Amvilab - ამვილაბი ქონდროიტინ გლუკოზამინი 150 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 36,21 GEL რეგულარული ფასი 72,43 GEL
მარაგშია
SKU
83203_1477
ქონდროიტინი, გლუკოზამინი, მსმ ამცირებს ტკივილს და ანთებით პროცესებს სახსრებში, აუმჯობესებს მოძრაობას

ქონდროიტინი, გლუკოზამინი, მსმ

ამცირებს ტკივილს და ანთებით პროცესებს სახსრებში, აუმჯობესებს მოძრაობას

ამვილაბის ქონდროიტინი, გლუკოზამინი, მსმ - ხასიათდება ქონდროპროტექტორული, ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. მონაწილეობს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების სინთეზში, აინჰიბირებს იმ ფერმენტების აქტივობას, რომლებიც იწვევენ სახსრის ხრტილის სტრუქტურის და ფუნქციის რღვევას, ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას, ზრდის სახსარშიდა სითხის პროდუქციას და აუმჯობესებს მოძრაობას, ამცირებს ტკივილს სახსარში, როგორც მოსვენების, ასევე დატვირთვის დროს. 

ქონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც არეგულირებს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლას, აფერხებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და აქვეითებს კალციუმის დანაკარგს, ასტიმულირებს ჰიალურონის, პროტეოგლიკანების და II ტიპის კოლაგენის სინთეზს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესებს, ასტიმულირებს სასახსრე ხრტილის რეგენერაციას, ხელს უწყობს სასახსრე ჩანთის, სახსრების ხრტილოვანი ზედაპირის აღდგენას. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ხელს უშლის ოსტეოართრიტის პროგრესირებას, ამსუბუქებს მის სიმპტომებს, ამცირებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების საჭიროებას.

გლუკოზამინის სულფატი შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი საშენი მასალაა, ასტიმულირებს პროტეოგლიკანების, გლუკოზამინოგლიკანების და ჰიალურონის მჟავას სინთეზს, მონაწილეობს ხრტილის, იოგების, მყესების, სინოვიალური სითხის ფორმირებაში, ხელს უშლის სასახსრე ხრტილის რღვევას და ხელს უწყობს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას, ამცირებს ტკივილს სახსრებში და აღადგენს მათ ფუნქციას.

მეთილსულფონილმეთანი (მსმ) წარმოადგენს ორგანული გოგირდის შემცველ ნაერთს, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ბოჭკოვანი სტრუქტურის სინთეზში, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირებასა და აღდგენაში, უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას, ძვლების და კუნთების სიმტკიცეს. მეთილსულფონილმეთანი ხელს უშლის  ხრტილოვანი ქსოვილის რღვევას, ამცირებას ანთებით პროცესებს და შეშუპებას  სახსრებში, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტიოქსიდანტური მოქმედება.

ჩვენება:

  • სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის  და სხვ.)
  • მხარ-ბეჭის პერიართრიტი, რევმატოიდული ართრიტი
  • ოსტეოქონდროზი
  • სპონდილოზი, სპონდილიტი
  • ოსტეოპოროზი
  • ტრავმისა და მოტეხილობების შემდგომი პერიოდი
  • სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი
  • 40 წლის შემდგომ ასაკში სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების პროფილაქტიკა
  • მოტეხილობები
  • იოგოვანი აპარატის და მყესების სისუსტე
  • სპორტი და ფიზიკური დატვირთვა

 შემადგენლობა: ქონდროიტინის სულფატი - 720 მგ, გლუკოზამინის სულფატი - 900 მგ,       მსმ (მეთილსულფონილმეთანი) - 1200 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ბრინჯის ფხვნილი, დისტილირებული წყალი.

დოზირება: 3 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად.

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N150 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა150
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy