Detrivit - დეტრივიტი 1000IU კაფსულა
ჩვენება: D3 ვიტამინის შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატი, რომელიც გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვისა და დეფიციტის შესავსებად.
Detrivit 1000 IU / Detrivit 2000 IU / Detrivit Forte 5000 IU / Detrivit Max 10000 IU
დეტრივიტი 1000 სე / დეტრივიტი 2000 სე / დეტრივიტი ფორტე 5000 სე/ დეტრივიტი მაქსი 10000 სე
ვიტამინი D3
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი (ბად)
დეტრივიტი 1000 სე
ვიტამინი D3 1000 სე (ეკვ. 25 მკგ ქოლეკალციფეროლი), რბილი ჟელატინის კაფსულა №60
აქტიური სუბსტანცია: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი); დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული – საფუარი აგენტი, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) – ანტიოქსიდანტი; კაფსულის შემადგენლობა – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჟელატინი, გლიცეროლი (E322), დისტილირებული წყალი
დეტრივიტი 2000 სე
ვიტამინი D3 2000 სე (ეკვ. 50 მკგ ქოლეკალციფეროლი), რბილი ჟელატინის კაფსულა №30
შეიცავს: ქოლეკალციფეროლი - 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, MCT-ცხიმი - 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.
დეტრივიტი ფორტე 5000 სე
ვიტამინი D3 5000 სე (ეკვ. 125 მკგ ქოლეკალციფეროლი), რბილი ჟელატინის კაფსულა №30
შეიცავს: ქოლეკალციფეროლი - 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, MCT-ცხიმი - 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.
დეტრივიტი მაქსი 10000სე
ვიტამინი D3 10000 სე (ეკვ. 250 მკგ ქოლეკალციფეროლი), რბილი ჟელატინის კაფსულა №30
შეიცავს: ქოლეკალციფეროლი - 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%,MCT-ცხიმი - 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.
იხილეთ ბლოგი : რა არის დეტრივიტი და რა უნდა ვიცოდეთ ვიტამინ D3-ის შესახებ
მოქმედების მექანიზმი:
დეტრივიტი 1000 სე / დეტრივიტი 2000 სე / დეტრივიტი ფორტე 5000 სე/ დეტრივიტი მაქსი 10000 სე წარმოადგენს D3 ვიტამინის შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვისა და დეფიციტის შესავსებად.
D ვიტამინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულირებაა, რაც ხელს უწყობს ძვლების სათანადო მინერალიზაციასა და ჩონჩხის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმის და ფოსფატების შეწოვის, ორგანიზმში მინერალური მარილების ტრანსპორტირებისა და ძვლების კალციფიცირების პროცესში და, ასევე, არეგულირებს თირკმლებით კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფას. სწორედ D ვიტამინი განაპირობებს კალციუმისა და ფოსფორის ადეკვატურ დონეზე შენარჩუნებას სისხლში, ძვლებსა და კბილებში. რაც, თავის მხრივ, ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებისთვის, კუნთოვანი ტონუსისა და ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი.
D ვიტამინი აუცილებელია ასევე პარათირეოიდული ჯირკვლების, თირკმლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ავლენს მრავალ სასარგებლო ეფექტს ნეიროპროტექტორული, რეპროდუქციული, იმუნომოდულაციური ეფექტების ჩათვლით. D ვიტამინს დადებითი გავლენა აქვს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე - არეგულირებს იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლის ბალანსირებულ, სრულფასოვან ფუნქციონირებას, ასევე ხელს უწყობს სისტემური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
D3 ვიტამინის მიღება, განსაკუთრებით კალციუმთან ერთად, უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის კარგვის შენელებას, მოტეხილობების რისკის შემცირებას და აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გზით მისი მიღება ვერ ხერხდება (მზეზე ყოფნის დროის სიმცირე, არასრულფასოვანი კვება, სხვადასხავა ქრონიკული დაავადება და ასაკობრივი ფაქტორები). გარდა ამისა, D3 ვიტამინის მიღება არის ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.
მიღების წესი და დოზირება:
დოზირება შეირჩევა ინდივიდუალურად, D ვიტამინის დეფიციტის საპროფილაქტიკო და დეფიციტის შესავსები დღიური დოზების გათვალისწინებით.
დეტრივიტი 1000 სე / დეტრივიტი 2000 სე ─ D ვიტამინის დეფიციტის საპრევენციოდ რეკომენდებულია 1-2 კაფსულა დღეში, დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე. მიიღება პერორალურად, კვების დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
დეტრივიტი ფორტე 5000 სე / დეტრივიტი მაქსი 10000 სე ─ 1 კაფსულა დღეში, მიიღება პერორალურად, კვების დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
სიფრთხილის ზომები:
დეტრივიტი 1000 სე / დეტრივიტი 2000 სე / დეტრივიტი ფორტე 5000 სე / დეტრივიტი მაქსი 10000 სე არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება!
არ მიიღოთ დეტრივიტი 1000 სე / დეტრივიტი 2000 სე / დეტრივიტი ფორტე 5000 სე / დეტრივიტი მაქსი 10000 სე თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ჰიპერვიტამინოზი D, ჰიპერკალციემია/ჰიპერკალციურია
დეტრივიტი 1000 სე / დეტრივიტი 2000 სე / დეტრივიტი ფორტე 5000 სე / დეტრივიტი მაქსი 10000 სე-ის ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში და შარდში კალციუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლი. დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილნი არიან ორგანიზმში კენჭების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას D3 ვიტამინის მის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო.
დეტრივიტი 1000 სე / დეტრივიტი 2000 სე / დეტრივიტი ფორტე 5000 სე / დეტრივიტი მაქსი 10000 სე-ის ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 15-25˚C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account