქესობრივი კონტაქტით
გადამდებია მონონუკლეოზი?
ეპშტეინ-ბარის ვირუსი ჰერპეს ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ ის განსხვავდება ჰერპესის იმ ვირუსისგან (HSV), რომელიც იწვევს გენიტალურ ან ორალურ ჰერპესს. ორივე მათგანი შეიძლება სქესობრივი გზით გადაეცეს, თუმცა EBV(ეპშტეინ-ბარის ვირუსი) უფრო ხშირად სხვა გზებით ვრცელდება, მაგალითად კოცნით ან ჭიქის გაზიარებით.
მონონუკლეოზის გართულებები
მონონუკლეოზის სიმპტომები თანდათან უმჯობესდება 4 კვირის განმავლობაში. დაღლილობის შეგრძნება კი შეიძლება თვეები გაგრძელდეს. ყველაზე საშიში გართულება არის ელენთის გასკდომა. თუ ეს მოხდება, შეიძლება დაიწყოს შიდა სისხლდენა მუცლის ღრუში, რაც საგანგებო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
ელენთის გადიდება
მონონუკლეოზმა შეიძლება გამოიწვიოს ელენთის გადიდება. უკიდურეს შემთხვევებში, ელენთა შეიძლება გასკდეს, რაც იწვევს მწვავე, მოულოდნელ ტკივილს მუცლის ზედა მარცხენა მხარეს. თუ ასეთი ტკივილი გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას - შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
ელენთა პატარა ორგანოა, ჩვეულებრივ მუშტის ზომის. მაგრამ არსებობს რამდენიმე მდგომარეობა, მათ შორის ღვიძლის დაავადება და ზოგიერთი სახის კიბო, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ელენთის გადიდება.
ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები
ასევე შესაძლოა წარმოიქმნას ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები:
- ჰეპატიტი. შესაძლოა განიცადოთ ღვიძლის მსუბუქი ანთება (ჰეპატიტი).
- სიყვითლე. ზოგჯერ ვითარდება კანისა და თვალების სიყვითლე.
ნაკლებად გავრცელებული გართულებები
მონონუკლეოზს ასევე შეუძლია ნაკლებად გავრცელებული გართულებების გამოწვევა, მათ შორის:
- ანემია — წითელი სისხლის უჯრედებისა და ჰემოგლობინის (რკინით მდიდარი ცილა წითელ სისხლის უჯრედებში) შემცირება
- თრომბოციტოპენია — თრომბოციტების (სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების) დაბალი რაოდენობა
- გულის პრობლემები — გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი)
- ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გართულებები — მენინგიტი, ენცეფალიტი და გილენ-ბარეს სინდრომი
- გადიდებული ნუშურები — რამაც შეიძლება დაბლოკოს სუნთქვა
ეპშტეინ-ბარის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს გაცილებით მძიმე დაავადება ადამიანებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა. ეს შეიძლება იყოს აივ/შიდსით დაავადებული ადამიანები ან ისინი, ვინც იღებს იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს ორგანოს გადანერგვის შემდეგ.
მონონუკლეოზის დიაგნოსტიკა
ექიმი შეაფებს სიმპტომებს დიაგნოზის დასადგენად. განსაკუთრებით ყურადღებას მიაქცევს ლიმფური კვანძების გადიდებას კისერზე და ელენთის ან ღვიძლის გადიდების ნიშნებს.
სისხლის ანალიზები ავლენს ანტისხეულებს, რომლებსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ეპშტეინ-ბარის ვირუსთან საბრძოლველად. ექიმმა ასევე შეიძლება შეამოწმოს თეთრი სისხლის უჯრედების (ლიმფოციტების) მაღალი რაოდენობა, რაც მიუთითებს ინფექციაზე.
მონონუკლეოზის მკურნალობა
არ არსებობს მონონუკლეოზის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობა. ანტიბიოტიკები და ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც კლავენ სხვა ვირუსებს, არ მოქმედებენ ამ დაავადებაზე. სანაცვლოდ, მონონუკლეოზის მკურნალობა ფოკუსირდება მდგომარეობის გაუმჯობესებაზე სიმპტომების შემსუბუქებით.
- დასვენება: მონონუკლეოზი ძალიან ღლის ადამიანს. ძილი ეხმარება ორგანიზმს, ებრძოლოს ინფექციას.
- ჰიდრატაცია: აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხე დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.
- ტკივილგამაყუჩებლები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAID-ები) ამსუბუქებს ცხელებას, ანთებას, თავის ტკივილს და კუნთების ტკივილს. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია იბუპროფენი.
- მოერიდეთ სპორტს: ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება ზედმეტი ზეწოლა მოახდინოს გადიდებულ ელენთაზე, რაც ზრდის გასკდომის რისკს. თქვენ უნდა მოერიდოთ სპორტს და დატვირთვას, სანამ ავად ხართ და კიდევ შემდეგი ოთხი კვირის განმავლობაში.
გროპრინოსინი არის მედიკამენტი, რომელიც ექიმის მიერ ინიშნება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, რინოვირუსული და ადენოვირუსული ინფექციების დროს. მათ შორის მონონუკლეოზის შემთხვევაში.
საწუწნი ტაბლეტი ერგოფენი, რომელიც გამოიყენება A და B გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა; პარაგრიპის ვირუსით, ადენოვირუსით, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა. მათ შორისაა მონონუკლეოზი.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტი ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია.
შეიძლება თუ არა მონონუკლეოზის პრევენცია?
არ არსებობს მონონუკლეოზის საწინააღმდეგო ვაქცინა. მონონუკლეოზის გამომწვევი ვირუსების თავიდან აცილების საუკეთესო გზა კარგი ჰიგიენის დაცვაა. არ გაუზიაროთ საკვები, სასმელები და არ გქონდეთ ახლო კავშირი იმ ადამიანთან, რომელსაც აქვს მონონუკლეოზი ან ვირუსული დაავადების რაიმე ნიშანი, როგორიცაა ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი ან დაღლილობა.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ მონონუკლეოზი გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ:
- გიჭირთ ყლაპვა ან სუნთქვა
- გაქვთ თავბრუსხვევა ან გული მიგდით
- გრძნობთ კუნთების ძლიერ სისუსტეს
- გაქვთ ძლიერი კუნთების ტკივილი
- არ გიწევთ მაღალი ცხელება
- გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი
- შეიგრძნობთ ბასრ ტკივილს მუცლის მარცხენა ზედა მხარეს
ხშირად დასმული კითხვები
1. არის თუ არა მონონუკლეოზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია?
ეპშტეინ-ბარის ვირუსი ჰერპეს ვირუსების ერთ-ერთი სახეობაა. ის განსხვავდება ჰერპეს სიმპლექსის ვირუსისგან (HSV), რომელიც იწვევს გენიტალურ და ორალურ ჰერპესს. ორივე ვირუსი შეიძლება გადაეცეს სქესობრივი გზით. თუმცა, EBV(ეპშტეინ-ბარის ვირუსი) უფრო მეტად ვრცელდება სხვა საშუალებებით, როგორიცაა სასმელების გაზიარება ან კოცნა.
2. შეიძლება თუ არა ადამიანს ჰქონდეს მონონუკლეოზი ორჯერ?
ეპშტეინ-ბარის ვირუსი რჩება ორგანიზმში არააქტიურ ფორმაში მონონუკლეოზის სიმპტომების გაქრობის შემდეგაც. თუმცა, ადამიანის უმეტესობა მხოლოდ ერთხელ იღებს ინფიცირდება მონონუკლეოზით.
თუ ეპშტეინ-ბარი ხელახლა გააქტიურდება, ის იშვიათად იწვევს სიმპტომებს. თუმცა, შეიძლება უნებლიეთ გაავრცელოთ რეაქტივირებული ვირუსი სხვებში. ასევე, ადამიანებს დასუსტებული იმუნური სისტემით შეიძლება მონონუკლეოზის სიმპტომები ბევრჯერ განუვითარდეთ.
3. ვის შეიძლება დაემართოს მონონუკლეოზი?
არსებობს ორი პიკი, როდესაც ადამიანები EBV-ს იღებენ: ადრეულ სასკოლო ასაკში და მოზარდობის/ახალგაზრდობის ასაკში. პატარა ბავშვებს ხშირად არ აქვთ სიმპტომები, ხოლო თინეიჯერებსა და 20-იან წლებში მყოფ ადამიანებს ყველაზე მეტად შეიძლება დაემართოთ მონონუკლეოზი. ამ ასაკობრივ ჯგუფში ყოველი მე-4 ადამიანი, ვინც EBV-ს იღებს, ავად ხდება მონოთი, თუმცა ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, ასაკის მიუხედავად.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account