Solgar - სოლგარი სელენიუმი 100მგ 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 28,82 GEL რეგულარული ფასი 57,65 GEL
მარაგშია
SKU
50157_2153
ჩვენება: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰიპოთირეოზი, ჰიპოთირეოიდიზმი თირეოიდული ოფთალმოპათია მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მაკულოდისტროფია), კატარაქტა ღვიძლის დაავადებები: ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი....

სოლგარი

სელენი 100მკგ

უჯრედთა ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მიკროელემენტი

ანტიოქსიდანტი

იმუნომოდულატორი

  • ფიზიკური და ენერგეტიკული ტონუსის ამაღლება
  • ნივთიერებათა ცვლის, იმუნური სისტემის გაძლიერება
  • ნაადრევი სიბერის პრევენცია

 სელენი შეუცვლელი მიკროელემენტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გვხვდება ამინომჟავების – სელენოცისტეინის და სელენომეთიონინის სახით. იგი შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. წარმოადგენს ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტური ფერმენტის - სელენ დამოკიდებული გლუტათიონპეროქსიდაზას კოფაქტორს, რომელიც ანეიტრალებს ყველაზე აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედებს მათი მავნე ზემოქმედებისგან. აუმჯობესებს ელასტიური ქსოვილის რეგულაციას და ანელებს დაბერების პროცესს.

ფარისებრ ჯირკვალზე ზემოქმედება

კვლევებით დადგენილია, რომ ყოველდღიურდ, დღიურ რაციონთან ერთად დამატებით 200მკგ სელენის მიღება იცავს ფარისებრ ჯირკვალს იოდის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დაზიანებისგან.

სელენი შედის  ფერმენტ იოდთირონინ 5 დეიოდინაზას შემადგენლობაში, რომელიც აკონტროლებს ტრიიოდთირონინის წარმოქმნას. ჰიპოთირეოზის დროს, სელენი არა მხოლოდ ააქტიურებს თირეოიდულ ჰორმონს, იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისგან.

სელენის ხანგრძლივი მიღება ამსუბუქებს ფარისებრი ჯირკვლის აუტო-იმუნური დაავადებების მიმდინარეობას:

  • აუტოიმუნური თირეოდიტის სხვადასხვა ფორმები
  • გრეივსის დაავადება
  • ორსულობის შემდგომი თირეოიდიტი
  • „მუნჯი“ თირეოიდიტი
  • ციტოკინინდუცირებული თირეოიდიტი

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

სელენი, როგორც კუნთოვანი ქსოვილის ცილების შემადგენელი კომპონენტი, მონაწილეობს კოენზიმ Q10 –ის სინთეზში, ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლოპოპროტეინების დაჟანგვას, და შესაბამისად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიომიოპათია, მიოკარდიოდისტროფია) განვითარების რისკს. 

აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, იცავს ენდოთელიუმს დაზიანებისგან

დეტოქსიკაცია და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება

როგორც ფერმენტ გლუტათიონპეროქსიდაზას სინთეზში მონაწილე ელემენტი,  თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას ჰეპატიტების დროს, ხელს უშლის ნეკროზული პროცესების განვითარებას ღვიძლში, იცავს მას თავისუფალი რადიკალებისა და მძიმე მეტალების მავნე ზემოქმედებისგან.

იმუნომოდულაცია

 ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ვირუსებისა და სხვა პათოგენური გამომწვევების მიმართ (ასტიმულირებს ანტისხეულების, ლეიკოციტების, T-ლიმფოციტების, მაკროფაგების, ინტერფერონის სინთეზს და მონაწილეობს ერითროციტების წარმოქმნაში).

 

სელენი ასევე ავლენს ანტიკანცეროგენულ, ანტიმუტაგენურ, ციტოპროტექტორულ მოქმედებას. თრგუნავს აფლატოქსინს (უმდაბლესი სოკოს Aspergillus flavus-ის მიერ გამოყოფილი ტოქსინი, რომელიც ფრინველებში და სხვა ცხოველებში იწვევს უმძიმეს მოწამვლას და ღვიძლის სიმსივნეებს. შესაძლებელია კანცეროგენური იყოს ადამიანისთვისაც). იცავს უჯრედებს მისი კანცეროგენური მოქმედებისგან და ამცირებს ღვიძლისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების (უი სხივები, ოზონი და დაბინძურებული ჰაერი)  ნეგატიურ ზეგავლენას, რის შედეგადაც მცირდება პროფესიული დაავადებების განვითარების რისკი, ასტიმულირებს თმის ზრდას და მნიშვნელოვნად ანელებს დაბერების პროცესს.

 

ჩვენება:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰიპოთირეოზი, ჰიპოთირეოიდიზმი
  • თირეოიდული ოფთალმოპათია
  • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მაკულოდისტროფია), კატარაქტა
  • ღვიძლის დაავადებები: ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი
  • ონკოლოგიური დაავადებები
  • სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი
  • იმუნური სისტემის დარღვევები;
  • მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები
  • აუტოიმუნური დაავადებები: ართრიტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი და სხვ.
  • რევმატოიდული ართრიტი
  • ანტიოქსიდანტური თერაპია სხვადასხვა დესტრუქციული დაავადებების დროს: ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, ოსტეომიელიტი, ბრონქოექტაზია და სხვ.
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები: გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი
  • პანკრეატიტი
  • გულ-სისხლძარვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი
  • გაფანტული სკლეროზი
  • რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა
  • წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია
  • დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, აკნე
  • კუნთოვანი დისტროფია
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობა
  • ორგანიზმის დაბერების პროფილაქტიკა
  • დადებით გავლენას ახდენს ემბრიონის ზრდა-განვითარებაზე

შემადგენლობა:

სელენი საფუარის გარეშე (L-სელენომეთიონინი) - 100მკგ

დამატებითი ინგრედიენტები:  კალციუმის დიფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკაგელი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული ცელულოზა.

არ შეიცავს:  რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს, მღებავ ნივთიერებებს და კონსერვანტებს.

დოზირება: მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი დღეში საკვებთან ერთად.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.

გამოშვების ფორმა:  100 ტაბლეტი

მწარმოებელი: სოლგარი აშშ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy